რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა საქართველო სატრანსპორტო კორიდორიდან ჩააჩოჩეს

რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა საქართველო სატრანსპორტო კორიდორიდან ჩააჩოჩეს

ირანის, აზერბაიჯანის და რუსეთის პირველი პირები შეთანხმდნენ აამუშავონ სატრანსპორტო კორიდორი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“. ბაქოს სამმხრივი სამიტის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, ირანის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები უნდა დაუპირისპირდნენ ტერორიზმს, ექსტრემიზმს, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებს, იარაღის უკანონო ბრუნვას, ნარკოტიკურ საშუალებებს, ადამიანებით ვაჭრობას და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დანაშაულებს.

ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ჰასან როუჰანიმ ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე, რეგიონული კონფლიქტების მოგვარებასა და ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა კი, ახალი სატრანსპორტო კორიდორის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ შექმნა გახდა. კერძოდ, რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი სარკინიგზო გზების გაერთიანებას გეგმავენ. ეს იქნება 72 ათასი კილომეტრის სიგრძის კორიდირი, რომელიც ხმელეთზე სამხრეთ-აზიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს დააკავშირებს. ამასთან, მხარეებმა კასპიის ზღვის რეგიონში დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელეს.

მიღებულ დეკლარაციაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის – სარკინიგზო ხაზის „რეშთი-ასტარა“ მშენებლობის დასრულება, რომელიც დააკავშირებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს ევროპას აზრებაიჯანისა და რუსეთის გავლით. პროექტის ღირებულება შეფასებულია 1 მლრდ. დოლარად. პროექტის დასრულების შემდეგ ტვირთბრუნვა წელიწადში დაახლოებით 10 მლნ. ტონას შეადგენს. ამ პროქტში მონაწილეობის მიღება შეეძლება ათზე მეტ სახელმწიფოს, მათ შორის სომხეთს, მაგრამ ჩამონათალში არ არის საქართველო, რაც პოლიტოლოგ სოსო ცისკრაიშვილის განცხადებით, საქართველოს მიჭირხვნის ღია მცდელობაა რუსეთის ხელისუფლების მიერ.

„დიდი ზაირზეიმით მოაწერეს ხელი მემორანდუმს და აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული მემორანდუმი. რასაკვირველია, ეს არის საქართველოს მიჭირხვნის სრულიად ღია მცდელობა რუსეთის მიერ, რადგან მისი ინიციატივა იყო და აღტაცებით შეეგება რუსეთის პრეზიდენტი პროექტს, სადაც უზარმაზარი ტვირთგადაზიდვის პირობებში საქართველო არ მოიხსენიება იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთაც შემდგომში ექნებათ უფლება, რომ შეუერთდნენ ამ პროექტს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, პროექტის მარშუტი ასეთია – ტვირთები მოძრაობენ ირანის პორტებამდე, აზრებაიჯანის გავლით რუსეთიდან, შემდეგ საზღვაო გადაზიდვების მეშვეობით ხვდებიან ინდოეთში, ქალაქ ბომბეიში, იგივე მუმბაიში და – პირიქით. მისივე თქმით, ეს პროექტი იმ მარშუტის საპირწონეა, რომელიც თურქეთის მეშევეობით შეიქმნა და მას „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მარშრუტი ჰქვია.

„პრაქტიკულად, აზერბაიჯანმა მოახერხა და სატრანზიტო ჰაბი გახდა რეგიონში. მის ტერიტორიაზე გადის, როგორც აღმოსავლეთ, ასევე ჩრდილოთ-სამხრეთის მარშრუტი. ახლა გასაგებია ჩემთვის რატომ იყო კატეგორიული წინააღმდეგი აზერბაიჯანი აფხაზეთის სარკინიგზო მარშრუტის გახსნის. როგორც ჩანს, ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის ამუშავებას ელოდებოდა. მესმის რატომ შედგა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი ერევანში. ლაპარაკი იყო აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებაზე.

აფხაზეთის რკინიგზა რომ ამუშავებულიყო, რუსებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა პეტერბურგიდან იმ ტვირთების ტარება აფხაზეთის რკინიგზის გავლით – საქართველო-სომხეთი-ირანი. ამ შემთხვევაში ირანი და რუსეთი არაფერს არ კარგავდნენ, აზერბაიჯანის მაგივრად კი, ამ პროექტში ჩართული იქნებოდა ორი ქვეყანა – საქართველო და სომხეთი. როგორც ჩანს, ეს პროექტი ასეთ ფორმატში არსებობდა, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოახერხა სიტუაციის სათავისოდ გამოყენება. ითამაშა იმაზე, რომ სომხეთის დებლოკირება ხდებოდა, რის გამოც გამოთქვა პროტესტი და მიაღწია იმას, რომ ამ მარშრუტმა გაიარა მის ტერიტორიაზე“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.


წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook