Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია (ვიდეო)

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია (ვიდეო)


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (-100) ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია.

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ჰოლანდიელი კორელი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამისთვის ეს პირველინ ოქროს მედალია. აქამდე მან პარიზისა და ეკატერინბურგის გრან სლემებზე აიღო ბრინჯაო.

დღეს ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში რუსი კაზაჩკოვი ვაზარით დაამარცხა. ორი ვაზარით სძლია მერვედფინალში ჩილელ ტომას ბრიჩენოს, ხოლო მეოთხედფინალი დამატებით დროში სუფთად მოიგო ისრაელის წარმოამდგენელ პალჩიკთან.

რაც შეეხება ნახევარფინალს, ლიპარტელიანმა უკრაინელი ანტონ სავიცკი ვაზარით დაამარცხა.

დღესვე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალა​შვილმა (81). ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ მან ფინალი რუს დენის კალინთან დათმო. ტატალაშვილისთვის ახალ წონაში ეს პირველი მედალია.

ამავე ძიუდოსიტთან დათმო ნახევარფინალური შეხვედრა თაზო კირაკოზაშვილმა, რომელმაც დღეს მშვენივრად გამოიყურებოდა და გულშემატკივარს თავი ეფექტური ილეთებითაც დაამახსოვრა იხ: ვიდეო თუმცა კირაკოზაშვილმა ევროპის ღია პირველობა მაინც უმედლოდ დაასრულა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ის დამატებით დამარცხდა.

ასევე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დათმო ლაშა ტაველურმა (-100), რომელმაც ასპარეზობა ასევე კარგად დაიწყო, თუმცა მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ბრინჯაოსთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დღეს საქართველოს სახელით ვაჟებიდან – ბექა დონღვანი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90), უშანგი მარგიანი (-90), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) , ხოლო გოგონებიდან – ნინო ოძელაშვილი (-70) და ელენე ქებაძე (+78) ასპარეზობდნენ, თუმცა ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

ფინალი: ლიპარტელიანი vs კორელი



წყარო: http://sporter.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions