უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

როგორ აყალიბებენ გერმანელებს სოდომისტებად და გარყვნილებად

ტელეარხ ZDF-ის კამერის წინ სოდომისტები აჩვენებენ სხვადასხვა ინტიმურ ხერხსა და მეთოდს. ამ ბაკქანალიას კი შეაფასებს დანიელი ფსიქოლოგი ან-მარლენ ჰენინგი, რომელიც ამბობს, რომ ასეთ გადაცემებზე ახალგაზრდების დიდი მოთხოვნაა.


მსგავსი გადაცემები წლიდან წლამდე იხვეწება და გერმანელ გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში სულ უფრო ხშირად ჩანს სოდომისტური პორნოგრაფია. ასე აჩვევენ გერმანიის მოსახლეობას გარყვნილებას. ბევრი სპეციალისტი ამას მორგში მუშაობას ადარებს _ მიცვალებულს ყოველდღე ხედავ და უკვე რეაქცია აღარ გაქვს.

მაგრამ, მორგისგან განსხვავებით, ამ სოდომისტურ გადაცემაში არავინ კვდება. ყველა ბედნიერია! აი, ეს არის ნეოლიბერალთა საზოგადოების ცხოვრების საზრისი: გააკეთე ყველაფერი, რაც მოგესურვება, ოღონდ ძალადობის გარეშე და კანონის ფარგლებში.

გერმანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჰომოსექსუალიზმი მამაკაცებში, ყველაფერთან ერთად, აცხრობს აგრესიას. მუსლიმანთა ოჯახების ახალგაზრდა მამაკაცები ბოლო ხანს ძალიან აგრესიულად იქცევიან _ ძალადობენ ქალებზე და ზოგჯერ ქუჩაში გამვლელებსაც კლავენ... ხომ შეიძლება, რომ ასეთი გადაცემებით არაბული სამყაროს წარმომადგენლები უფრო კეთილი გახდნენ? _ ვარაუდობენ გერმანელი პროპაგანდისტები. “სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს! უფრო მომთმენი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ!” _ ამბობენ ეს გიჟი პროპაგანდისტები, რომლებიც არად აგდებენ ქრისტიანულ მორალსა და სწავლებას.

81 წლის მამაკაცი პორნოფილმის ყურებისას გარდაიცვალა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ ტულუზის სექსშოფში მისული 81 წლის მამაკაცი პორნოგრაფიული ფილმის ყურებისას გულის შეტევით გარდაიცვალა, _ იუწყება ტულუზური ვებგვერდი La Depeche.

ინციდენტი მოხდა 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ბელფორტის რაიონში. მაღაზიის მენეჯერმა მედიკოსები გამოიძახა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მოხუცის გადარჩენა.

მომხდარს ადგილობრივ ფორუმზე ბევრი ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა: “თუკი არსებობს სანახაობა, რომელიც აკრძალულია მცირეწლოვანებისთვის, უნდა არსებობდეს სანახაობა, რომელიც აკრძალული იქნება ხანში შესულთათვის”, _ წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ფრანგების უმრავლესობამ ეს შემთხვევა შესაშურ სიკვდილად ჩათვალა: “ლამაზი სიკვდილია, _ დაწერა ერთ-ერთმა, _ იმაზე უკეთესი, ვიდრე მოხუცთა თავშესაფარში”.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ტაივანის დედაქალაქ ტაიბეის 74 წლის მცხოვრები გარდაიცვალა იმის გამო, რომ პროთეზი გადაეყლაპა 62 წლის მეძავთან სექსის დროს.

ჰომოსექსუალური ოლიმპიადა _ რიოს ოლიმპიადაზე გეები დათვალეს

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში სექსუალური უმცირესობის 44 წარმომადგენელი მონაწილეობს. როგორც ამბობენ, ეს რაოდენობა რეკორდულია. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე ლგბტ-თემის წარმომადგენელი მეტია, ვიდრე, მაგალითად, მონგოლეთის (42 სპორტსმენი) ოლიმპიური დელეგაციის წევრი. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის 44 წარმომადგენლიდან 11 მამაკაცია.

ლუდი შარდისგან

ბელგიელმა მეცნიერებმა შექმნეს მზის სხივების ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია სასმელ წყლად გარდაქმნას... შარდი. მათ უკვე გამოსცადეს თავიანთი გამოგონება ბელგიის ქალაქ გენტში გამართულ 10-დღიან მუსიკალურ-თეატრალურ ფესტივალზე.

ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და მეცნიერებმა შარდისგან მიიღეს ათასი ტონა წყალი, რომელსაც ახლა ბელგიური ლუდის დასამზადებლად გამოიყენებენ. ისინი შარდს ატარებენ მემბრანიან დისტილატორში, რომელიც ამონიუმის 95 პროცენტს ანადგურებს. სითხეს აგროვებენ დიდ რეზერვუარში და აცხელებენ მზის ენერგიაზე მომუშავე ბოილერის მეშვეობით. შემდეგ ადუღებული ურინა გაივლის მემბრანას და გამოიყოფა წყალი, აგრეთვე, სასარგებლო ბიოლოგიური ნივთიერებები, მაგალითად, კალიუმი, რომელსაც სასუქად იყენებენ. ბელგიელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი გამოგონება პოპულარული იქნება ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც სასმელი წყლის დეფიციტია.


წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook