ახალგორში მცხოვრები
გიორგი წიპტაური პარტია „
ჩვენი სამშობლო“-სთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სასაუბროდ „
პატრიოტ TV“-ს დაუკავშირდა, გთავაზობთ მის ინტერვიუს:
-
ბატონო გიორგი, თქვენ ხართ პარტია „ჩვენი სამშობლოს“ წევრი, რომლის ირგვლივაც ცოტა არ იყოს გაუგებარი სიტუაციაა, თებერვალში ჩატარდა ყრილობა, სადაც განხორციელდა პარტიის ცვლილებები, მაგრამ საჯარო რეესტრმა ცვლილებები არ დაარეგისტრირა, რა იყო ამის მიზეზი და მომავალში რას გეგმავთ?
- დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები 90-იანი წლებიდან დაიწყო, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და ფორმალურად გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამას მოყვა სამოქალაქო ომი, კონფლიქტი აფხაზეთსა და ცხინვალში, რაც დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ხელისუფლება, რომელსაც ირჩევდა საქართველოს მოსახლეობა, გვპირდებოდა, რომ დაალაგებდა ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან, ასახელებდნენ სხვადასხვა გზებს, საუბრობენ სხვადასხვა წინადადებებით, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ, მდგომარეობა უფროდაუფრო უარესდება ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ქართველებისთვის, ასევე ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება აფხაზებისთვის და ოსებისთვის.
მე მინდა უახლოეს წლებზე ვისაუბრო, ანუ რა ხდებოდა ზოგადად პოლიტიკური კუთხით საქართველოში. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ ეტაპზე, გვერდით ვედექით პოლიტიკურ პარტიას სახელწოდებით „ჩვენი სამშობლო“, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები ზვიად ჩიტიშვილი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან ურთიერთობის დარეგულირება. პარტიის ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ ცხინვალიდან, ახალგორიდან, გალიდან,ოცამჩირედან, სოხუმიდან და ა.შ. მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რომლებიც რატომღაც ნელნელა გაერიდა პარტიას, ამავე დროს პარტიის თავმჯდომარე უკვე 2 წელია აღარ გამოჩენილა, კომუნიკაცია მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოიფარგლებოდა პარტიის ხელმძღვანელსა და საბჭოს წევრებს, ასევე აქტივისტებს შორის.
-
რა იყო ამის მიზეზი? - მიზეზი იმისა, რომ ზვიად ჩიტიშვილი არჩევნების შემდეგ აღარ გამოჩნდა და პარტია ხელმძღვანელის გარეშე იყო, ეს თავად მისი საქმეა, მე იმაზე ვსაუბრობ, რომ პარტიის საკითხი მოსაგვარებელია. მე დამიკავშირდნენ პარტიის წევრები და მაცნობეს ზვიად ჩიტიშვილთან საუბრის შესახებ, მას უთქვავს, რომ როგორც პარტიის ხელმძღვანელი საერთოდ ჩამოშორდა საქმეს და ზოგადად პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, სხვა წევრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა პარტიის რიგგარეშე ყრილობა და თავდაპირველი იდეა, გეგმები და მიზნები განგვეხორციელებინა. აქვე მინდა განვაცხადო, რომ არცერთი პრობლემა არ გადაწყდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების გარეშე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა მოგვარდეს ამ ადამიანების უშვალო მონაწილეობით.
ამგვარად, პარტია „ჩვენი სამშობლოს“ წევრებმა გადავწყვიტეთ მოგვეწვია პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც 2018 წლის 24 თებერვალს ჩატარდა. ყრილობის ჩატარებამდე სატელეფონო საუბარი შედგა ჩემსა და ზვიად ჩიტიშვილს შორის, ვესაუბრეთ ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ ის პარტიის საქმიანობას ჩამოცილდა. საუბარი არასასიამოვნოდ დაიწყო, თუმცა საუბრის დასასრულს ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. ამის შემდეგ ყრილობა ჩატარდა, განხორციელდა ცვლილებები ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რომელიც დასარეგისტრირებლად შევიტანეთ საჯარო რეესტრში.
-
ზვიად ჩიტიშვილთან საუბრისას, აცნობეთ მას, რომ ყრილობაზე დადგებოდა საკითხი პარტიის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით?- საუბრის დასაწყისში ზვიად ჩიტიშვილი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან ის აპირებდა პარტიის გაუქმებას, მაგრამ საუბრის დასასრულს ნორმალურად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, საუბრიდან ჩანდა, რომ ის მიესალმებოდა ამ ყველაფერს და ბოლოს თქვა, რაც გინდათ გაგიკეთებიათო.
-
ისევ ყრილობის საკითხს, რომ დაუბრუნდეთ, ესეიგი ყრილობა ჩატარდა და ოქმი გადაეცით საჯარო რეესტრს პარტიაში შეტანილი ცვლილებების დასარეგისტრირებლად, შემდეგ რა მოხდა?- ნოტარიულად დამოწმებული ყრილობის ოქმი შევიტანეთ საჯარო რეესტრში, სადაც მიგვითითეს ტექნიკურ შეცდომებზე, რომელიც გამოვასწორეთ, ამის მერე ისევ აღმოაჩინეს ტექნიკური შეცდომა რეესტრში, რომელიც ასევე შევასწორეთ, თუმცა აღარ ჩაგვიბარებია დოკუმენტები საჯარო რეესტრში, რადგან ზვიად ჩიტიშვილმა საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოქალაქეთა ჯგუფს შეცდომაში შეყავს საჯარო რეესტრი, იმ კუთხით, რომ არა კონსტიტუციური გზით იყო ჩატარებული ყრილობა, მაგრამ პარტიის წესდების მიხედვით ყრილობა ჩატარდა კონსტიტუციის სრული დაცვით, რადგან ყრილობის მოწვევა შეეძლო პარტიის უხუცეს წევრს და ზუსტად ასე მოხდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრისთვის აღარ ჩაგვიბარებია ტექნიკურად გამოსწორებული დოკუმენტები დასარეგისტრირებლად, რადგან სიტყვიერად გაგვაფრთხილეს, რომ აზრი არ ექნებოდა ისევ შეტანას, რადგან ზვიად ჩიტიშვილის მიმართვის საფუძველზე დადგინდა, რომ ჩვენ უფლება არ გვქონდა კვოტები დაგვედგინა და საკითხი არის სადაო. მე მზად ვიყავი ყველაფრისთის თავი დამენებებინა, მაგრამ შემომდის წერილობითი განცხადებები პარტიის ყოფილი წევრებისგან და აქტივისტებისგან, რომ გამოვააშკარაო სინამდვილეში რა მოხდა და როგორ წარიმართება ჩვენი საქმე. ეს ხალხი ელოდება, რომ დავიწყოთ პოლიტიკაში აქტიურობა და განვახორციელოთ სტრატეგიული გეგმები, საქართველოში უამრავი პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუ პარტია „ჩვენი სამშობლოს“ მეშვეობით ვერ განვახორციელეთ გეგმები, შევქმნით სხვა პარტიას და რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლას გავაგრძელებთ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно