Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტია - დასრულდა თუ არა ლიბერალიზმი დასავლეთში?" - გიორგი ირემაძე

"დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტია - დასრულდა თუ არა ლიბერალიზმი დასავლეთში?" - გიორგი ირემაძე


დღეს დონალდ ტრამპი კვლავ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი. ნიშნავს თუ არა ეს ლიბერალური ამერიკის დასრულებას? რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ირემაძის კომენტარი.

"დღეს ბევრი ზეიმობს: ლიბერასტულ დასავლეთში დასრულდა ლიბერალიზმიო“, და ასეა ვითოომ? დავიჯეროთ? ადგილობრივი რადიკალი ოპოზიცია გაუგონარი მლიქვნელობით ეძებს ახლად არჩეულ ტრამპის მოსამსახურის ვაკანტურ ადგილს. მას კი მათთვის არ ცალია, უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი საკუთარ ქვეყანაში. ეტყობა ადგილობრივმა ლიბერალებმა არ იციან, რომ ზოგადად, ამერიკელებს აღარ აქვთ ძალა, გააგრძელონ ჟანდარმის და ჰეგემონის ფუნქცია, ანუ უპატრონოდ დატოვებენ კლინტონების კლანის გამოზდილ სოროსელ ლეკვებსა და ყოფილ სატელიტებს.

თუმცა, ევრაზიულ სივრცეში, ანუ „ბრიქს“-ის ქვეყნებში, ჯერ არ სჯერათ, რომ დასავლეთი გახდა კონსერვატიული, სანამ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები დასავლელი კონსერვატორებისგან, მათი ახალი ლიდერისგან, ახალი სტრატეგიისა და ლიბერალიზმზე უარის თქმის გადაწყვეტილებაზე. ვიმეორებ, ტრამპს ბევრი შიდა პრობლემა აქვს გადასაჭრელი, მან ჯერ ძალაუფლება უნდა მიიღოს სრულად და მერე გადავიდეს მოქმედებაზე. პრეზიდენტის პოსტს ის მხოლოდ 2025 წლის იანვრიდან დაიკავებს, შემდეგ კი ახალი კადრების დანიშვნა და სტრუქტურების დასუფთავება დაჭირდება, ასევე მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავების დასრულება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ორი თვის მერე დაიწყება.

ამიტომ, დასავლური კონსერვატიზმის იმედით ანგაჟირებულ ქართულ პოლიტიკურ ელიტას ვურჩევ, ზედმეტად ნუ გექნებათ მათი იმედი, რადგან ამერიკელი კონსერვატორები, დიახ, თანდათან გადატეხავენ სატანისტურ ლიბერალიზმს, მაგრამ არ დათმობენ კოლონიალიზმის პოლიტიკას. საქართველოსთვის კი საუკეთესო სცენარით, დიდი ალბათობით, პროდასავლური ძალები რეგიონში აღარ იქნება საჭირო, ტრამპის იზოლაციონიზმის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ის გვერდს ვერ აუვლის და აშშ-ს გავლენა ბევრ ქვეყანაში შესუსტდება, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში...

საქართველოს კი, როგორც ყოველთვის, აქვს ერთადერთი გზა სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად - ისტორიულ-საკავშირო ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, რომელიც არის რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტი.

თუ დასავლეთში გაიმარჯვებენ კონსერვატორები, რომლებიც, ვიმედოვნებ, ჭკუა ეყოფათ რომ აღარ დააფინანსონ კონფლიქტები, და თუ ომი დასრულდა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, მაშინ მსოფლიოში დაძაბულობის დონე შემცირდება, რასაც მოყვება პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის განახლების პროცესი. რეგიონში გაჩნდება ახალი სავალუტო ზონები, მაგალითად, რუბლის სავალუტო ზონა, რომელსაც შეუერთდება საქართველო და შემდეგ თანდათან რეგიონში დაიწყება აღორძინების ერა"... - გიორგი ირემაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions