Coloring Pages Reddit Video Downloader
 

აშშ სამხრეთ კავკასიაში ნიკოლ ფაშინიანის ხელით მორიგ კონფლიქტს გეგმავს?

აშშ სამხრეთ კავკასიაში ნიკოლ ფაშინიანის ხელით მორიგ კონფლიქტს გეგმავს?


მთავარი ფრაზა: „ სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით დაგეგმილი სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე, მისი მეუღლის ანა აკოფიანის ვიზიტი კიევში, მანიშნებელია იმისა, რომ ოფიციალური ერევანი სტრატეგიულ პოზიციას იცვლის, რაც სომეხი ხალხის ინტერესებში არაა...“ - პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე.

საქართველოში და არამარტო, პოლიტიკოსები და ექსპერტები, ასევე, მთელი საზოგადოება განიხილავს და საიდუმლო აღარაა ის, რომ მსოფლიოში ბოლო წლებია დაძაბული სიტუაციაა - პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით. პირდაპირი ფაქტები მიუთითებენ იმაზე, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ინგრევა უკანონო სანქციებით, კოლექტიური დასავლეთი მსოფლიო ჰეგემონის სტატუსის შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის და უკვე ბირთვულ ომზეა საუბარი. ამერიკელების მიერ შეიარაღებული და მართული კიევის ფაშისტური რეჟიმი მარცხდება. ხოლო აზიაში იქმნება NATO-სა და ევროკავშირის ალტერნატიული გაერთიანებები, როგორიცაა BRICS-სი, სადაც ათეულობით ქვეყნები წევრიანდებიან ყოველწლიურად.

ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე, აშშ და ბრიტანეთი, რომლებიც ხედავენ, რომ პოზიციებს კარგავენ და ვეღარ ინარჩუნებენ კონტროლს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ბოლო 30 წელია აკონტროლებენ, როგორც ნახევრად კოლონიებს. და ამიტომ, ისინი ცდილობენ რუსეთისა და ჩინეთის, ანუ როგორც კონკურენტი ქვეყნების გარშემო შექმნან პრობლემები, იგულისხმება ე.წ. „მართული ქაოსის“ ტექნოლოგია. უკრაინის მოვლენების პარალელურად, ამერიკელები დიდი ხანია ცდილობენ „მეორე ფრონტი“ გახსნან რუსეთის საზღვრის მახლობლად. ყველას კარგად ახსოვს კიევის ხუნტა, როგორ მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართულიყვნენ. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და ზუსტად ამიტომ, ვაშინგტონი ცდილობს „სომხეთის კარტი“ გაათამაშოს, რაზეც მიუთითებს კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული საფრთხეები, რაც დღეს სომხეთში ხდება.

ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით და აშკარაა, რომ ის წაქეზებულია ვაშინგტონიდან, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ტარდება სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები 11-დან 20 სექტემბერამდე. აღნიშნული წვრთნების პარალელურად ფაშინიანის მეუღლე, ანა აკოფიანი კიევში „ფსიქიკური ჯანმრთელობის სამიტზე“ ჩავიდა და სოცქსელში დაწერა: „დღე ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენის ვიზიტით დაიწყო.“ - რატომღაც მას აქამდე ყარაბახის ომის განმავლობაში დაღუპული ბავშვები არ გახსენებია. ასევე, არ გახსენებია კიევის რეჟიმის მხრიდან დონბასის დაბომბვისას დაღუპული ბავშვები და ამასთან დაკავშირებით არასოდეს სიტყვა არ უთქვავს ანა აკოფიანს. გასაგებია, რომ ის, ასევე როგორც მისი მეუღლე ნიკოლ ფაშინიანი აშკარად ჩართულია პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომში კოლექტიური დასავლეთის სასარგებლოდ.

აშშ სამხრეთ კავკასიაში ნიკოლ ფაშინიანის ხელით მორიგ კონფლიქტს გეგმავს?


სომხურ-ამერიკულ წვრთნებს, რომ დაუბრუნდეთ, აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე რისკ-ფაქტორი. პირველი ის, რომ აშკარაა, აშშ სომხეთში ცდილობს დაახლოებით იგივე სცენარი გაათამაშოს, რაც ვიხილეთ 2008 წელის კონფლიქტისაც, როდესაც ამერიკელებმა მათივე წაქეზებული მიხეილ სააკაშვილის ხელით შეეცადნენ საქართველო გამოეყენებინათ რუსეთის წინააღმდეგ, რასაც სააკაშვილის რეჟიმის მარცხი და ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლი მოყვა. მაშინ საქართველოსთვის კატასტროფულად დასრულდა აღნიშნული სამხედრო ავანტიურა, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში ნამდვილად არ იყო. იგივეს გეგმავს ვაშინგტონი დღეს სომხეთში სოროსის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფაშინიანის ხელით, რაც სომეხი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ასევე, გასათვალისწინებელია რეგიონში თურქეთის როლი და მისი დღევანდელი პრობლემები. მაგალითად, ეკონომიკის სფეროში, როდესაც ინფლაცია კატასტროფულად იზდება, ხოლო პრეზიდენტი რეჯიპ დაიპ ერდორანი ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად საჭირო კრედიტის წყაროს ვერ პოულობს, რასაც აშკარაა, რომ ამერიკელები გამოიყენებენ თურქეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, რადგან ერდოღანი მათ დიდიხანია არ აწყობთ, როგორც დაუმორჩილებელი ფიგურა. ასევე, არსებობს ვერსია, რომ ვაშინგტონს არ აწყობს თურქეთის გავლით სხვადასხვა ქვეყნებიდან გაზის ტრანზიტი ევროპაში, რაც ხელს შეუშლის აშშ-ს ევროპის ენერგობაზარზე მონოპოლია შეინარჩუნოს. ეს კი სერიოზული მიზეზია, იმისა, რომ ამერიკელებს თურქეთში უკრაინის მსგავსი სცენარის ამოქმედება სურთ.

აქედან გამომდინარე, სომხეთი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამხრეთ კავკასიაში მორიგი კონფლიქტის დასაწყებად. მითუმეტეს, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი ბოლომდე მოგვარებული არ არის. ამიტომ, სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ინიცირებული სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე, მისი მეუღლის ანა აკოფიანის ვიზიტი კიევში, მანიშნებელია იმისა, რომ ოფიციალური ერევანი სტრატეგიულ პოზიციას იცვლის, რაც სომეხი ხალხის ინტერესებში არაა...

სტატიის ავტორი: პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions