Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ფრიდონ ინჯია: რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით, ასი ათასამდე ხელმოწერა პრაქტიკულად, შეგროვებულია!

ფრიდონ ინჯია: რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით,  ასი ათასამდე ხელმოწერა პრაქტიკულად, შეგროვებულია!


პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტებისა“ და სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ გადაცემაში „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ. რასთან დაკავშირებითაც, ხელმოწერები მიმდინარეობს და ამ დროისთვის 70 ათასზე მეტი ხელმოწერა არსებობს.


„თავისუფალი ტრიბუნის პლატფორმით პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით საკმაოდ შთამბეჭდავი ტრიბუნა შეიქმნა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ. მიმაჩნია, რომ ხელმოწერების შეგროვება და საქართველოს მოსახლეობის პოზიცია რუსეთთან დიალოგის დაწყების თაობაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე მე- 5 წელია, რაც ვსაუბრობ ამ თემაზე და დიალოგის აუცილებლობის დასტური გახლავთ თუნდაც, ორ მეომარ ქვეყანას, უკრაინასა და რუსეთს შორის დაწყებული დიალოგი, რაც ნადმვილად დადებითი მომენტია“. - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მან გადაცემაში ხაზი გაუსვა ხელმოწერების შეგროვების პროცესის პარალელურად არსებულ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რაც ძირითადად გამოიხატება ელექტრონული ხელმოწერების ვებ გვერდის არაერთხელ გათიშვით, რომელიც ფრიდონ ინჯიას აზრით, შემთხევევითი არ უნდა იყოს, რადგან პირველ რიგში, მსგავსი პოლიტიკური ნაბიჯები არ შედის კოლექტიური დასვლეთის ინტერესებში და ამის თვალსაჩინო მაგალითია ჟენევის ფორმატი, რომლის მუშაობის შედეგი არის ნული.

„მაგალითისთვის, რამდენი წელია მიმდინარეობს აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში ჟენევის ფორმატი, მაგრამ შედეგი ნულია და რატომ? ჟენევის ფორმატის მუშაობა იგივე დიპსტეითის, თუ კოლექტიური დასავლეთის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დიდი დასაბუთება არ სჭირდება, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველომ დიალოგი აწარმოოს თავის მეზობელ ქვეყანასთან.“

ასი ათასამდე ხელმოწერა პრაქტიკულად, შეგროვებულია და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს არ აქვს ინტერნეტი, ყველას არ აქვს წვდომა ელექტრონულ საშუალებებთან. ათასობით ადამიანი მომხრეა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან და მე ვფიქრობ, რომ არა უდიდესი წნეხი დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს მოლაპარაკებები, დიდი ხნის წინ იქნებოდა დაწყებული.
მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, „ქართული ოცნების“ პარტიის დამფუძნებლის საჯარო განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი ყველაფერს გააკეთებდა მეზობელ ქვეყნებთან პრობლემური საკითხების დარეგულირების თვალსაზრისით და ბუნებრივია, მას მხედველობაში ჰქონდა პირდაპირი დიალოგის ფორმატი, თუმცა, საქართევლოში ისევ და ისევ კოლექტიური დასავლეთის საკმაოდ მძლავრი აგენტურის „წყალობით“ ეს პროცესი ვერ დაიწყო.“ - აღნიშნა მან.

ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ მსგავსი ჩარევები ქვეყნის შიდა, თუ გარე საქმეებში უნდა დასრულდეს და საქართევლოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივეს გათვალისწინებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია ხელმოწერების შეგროვება და ეს პროცესი, რომელიც მისი აზრით, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ სატელევიზიო ეთერში ასევე, ისაუბრა კოლექტიური დასავლეთის გავლენებზე საქართევლოსთან მიმართებაში, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებზე, საბანკო თუ ეკონომიკური სექტორების სრული კონტროლით და პრაქტიკულად, ქვეყნის ოკუპირებით გამოიხატებოდა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო პრაქტიკულად, 80 პროცენტით, ოკუპირებული იყო დიპსტეითისა და კოლექტიური დასავლეთის მიერ. კერძოდ, მათ ჰქონდათ სრული კონტროლი ჯარზე, ქვეყნის სამხედრო შეიარაღებაზე, მათ გადაადგილებაზე, აბსოლუტური კონტროლი საბაჟო სისტემებზე და საბანკო სექტორზე.

კონტრდაზვერვისა და დაზვერვის სამსახური მთლიანად კომპლექტდებოდა ამერიკელების მხრიდან და აღნიშნული სამსახურის საქმიანობაში არა თუ ჩარევა, არამედ ხელისუფლების წარმომადგენელს და მათ შორის, დეპუტატსაც კი, ამ შენობაში შესვლის უფლებაც არ ჰქონდა.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ქვეყნის საკადრო პოლიტიკას, რომელიც მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ იყო და ვერც ერთი მინისტრი, თუ მინისტრის მოადგილე კოლექტიური დასავლეთის თანხმობის გარეშე ვერ დაინიშნებოდა თანადმებობაზე.
ამასთან, სასამართლოს სისტემაში არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, რომელიც ირიბად მაინც ეხებოდა უარყოფით კონტექსტში ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ევროკავშირს.

იგივე შეიძლება ითქვას კანონებთან მიმართებაში. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ შეეძლო მიეღო ისეთი კანონი, რომელიც ირიბად შეეხებოდა ამერიკის, ან ევროკავშირის საწინააღმდეგო ინტერესებს.

სწორედ, სამეზობლო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მაგალითია ჟენევის ფორმატი, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, დღემდე არანაირი შედეგი არ მოუტანია. უფრო მეტიც, სწორედ კოლექტიური დასავლეთი ხელმნძღვანელობდა 2008 წლის მოვლენებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო შეიარაღება, როდის უნდა გაეხსნათ ცეცხლი, რითაც ჩვენ დაგვაკარგვინეს ტერიტორიების 20 %- ი“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გადალახა და უდიდესი წნეხის, შანტაჟისა და რამდენიმე წლიანი პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში მოახერხა და დაიბრუნა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მართვის უფლება. დღეს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა თავად აწარმოოს საკადრო პოლიტიკა, დანიშნოს სუსი-ის, პროკურატურის თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირველი პირები.

„ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა სახელმწიფო რეალურად დამოუკიდებელი გახდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაც აკვირდება ჩვენს ინიციატივას სწორი სამეზობლო პოლიტიკის წარმართვისა და პირდაპირი დიალოგის აუცილებლობის შესახებ, რადგან ეს პირველ რიგში, სწორედ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“. - აღნიშნა ფრიოდნ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია: რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით,  ასი ათასამდე ხელმოწერა პრაქტიკულად, შეგროვებულია!


რაც შეეხება საქართევლოში აკრედიტირებული ელჩების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის ფაქტებს, როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მსგავსი ფაქტები ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, დიპლომატებს 24 საათის განმავლობაში დაატოვებინებდნენ ქვეყანას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ქართული მენტალიტეტით ხელმძღვანელობენ და ქვეყანა პრაქტიკულად, „მეგობრობის ცალმხრივ რეჟიმშია“ (პრემიერ კობახიძის ციტატიდან). თუმცა, მისი აზრით, ყველაფერს აქვს საზღვარი და თავის დროზე ეს საკითხიც დარეგულირდება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩართულობას სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში.

„იგივე შუა დერეფნის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩინეთისთვის, თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიის ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ყველაფერი უახლოეს პერიოდში დაკავშირებული იქნება მთლიან სამეზობლოსთან, სადაც უდიდეს როლს ითამაშებს სწორი სამეზობლო პოლიტიკა და უნდა გითხრათ, რომ მეზობლებს არ ირჩევენ.

ჩვენს ინტერესშია გადაწყდეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბოლო მოხსენებისას მან პრიორიტეტად დაასახელა ქვეყნის ერთიანობისა და გამთლიანების საკითხი და ბუნებრივია, რომ ეს საკითხი დიალოგის გარეშე ვერ გადაწყდება. ჟენევის ფორმატი რომ არ მუშაობს ეს ცხადზე ცხადია. ვფიქრობ, საკმარისი წლები გავიდა და საკითხი ადგილიდან არ დაძრულა“. - მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

საქართველოს მართებს სიდინჯე, სიმშვიდე, გონიერება. ჩვენს ირგვლივ უზარმაზარი სახელმწიფოებია. ამიტომ, ჩვენ ყველასთან უნდა დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ყოფილ საბჭოთა კავშირში და ეს იყო ქართველი კაცის გონიერების დამსახურება.

კოლექტიური დასავლეთი არაერთხელ შეეცადა საქართველოში მოეხდინა რევოლუცია და ამ გზით შეეცვალა ხელისუფლება. დღეს, ევროპისა და ამერიკის გარკვეული ნაწილი მიხვდა, რომ საქართევლოში რევოლუცია ვერ მოხდება გამომდინარე იქედან, თუ რამდენად მყარად დგას ქვეყნის ხელისფლება და ის, რაც დღეს რუსთაველის ცენტრალურ მოედანზე ხდება არის იმ აგენტურისა და ქვეყნის მოღალატეების მცდელობა დივიდენდების სანაცვლოდ დაუმტკიცონ დასავლეთს საკუთარი შესაძლებლობები. ფაქტი კი ის არის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში პრაქტიკულად, არ არსებობს პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც რაიმე ცვლილებების უნარი გააჩნია.

გადაცემაში ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას სწორად გააზრებული ნაბიჯები, რომლის მთავარი საფუძველი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება იქნება.

დღევანდელი მოცემულობით, საქართევლოს ევროკავშირში შესვლა რეალურად, სახელმწიფო ინსტიტუტების მართვის ნაწილის გადაცემას ნიშნავს. შესაბამისად, ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს სურვილი ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გვინდა გავაძლიეროთ ქვეყნის სუვერენიტეტი და მეორეს მხრივ, უმთავრესი სახელწმიფო ინსტიტუტების მართვის უფლება გადავცეთ ევროკავშირს?! ეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

წყარო: https://tvalsazrisi.ge/pridon-indjia-rusettan-dialogi-xelmotserebi/?fbclid=IwY2xjawLXEEBleHRuA2FlbQIxMQBicmlkETF6VkdtVlZxOVM2SmRvbjJ5AR69iL6qHkhyF6ZwA7io8_DM5LiQYlGajkfXZQLP5zoAnZ4WtdwFM7RBfIQ8NQ_aem_EwRV6-RfA_b5k82RVtOtLQ
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook