Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"უკრაინიდან სააკაშვილის და მისი ზონდერების დეპორტირება იგეგმება" - ტრისტან წითელაშვილი

"უკრაინიდან სააკაშვილის და მისი ზონდერების დეპორტირება იგეგმება" - ტრისტან წითელაშვილი


სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:

"უკრაინაში ხელისუფლებამ ზონდერების დეპორტირების პროცესი დაიწყო, რომლებსაც 2014 წელს „მაიდნის“ მშვიდობიანი დემონსტრანტების მასიურ სისხლის ღვრაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და შემდგომ უკრაინაში სამოქალაქო ომის გაღვივებაში. ეს ზონდერები თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმის დროს საქართველოში სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდნენ და მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდნენ, არბევდნენ მიტინგებს, თავს ესხმოდნენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და სასტიკად უსწორდებოდნენ.

ისინი ანალოგიურ ქმედებებს ახორციელებდნენ უკრაინაშიც, დაიწყეს ბიზნესის ტერორი, თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე და მათი ლიკვიდაცია. ამავ დროულად, სააკაშვილის დავალებით ეს ზონდერები ეტაპობრივად ჩამოდიოდნენ საქართველოში და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დესტაბილიზაციის ორგანიზებას აკეთებდნენ.

ასევე, უმოკლეს ხანში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილია სააკაშვილის გარემოცვიდან ოთხი ზონდერის დეპორტირება, რომლებსაც ანალოგიურ ქმედებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში.

საერთო ჯამში უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის და მისი 50 ზონდერის ტეპორტირებას გეგმავს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. მოუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანონ იმ დაჯგუფებების გადაადგილება საქარტველოს ტერიტორიაზე, რომლებიც უკრაინიდან იქნებიან დეპორტირებული. ასევე მოიპოვონ ოპერატიული ინფორმაცია თუ რა დანაშაულებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული სააკაშვილის რეჟიმის დროს." - აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions