ერთად გადავარჩინოთ უცნობი ჯარისკაცის საფლავი!
- 07.05.2023, 19:11,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
"ვაკის პარკში" მდებარე
დიდ სამამულო ომში გამარჯვებასის სიმბოლოს "უცნობი ჯარისკაცის საფლავის" მემორიალთან დაკავშირებით "ევრაზიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი,
გულბაათ რცხილაძე ავრცელებს განცხადებას:
"ძვირფასო მეგობრებო! შეტევა საქართველოს საამაყო ისტორიაზე გრძელდება. ისტორიის ფალსიფიკატორები, პრეზიდენტად მოვლენილი ჯოჯო-ქალი და სხვა დესტრუქციული ძალები ცდილობენ, დავიწყებას მიეცეს წმინდა ადგილი - თბილისში, ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი.თავდაპირველად, თბილისის მერიის კეთილშობილური განზრახვა იყო ამ მონუმენტის კეთილმოწყობა, შადრევნის კასკადის აღდგენა, ცეცხლის ანთება, მაგრამ შესაბამისი სამუშაოები, დიდი ხანია, შეჩერებულია ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე. მაგრამ, ჩვენ ვიცით რომ მიზეზი პოლიტიკურია და გამომდინარეობს დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს საელჩოების „რეკომენდაციებიდან“.
მათი მიზანია, 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის ამოშლა ქართველი ხალხის მეხსიერებიდან, მისი ჩანაცვლება ყალბი ეროვნული მითოლოგიით, რომელიც მთლიანად ანტირუსულ ე. წ. ნარატივებზე იქნება აგებული.წინ აღვუდგეთ ამ უმსგავსობას! მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ პირვანდელი სახით აღადგინოს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც ახლა, სამარცხვინოდ, ნაგავშია მიგდებული!
მოგიწოდებთ, სოციალურ ქსელებში მასიმალურად გაავრცელოთ აქ წარმოდგენილი პლაკატი!
ერთად ვიხსნათ ჩვენი ისტორია, ერთად ვაშენოთ ღირსეული მომავალი!" - აცხადებს გულბაათ რცხილაძე.
წყარო:
https://www.facebook.com/photo?fbid=916402802734757&set=gm.3435964219984797&idorvanity=1498443897070182скачать dle 11.0фильмы бесплатно