თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა აჭარის თურქეთისთვის "ისტორიული მიწის" სახით მიერთების შესაძლებლობაზე განაცხადა, ციტატა:
„სახელმწიფო საზღვრები ყოველთვის რუკაზე ხაზები არ არის. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოძმე ერების ბედზე, იმ ადამიანების, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, ცხოვრობენ ისტორიულ თურქულ მიწებზე და სწამთ ერთი ღმერთის.
მე მჯერა, რომ თურქეთი დაბრუნდება აჭარაში, აღადგენს თავის პოზიციებს სირიაში და უზრუნველყოფს ყველა თურქი ხალხის დაცვასა და კეთილდღეობას“.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ერდოღანს სურს ე.წ. "დიდი თურანის" აღდგენა, ამიტომ ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპი შესაძლოა თურქეთის მხრიდან გადაიხედოს. ანუ აჭარასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უნდა მოემზადოს ანკარის მხრიდან ხისტ ქმედებებს და არ დაუშვას თურქული ექსპანსია საქართველოში. ამისათვის კი აუცილებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება, რომ საქართველომ მიიღოს "უსაფრთხოების ქოლგა". ცნობისთვის, 1878 წელს რუსეთის არმიამ გაანთავისუფლა და საქართველოს დაუბრუნა აჭარა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ტყვეობაში იყო.