Coloring Pages Reddit Video Downloader
 

გიორგი ირემაძე: გვსურს მივიღოთ ამომწურავი პასუხები ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით

გიორგი ირემაძე: გვსურს მივიღოთ ამომწურავი პასუხები ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით


21 ნოემბერს, საერთაშორისო "კოალიციია ანტილაბის" წევრებმა და მისმა კოორდინატორმა, აინურ კურმანოვმა, ონლაინ კონფერენცია გამართეს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და კერძოდ, ჩვენს რეგიონში სახიფათო ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობას მიეძღვნა. აღნიშნული კოალიციის წარმომადგენელი საქართველოდან, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, გიორგი ირემაძე კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. მოხსენების სრული ტექსტი:

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ამერიკული ბიოლაბორატორიები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოქმედი, ისინი ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ამაში არაერთხელ დავწრმუნდით, და მათ შორის ღია წყაროებშიც არაერთხელ გვინახავს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული ბიოლაბორატორიის, ლუგარის ცენტრის, მშენებლობა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაიწყო და ოფიციალურად 2011 წელს გაიხსნა. 2013 წელს ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ისმის კითხვა: ეს რა სახის ბიოლაბორატორიაა, ვინ დააფინანსა მისი მშენებლობა და რა მიზნით?

2020 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ე.წ. ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქსელი, რომელიც 22 ლაბორატორიისგან შედგება. ამ ლაბორატორიებიდან თორმეტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. აქედან 10 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვედანაყოფია. მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის მასშტაბით რეფერალური ცენტრია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია, როგორც ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია, ის ასევე ემსახურება სხვადასხვა საქართველოს უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს, სოფლის მეურნეობის სექტორს და მეზობელ ქვეყნებს. მისი თქმით, ლაბორატორიების ამ ქსელის სამუშაო დატვირთვის 80%-ს ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს. (წყარო). ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ცენტრი საქართველოსა და აშშ-ს შორის სამთავრობო შეთანხმებების ფარგლებში აშენდა.

გიორგი ირემაძე: გვსურს მივიღოთ ამომწურავი პასუხები ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით


ცხადია, რომ ლუგარის ცენტრი ვაშინგტონის პირდაპირი ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე ამის შესახებ ნათლად არის ნათქვამი: "რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში განთავსებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), რომელიც უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიაა. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ $150 მილიონით დააფინანსა (აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ზედამხედველობით) ცენტრს ფლობს და მართავს საქართველოს მთავრობა"
(წყარო).

ამგვარად, ამერიკელები პირდაპირ აცხადებენ, რომ ლუგარის ცენტრი აშშ-ის მთავრობის სახსრებით აშენდა, კერძოდ, 150 მილიონი დოლარით, რაც მნიშვნელოვანი თანხაა და მის მუშაობაში აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევების სარდლობაა ჩართული. ასევე, ისმის კითხვა: რა ინტერესი უნდა ქონდეს აშშ-ის სამხედრო სტრუქტურას რეგიონში ლუგარის ცენტრის სახით? ეს ბიოლოგიური იარაღის წარმოებისა და გავრცელების მიზნით ხომ არ ხდება?

ჩვენს ეჭვებს, რომ ამერიკული მხარე აგრძელებს ლუგარის ცენტრის დაფინანსებას და, შესაბამისად, პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს მის მუშაობაში, ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ 2024 წელს ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება: „ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რაზე დაიხარჯა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 95 მილიონი დოლარი“ (წყარო). ენტონი ბლინკენის განცხადებება ისე ჟღერს, თითქოს ის, როგორც უფროსი, თავის ხელქვეითებს ამ ბიოლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ითხოვს.

ამგვარად, ვხედავთ, რამდენ ფულს ხარჯავს აშშ ლუგარის ცენტრის დაფინანსებაზე. შესაძლოა, საზოგადოების გულუბრყვილო ნაწილს ჰგონია, რომ ისინი იმ ბიოლაბორატორიებს, რომლებიც თავად აშშ-შია აკრძალული და ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს, მხოლოდ კეთილშობილური მიზნებისთვის აფინანსებენ? ამ კითხვაზე პასუხის მიღება შეგვიძლია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, 2026 წლის 12 ივნისის განცხადებიდან, რომელშიც მან გამოაქვეყნა მტკიცებულებები ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული გლობალური ბიოლაბორატორიული პროგრამის შესახებ. ციტატა აღებულია სტატიიდან, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-ის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის ოფიციალურ ვებსაიტზე: „ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა, მასალებისა და დოკუმენტების თვეების განმავლობაში განხილვის შემდეგ, წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში. ესენია მათ შორის უკრაინაში არსებული ლაბორატორიები. აქამდე, ამ ლაბორატორიების არსებობისა და მათი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია განზრახ იმალებოდა ამერიკელი ხალხისგან. აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ამ ობიექტების არსებობის, ისტორიის, ადგილმდებარეობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია განზრახ იმალებოდა გავლენიანი პირების მიერ. ისინი ცრუდ აცხადებდნენ, რომ ასეთი ლაბორატორიები არ არსებობს და ყველას, ვინც საპირისპიროს ამტკიცებდა, ბრალი ედებოდა უცხო ქვეყნებისთვის მუშაობასა და ღალატში. აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ამ ბიოლაბორატორიებიდან ბევრი ატარებს კვლევას საშიში და ძლიერ გადამდები პათოგენების გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გულისხმობს სახიფათო „ფუნქციის მომატების“ კვლევას, რომელიც ტარდება პრაქტიკულად ყოველგვარი ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის გარეშე. პრეზიდენტი ტრამპი აღიარებს იმ სერიოზულ საფრთხეს, რომელსაც ამერიკელი ხალხისთვის საშიში „ფუნქციის მომატების“ კვლევა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, 2025 წლის 25 მაისს, მან გადამწყვეტი ზომები მიიღო და ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას (EO 14292), რომლის მიზანიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთი კვლევების ფედერალური დაფინანსების შეჩერება იყო. ციტატა განცხადებიდან: „საშიშ პათოგენებზე ბიოლაბორატორიული კვლევის შედეგად კატასტროფული გლობალური შედეგების აშკარა რისკის მიუხედავად, პოლიტიკოსებმა, ე.წ. ჯანდაცვის ექსპერტებმა, როგორიცაა დოქტორი ფაუჩი, და ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებმა, ამერიკელ ხალხს მოატყუეს აშშ-ს მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი ბიოლაბორატორიების არსებობის შესახებ. უფრო მეტიც, ისინი დაემუქრნენ მათ, ვინც სიმართლის გამხელას ცდილობდა. ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სამთავრობო უწყებებთან ამ ლაბორატორიების ადგილმდებარეობის დასადგენად და მათში შემავალი პათოგენების დასადგენად. ჩვენი მიზანია შევაჩეროთ საშიში ფუნქციის მომატების კვლევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკელების და მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა. მან გამოსცა ახალი დირექტივა სადაზვერვო საზოგადოებისთვის, გაზარდონ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება საზღვარგარეთ მდებარე ასეთ ლაბორატორიებსა და დაწესებულებებზე. ამ ბრძანებამ უკვე გამოავლინა ახალი ინფორმაცია ამ დაწესებულებებში ჩატარებული კლინიკური კვლევების შესახებ. დასკვნები სერიოზულ ეთიკურ, ფინანსურ და უსაფრთხოების შეშფოთებას იწვევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ სავარაუდო ინიციატივებთან და მათ გავლენასთან დაკავშირებით აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე“ - აღნიშნულია სტატიაში (წყარო)

ამგვარად, ირკვევა, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხანია აფინანსებს ლუგარის მსგავს ბიოლაბორატორიებს და ისინი ფარულ კვლევებს ატარებენ საშიში პათოგენების გამოყენებით. ხოლო ისინი, ვინც ამ საქმიანობას ამხელდნენ, ცდილობდნენ მათ დაშინებას და სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს. მსგავსი ტექნიკა ჩემს წინააღმდეგ 2018 წელს გამოიყენეს, როდესაც გადავიღე დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ლუგარის სახიფათო ლაბორატორია“(წყარო), რომლის მიზანიც იყო ამერიკული ბიოლაბორატორიის მხილება, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს, რაც თავისთავად არღვევს საერთაშორისო ნორმებს ასეთი შენობების აშენების სტანდარტებს, რომლებიც დასახლებული ადგილიდან მინიმუმ 60 კილომეტრში უნდა მდებარეობდეს. ფილმში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ლუგარის ცენტრი ზიანს აყენებს ალექსეევკას მაცხოვრებლებს, ეს არის დაბა, რომელიც ბიოლაბორატორიიდან 100 მეტრში მდებარეობს. ფილმში ალექსეევკას მაცხოვრებლები იუწყებიან, რომ ლუგარის ორი თანამშრომელი, ფილიპინელები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ერთ დილას ქუჩაში ერთ-ერთი მათგანი დაეცა, როდესაც სამსახურში მიდიოდნენ. შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და ორივე წაიყვანა. მას შემდეგ ისინი არავის უნახავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლუგარის ეს თანამშრომლები, სავარაუდოდ, რაიმე ვირუსით იყვნენ დაინფიცირებულნი და შესაბამისად, შეეძლოთ სხვების დაინფიცირება. ეს მიუთითებს, რომ ცენტრის უსაფრთხოების ზომები არაეფექტურია; იქ საშიში პათოგენებია, რომელთაგან საზოგადოება არ არის საკმარისად დაცული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ფილმში მონაწილეობდა ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება დღევანდელ კონფერენციაზე. მან ფილმში განაცხადა, რომ „ლუგარის ცენტრის დაფინანსება ხდებოდა პენტაგონისგან, ბიოლოგიური იარაღის შემუშავებისთვის“.

ჩემი ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, მას დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოყვა - საერთო ჯამში მილიონზე მეტი ნახვა - რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მეოთხედმა შეიტყო ამის შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ ბულგარელი ჟურნალისტები, მათ შორის ჩემი კოლეგები ასია ჟუანი და დილანა გაიტანჯიევა, დაინტერესდნენ ლუგარის ცენტრის საქმიანობით და გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „დიპლომატიური ვირუსი“(წყარო), რომელშიც დაფიქსირდა, როგორ გამოდის აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ლუგარის შენობიდან, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკელები პირდაპირ კავშირში არიან ამ ბიოლაბორატორიასთან.

2025 წლის ნოემბერში WikiLeaks-მა ლუგარის ცენტრის შესახებ მრავალი დოკუმენტი გამოაქვეყნა. ჩვენ ისინი გავავრცელეთ, თუმცა ყველა ფაილი ძალიან სწრაფად წაიშალა. ნათელია ვინ წაშალა ისინი და რატომ, ეს მოხდა სიმართლის დასამალად.

გიორგი ირემაძე: გვსურს მივიღოთ ამომწურავი პასუხები ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით


რა ხდება დღეს? მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ შეწყვეტდა ლუგარის მსგავსი ბიოლაბორატორიების დაფინანსებას, 17 ოქტომბერს საქართველოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაცია ეწვია (CDC)(წყარო). ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, CDC-ის დირექტორის მოადგილემ, ჯენიფერ შუფორდმა, სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში. ვიზიტის ფარგლებში, CDC-ის დელეგაციის წევრებმა ლუგარის ცენტრი მოინახულეს. პირადად მე ვვარაუდობ, რომ აშშ-ის ამ დონის ვიზიტები მიუთითებს ვაშინგტონის ინტერესზე საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიების მიმართ და რომ თანამშრომლობა გრძელდება, შესაძლოა, მათ შორის, საიდუმლო კვლევების ჩათვლით, რაზეც ტულსი გაბარდმა განაცხადა.

ისმის კითხვა: რა შედეგით დასრულდა გამოძიება 30 ქვეყანაში მოქმედ ბიოლაბორატორიებში სახიფათო კვლევების იდენტიფიცირების შესახებ, როგორც გაბარდმა აღნიშნა? გამოვლინდა თუ არა საშიში პათოგენები და დაფარული კვლევები, მათ შორის ლუგარის ცენტრში? რატომ დუმს ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში? უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ემი დიასი, ლუგარის ცენტრს ეწვია. ემი დიასის ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ლუგარის ცენტრის, უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანამშრომლებს (წყარო). ანუ, როგორც ჩანს, ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის თანამშრომლობა ამ მიმართულებით დღესაც გრძელდება.

ჩვენმა კოლეგამ, პროფესორმა თინათინ გოცაძემ, ვერ შეძლო დღევანდელ კონფერენციაზე დასწრება, ამიტომ მინდა გაგიზიაროთ მისგან მიღებული ინფორმაცია. გოცაძემ აღმოაჩინა, რომ ე.წ. „ილიაუნის“, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტად ითვლება (და ასევე, მისი ინფორმაციით, ნაწილობრივ ეს უნივერსიტეტი ფინანსდება აშშ-ს მხრიდან), მის ვებსაიტზე გამოქვეყნებული იყო სამეცნიერო ნაშრომები საეჭვო სათაურებით. როდესაც გოცაძემ უნივერსიტეტს სთხოვა ამ კვლევების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ „ილიაუნი“ ვალდებული იყო გამოექვეყნებინა ასეთი ნაშრომები, უნივერსიტეტმა უარი თქვა და ამ კვლევების შესახებ ინფორმაცია მისი ვებსაიტიდანაც გაქრა. ამის შემდეგ თინათინ გოცაძემ და მისმა კოლეგებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს ამ ნაშრომების გამოქვეყნება. ერთ წელზე მეტი გავიდა და სასამართლომ არც სხდომა დანიშნა და არც გადაწყვეტილება გამოიტანა ამ საკითხზე.

გიორგი ირემაძე: გვსურს მივიღოთ ამომწურავი პასუხები ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებითდა ბოლოს, მინდა გავიხსენო ქართველი სამხედრო ექსპერტის, ტრისტან წითელაშვილის განცხადება, რომელმაც 2023 წელს გააკეთა ამერიკული სახიფათო ბიოლაბორატორიების შესახებ. ციტატა: „ლუგარის ბიოლაბორატორია საქართველოში პენტაგონის სამხედრო სპეციალისტებმა ააშენეს. ისინი ჩვენს ტერიტორიაზე ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებენ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, უკრაინიდან (ცხადია, ამერიკელებმა) ვირუსების შემცველი კონტეინერები გადაიტანეს, რომლებიც საქართველოში გაიგზავნა“(წყარო). გამოცემა „Политнавигатор“-ზე ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ჯეფრი სილვერმანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში ბიოლაბორატორიული აღჭურვილობა და საშიში პათოგენები გადაიტანეს.
(წყარო)

ამის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში ბევრს აქვს კითხვები და ჩვენ გვსურს მივიღოთ ამომწრავი პასუხები ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ ლუგარის ცენტრის შემოწმების უფლება მისცეს საერთაშორისო კომისიას, რომელის შემადგენლობაშიც იქნებიან კომპეტენტური სპეციალისტები, ექსპერტები, მიკრობიოლოგები და ა.შ. - განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან. ეს უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და მთლიანად რეგიონში საბოლოოდ ყველამ მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოში განლაგებული ამერიკული ბიოლაბორატორიის საქმიანობის, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მათი საფრთხის დონის შესახებ და, თუ დადგინდება, რომ ეს ბიოლაბორატორია საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მაშინ, ბუნებრივია, საზოგადოება ამ ცენტრის დახურვის საკითხს დააყენებს".скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook