Coloring Pages Reddit Video Downloader
 

გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა

გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა


რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე დღის წინ დასრულადა საპარლამენტო, ანუ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები. საქართველოდან საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა დელეგაცია და ადგილზე აკვირდებოდნენ არჩევნების მიმდინარეობას. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ინტერვიუს სახით ვესაუბრეთ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ გიორგი ირემაძესთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა მოსკოვიდან.

- ბატონო გიორგი, თქვენ როგორც დამკვირვებელი იმყოფებოდით რუსეთში და აკვირდებოდით არჩევნებს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციაში გაიმართმა მეცხრე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები და მიმდინარეობდა სამი დღე 18-დან 20 სექტემბრამდე ერთიანი კენჭისყრის დღეებში. პარალელური საარჩევნო სისტემით 450 დეპუტატი აირჩიეს, აქედან 225 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში აირჩიეს, ხოლო კიდევ 225 პარტიული სიებით.

მიუხედავად კიევის ხუნტის მხრიდან მუქარისა და ერთიანი კენჭისყრის დღის ჩაშლის მცდელობებისა, ანუ უპრეცედენტო თავდასხმებისა საარჩევნო უბნებზე, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა. მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში ხდებოდა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნებზე. გარდა სტანდარტული საარჩევნო ყუთებისა, გამოყენებულ იქნა ძალიან საინტერესო, ახალი ტექნოლოგიებით ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები და ამასთან, დისტანციურადაც შესაძლებელი იყო არჩევნებში მონაწილეობა, მაგალითად, „დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის“(ДЭГ) აპლიკაციით, ანუ ონლაინ რეჟიმში. ეს ტექნოლოგია ძალიან მოხერხებულია და არსებითად ზრდის მოქალაქეების აქტოვობას.

გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა


- როგორ შეაფასებდით აღნიშნული არჩევნებს და თქვენს გარდა, კიდევ ვინ იმყოფებოდა ქართულ დელეგაციაში?

- ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე, საერთაშორისოდ მიღებული ნორმების დაცვით და როგორც ზემოთ აღვნიშნე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც პრაქტიკულად გარანტიაა, რომ საარჩევნო პროცესი დაცულია გაყალბებისგან, ან სხვა ნებისმიერი პროვოკაციისგან. ამიტომ, ვფიქრობ ასეთი ტექნოლოგიები საქართველოშიც უნდა დაინერგოს. ვაკვირდებოდით საარჩევნო უბნებს, როგორც მოსკოვში, ასევე, რეგიონებში. ყველგან ძალიან კარგად დაგვხვდნენ და გვქონდა საშვალება დეტალურად გავცნობოდით ხმის მიცემის პროცესს.

აჩევნებზე გარდა ცესკო-ს წარმომადგენლებისა, იყვნენ ადგილობრივი პატიის დამკვივებლებიც, და რათქმაუნდა საეთაშორისო დამკვირვებლები 133 ქვეყნიდან, საერთო ჯამში ათასზე მეტი დამკვირვებელი. მოსკოვში ცესკო-ს ცენტრალურ ოფისში, რეგულარულად ტარდებოდა კონფერენციები და მიმდინარეობდა არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა. რუსული მედია და, ასევე, ტელეკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ატიურად აშუქებდნენ არჩევნების პროცესს.

საქართველოდან საერთაშორისო დამკვირვებლების დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩვენი პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია, პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი, პოლიტიკური მდივანი ირაკლი უბილავა, ჟურნალისტი ზაზა დავითაია, პოლიტოლოგი ვასილ კაბანაძე და მე. ჩვენი დეგელაციის მიმართ მედიის მხრიდან დიდი ინტერესი იყო, განსაკუთრებით ბატონი მამუკა ფიფიას მიმართ, რომელსაც ქონდა საშვალება ცენტრალურ არხებზე გაეკეთებინა კომენტარები არჩევნებთან დაკავშირებით.

გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა


- თქვენ ახსენეთ, რომ საარჩევნო პროცესის დროს თავდასხმები იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე, ამასთან დაკავშირებით უფრო რომ გვითხრათ, ვისი მხრიდან ხდებოდა ეს და რატომ?

- დიახ, როგორც მოგახსენეთ უკრაინის დღევანდელი დამნაშავე რეჟიმის მხრიდან ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციის რეგიონებში საარჩევნო უბნებზე დრონებით თავდასხმა, რაც არის ტერორიზმი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კიევის ხუნტა და მისი პატრონები, ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი „ბოროტი კლოუნი“ ზელენსკის უჭერენ მხარს, ანუ ტერორიზმის მხარდამნჭერები არიან. მათი მიზანი იყო არჩევნების ჩაშლა. ამიტომ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ, კონკრეტულად გაერომ მოახდინოს ამ თავდასხმებზე რეაგირება, აღნიშნული სამხედრო დამნაშავეები გასამართლდნენ და სამაგალითოდ დაისაჯონ.

მიუხედავად კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ამ არაადამიანური იერიშებისა, რუსეთის ფედერაცია ამ დაპირისპირებიდან უკვე გამარჯვებულია. არჩევნების შედეგების მიხედვით, რუსმა ხალხმა გაიმარჯვა და ღირსეულად უპასუხა საგარეო გამოწვევებს. მოსახლეობაში მოლოდინია, რომ სახელმწიფო სათათბიროს ახალი შემადგენლობა მიიღებს ყველა საჭირო კანონს, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს ქვეყის კეთილდღეობას და მეორეს მხრივ, გააძლიერებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარმატებით განხორციელებას.

მადლობას ვუხდი ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა ფიფიას, ასევე, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს ქალბატონ ელა პამფილოვას, ვისგანაც საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩვენმა დელეგაციამ მიიღო მიწვევა აღნიშნულ არჩევნებზე.

გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა


გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა


გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა


გიორგი ირემაძე: 2026 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 59%-ს გადააჭარბა


скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook