Coloring Pages Reddit Video Downloader
 

მამუკა ფიფიას კითხვა მარია ზახაროვას "ახალი გეორგიევსკის ტრაქტატთან" დაკავშირებით

მამუკა ფიფიას კითხვა მარია ზახაროვას "ახალი გეორგიევსკის ტრაქტატთან" დაკავშირებით


ეკატერინბურგში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი 11-დან 17 სექტემბრამდე იმართება და მასში 191 ქვეყნიდან 10 000 ახალგაზრდა ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის ექსპერტი მამუკა ფიფია. ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარია ზახაროვას მამუკა ფიფიამ კითხვა დაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობებთან დაკავშირებით:

"გრძელდება ჩემი ვიზიტი ეკატერინბურგში, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ღონისძიებები. დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და პრესის დეპარტამენტის დირექტორის, ოფიციალური წარმომადგენლის — მარია ზახაროვას ბრიფინგი.

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად დამესვა მისთვის კითხვა. ასევე, რამდენიმე სიტყვით შევეხე ჩემს მიმართვას, რომელიც თელავიდან გავავრცელე საქართველოს ხელისუფლებისადმი და რომელიც გულისხმობს მოწოდებას „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის“ გაფორმების შესახებ. გარდა ამისა, ვისაუბრე იმ ახალ ბატალიონზე, რომელიც ოთარ რომანოვი ფარცხალაძემ ჩამოაყალიბა.

ამავდროულად, მარია ზახაროვას გადავეცი იმ ქართული ახალგაზრდული დელეგაციის შეკითხვები, რომელსაც მე აქ, ფორუმზე ვხელმძღვანელობ. თავის მხრივ, მარია ზახაროვამ ყველას მოუწოდა და მიიწვია რუსეთის მოსანახულებლად. მან გულწრფელი სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო და უფრო ნაკლები ბარიერი რჩება
" - განაცხადა მამუკა ფიფიამ.



წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
ასევე გთავაზობთ:
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook