საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის
გიორგი ირემაძის მორიგ სტატიას:
„
დღეს 9 მაისია, გილოცავთ დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ეს საერთო გამარჯვება იყო და მინდა საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა იმ ხალხს მივულოცო: ქართველებს, რუსებს, ბელორუსებს, ყაზახებს და ა.შ. ვინც ერთიანი ძალით, მხარდამხარ იბრძოდა საერთო მტრის წინააღმდეგ და იცავდა სამშობლოს. საქართველომ ამ ომში გამარჯვებისთვის დიდი წვლილი მიუძღვის, 224 000 ქართველმა წითელარმიელმა სხვადასხვა ორდენი მიიღო, ხოლო 164 მათგანი დიდი სამამულო ომის გმირის ორდენით დაჯილდოვდა. რათქმაუნდა გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ორმა ქართველმა: მხედართმთავარმა გენერალისუმუსმა იოსებ სტალინმა და მარშალმა ლავრენტი ბერიამ. საქართველოდან დიდ სამამულო ომში სულ 700 000 წითელარმიელი მონაწილეობდა, ნახევარმა მათგანმა თავი გაწირა სამშობლოსთვის და საერთო გამარჯვებისთვის. მათ შორის, ჩემი ორი დიდი ბაბუაა, ერთ-ერთი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა და დასაფლავებულია კრასნოდარის მხარეში ძმათა სასაფლაოზე. უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მომავალ თაობამ კარგად უნდა იცოდეს, დიახ, მათ უნდა იცოდნენ, ვინ იყო ჩვენი ისტორიული მოკავშირე და მოძმე ხალხები, და ასევე, ვინ იყო მოწინააღმდეგე. 
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიო მასშტაბით არსებობდა სერიოზული საფრთხე ფაშიზმის სახით, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს, თუმცა ასევე, დღეს, 21 საუკუნეში კვლავ არსებობს საფრთხე ნეოფაშიზმის ანუ ნეოლიბერალიზმის სახით, რომელიც ვლინდება არა მხოლოდ „ჰიბრიდული ომით“, არამედ დაპირისპირების ცხელი ფაზა უკვე რამდნიმე წელია მიმდინარეობს, ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან თავდაცვითი ხასიათის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რომლის მიზანია კიევის ნაცისტური რეჟიმის აგრესიის შეჩერება, უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. დღეს რუსეთს ევროატლანტიკურ ბლოკში შემავალი 50-ზე მეტი ქვეყანა ეომება და ეს ანგლოსაქსური აგრესიული ალიანსი უკვე მარცხდება. რუსეთი, როგორც მსოფლიოში ნომერ პირველი სამხედრო თვალსაზრისით ზესახელმწიფომ ფაქტობრივად უკვე დაამარცხა ლიბერალ-მილიტარისტული კოალიცია, ჩვენ ამ დაპირისპირების ბოლო აკორდებს ვადევნებთ თვალს. ასევე, ახლო აღმოსავლეთშიც მარცხდება აშშ, ირანმა თავდაცვით ომში, თითქმის ყველა ამერიკული ბაზა გაანადგურა რეგიონში და ქვეყანა დაიცვა აგრესიისგან.
ანუ დღეს მსოფლიო გაყოფილია ორ ნაწილად, ერთის მხრივ, მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრე ქვეყნები: რუსეთი, ჩინეთი, ირანი და მათი მოკავშირეები, და მეორეს მხრივ, ევროატლანტიკური აგრესიული ბლოკი „ნატოს“ სახლით და მათი მოკავშირეები, რომლებიც მხარს უჭერენ აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონიის შენარჩუნებას, ანუ მსოფლიოს ძარცვის გაგრძელებას დოლარის სისტემის მეშვეობით, რაც ნეოფაშიზმს ნიშნავს. 2022 წლიდან, როდესაც დაიწყო დაპირისპირების ცხელი ფაზა, საქართველოს მთავრობა აღნიშნულ დაპირისპირებაში პრაგმატულ, ანუ „მშვიდობის პოლიტიკას“ ატარებდა, ნეიტრალიტეტს იცავდა და ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან კონფლიქტში ჩართვის მოწოდებებს, რასაც დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი ახლდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან. ამ წნეხს საქართველო ღირსეულად უძლებდა და საზოგადოებაც ამ საკითხში ხელისუფლებას მხარს უჭერდა.
თუმცა, დღეს უკვე 2026 წელია და უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, ვიდრე 4 წლის წინ. აშკარაა, რომ ევროატლანტიკური ბლოკი აძლიერებს წნეხს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე და ცდილობს აიძულოს ისინი კონფლიქტში ჩართვა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვეულებრივი ომია და მხოლოდ ორი გზა არსებობს, ან ვიმარჯვებთ, ან ვმარცხდებით. როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი და გამარჯვებისთვის პირველ რიგში, საქართველოს დღევანდელ მთავრობამ უნდა აირჩიოს ვისთან არის, რომელ მხარეს ირჩევს? კი, ფორმალურად ნეიტრალიტეტის პოლიტიკა შეუძლია გაატაროს, მაგრამ რეალურად მხარე უნდა აირჩიოს, სხვაგვარად არ გამოვა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული დაპირისპირების დროს საქართველოს მთავრობა არ უჭერდა მხარს ევროატლანტიკურ ბლოკს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ღია ტექსტით წერია „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაცია, თბილისი ცდილობდა არ ჩარეულიყო კონფლიქტებში და არც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა. 2024 წლის არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაჟღერდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენი მოძმე აფხაზების და ოსების მისამართით, ბოდიშიც კი მოიხადა ხელისუფლებამ, რაც დიალოგისთვის და შერიგებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ყველა ელოდებოდა, რომ არჩევნების შემდეგ, თბილისი პირდაპირ დიალოგს დაიწყებდა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამავე წელს იქნა მიღებული მთელი რიგი კანონები უცხოური აგენტირის დაფინანსების აღსაკვეთად, ლგბტ პროპაგანდის არ დასაშვებად და ზოგადად, სუვერენიტეტის გასამყარებლად. უფრო მეტიც, საქართველოს „ეროვნულმა ბანკმა“ სავალუტო რეზერვებიდან დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გაყიდა და სანაცვლოდ, რეზერვების შესავსებად ამავე თანხის ოქრო იყიდა, რაც ერთ წელიწადში გაორმაგდა ოქროს ფასის გაორმაგებასთან ერთად.
ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო წელიწადში 300-დან 400 მილიონ დოლარამდე ყიდულობდა სავალუტო რეზერვის სახით, რაც ერთგვარი ხარკი იყო აშშ-ს სასარგებლოდ. ამ საკითხზე ხშირად მისაუბრია და აღარ დავკონკრეტდები. ხოლო „ეროვნული ბანკის“ მხრიდან დოლარის გაყიდვა და ოქროს შესყიდვა იმას ნიშნავდა, რომ თბილისი ვაშინგტონსთვის ხარკის გადახდაზე ნაწილობრივ უარს ამბობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციამ იმით უპასუხა, რომ 2009 წელს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება სტრატეგიულ მოკავშირეობასთან დაკავშირებით აშშ-მ ცალმხრივად გაუუქმა საქართველოს. ანუ ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ საქართველო თავისუფლდებოდა ლიბერალური დასავლეთის გავლენებისგან, თუმცა 2025 წელს „კონსერვატორი“ დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი კონსერვატიზმს დაუბრუნდა და ლიბერალიზმით შეშინებული „მოკავშირეების“, ანუ ვასალების დაბრუნებას შეეცდებოდა. სავარაუდოდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა, რაც კონკრეტული მოთხოვნებში გამოვლინდა, ანუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოს კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა. და მართლაც, 2025 წელს „ეროვნულმა ბანკმა“ 2,4 მილიარდი დოლარი შეიწყიდა, ანუ 5 ჯერ მეტი ხარკი გადაუხადა ვაშინგტონს, ვიდრე წინა წლებში და როგორც ვხედავთ, ფარატინა ქაღალდის, დოლარის უპრეცედენტო შესყიდვა 2026 წელსაც გრძელდება. ასევე, ქართულმა მხარემ აქტიურად დაიწყო გაეროში ანტირუსულ რეზოლუციებზე დათანხმება, ანუ გაეროში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს შეუერთდა. ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს მონაწილეობის მირება „ნატოს“ ეგიდით გამართულ სამიტებში, მათ შორის „რამშტაინის ბაზაზე“.
ხოლო აშშ-ს მხრიდან ირანზე განხორციელებული აგრესიის, ანუ ომის დაწყების შემდეგ, საქართველო პრაქტიკულად დათანხმდა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის აეროდრომები დაეთმო, რაც კონფლიქტში მონაწილეობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ამას ბუნებრივია ირანის ელჩის მხრიდან გაფრთხილებაც მოყვა. ხოლო 4 მაისს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ერევანში ირაკლი კობახიძის შეხვედრა კიევის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელთან - ზელენსკისთან, ძალიან ნეგატიურად აისახება ქართულ საგარეო პოლიტიკაზე.
ისმის კითხვა: რატომ შეიცვალა ქართული პოლიტიკური ელიტის პოზიციები, ნუთუ წნეხს ვერ გაუძლეს? საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ განაახლოს ურთიერთობა თბილისთან - მხოლოდ ამიტომ კეთდება ეს? თუ პრაგმატული ანალიზის კუთხით შევხედავთ სიტუაციას, კიდევ ერთი კითხვა ისმის: ნუთუ „ქართულ ოცნებაში“ არ ესმით, რომ დონალდ ტრამპს საკუთარი უაზრო და არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, სერიოზული პრობლემები აქვს თავად აშშ-ში, მითუმეტეს ირანში საომარი ავანტიურის შემდეგ, ტრამპი რეიტინგს კარგავს. მისი პარტიის „რესპუბლიკელების“ მნიშნველოვანი ნაწილიც მას აღარ უჭერს მხარს და ნოემბერში კონგრესისა და სენატის არჩევნებზე ორივე პალატაში დაკარგავს მხარდაჭერას, რის შემდეგაც, „დემოკრატები“ დიდი ალბათობით მის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ და დაძლევენ კიდეც.
ზოგადად კი რეგიონში აშშ პოზიციებს კარგავს, ახლო აღმოსავლეთში, როგორც აღვნიშნე, ამერიკული სამხედრო ბაზები ირანმა გაანადგურა და ვაშინგტონი არამხოლოდ ამ რეგიონიდან, ასევე, ევროპიდანაც გადის სამხედრო თვალსაზრისით, მაგალითად გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტი გაყავს. ამას კი აშშ-ს გავლენების მნიშვნელოვნად შესუსტება მოყვება. ამ საკითხებზე ქვეყანაში ყველა საუბრობს, ვისაც არ ეზარება და მთავრობაში ანალიტიკოსები ვერ ამჩნევენ ამ პოლიტიკურ პროცესებს? ჩვენი პარტიის „სოლიდარობა მშვბიდობისთვის“ პოზიციაა და ამას ვაცხადებდით ყოველთვის, რომ საქართველოსთვის გადარჩენის გზა არის მხოლოდ იმაში, რომ რუსეთთან დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, აღადგინოს სამოკავშირეო ურთიერთობები და გაწევრიანდეს „სამოკავშირეო სახელმწიფოში“, ანუ რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. პარტიის ლიდერის მამუკა ფიფიას ინიციატივით ჩვენმა პარტიამ 150 000 ხელმოწერა შეაგროვა რუსეთთან დიალოგის დაწყების მოწოდებით. თუმცა ხელისუფლება რატომღაც არ დგავს ამ ნაბიჯებს.
არა და ურთულესი ვითარებაა ქვეყნის შიგნითაც, პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური პრობლემების მხრივ. პრაქტიკულად წინასაარჩევნო დაპირებების უმრავლესობა არა თუ არ სრულდება, არამედ ყველაფერი პირიქით ხდება. არ აიკრძალა „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, როგორც დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები. არ დარეგულირდა ფასები საკვებ პროდუქტებზე, მიუხედავად მთავრობის ინიციატივისა და დაპირებისა. ქვეყნდება გაუგებაირი სტატისტიკა და მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში 9,1%-იანი ეკონომიკური ზრდა არის, მაშინ, როცა სიღარიბის მაჩვენებელი ისევ მაღალია, ხელფასები დაბალია, უმუშევრობაა, პროდუქტებზე ფასები იზრდება, საწარმოები არ შემდება და ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული. ხელისუფლება აცხადებს, ორმ საქართველო ხორბლის ისტორიული სამშობლოა, თუმცა რატომღაც დღეს ხორბლის მოყვანა ვერ ხერხდება, ასევე, ყურძნი და ვაშლიც კი უცხოეთიდან შემოდის. ეს კატასტროფაა, ქვეყანაში ელემენტარულად სოფლის მეურნეობა არაა ნორმალურად განვითარებული და ეკონომიკურ ზრდაზე გველაპარაკებით? თუ ავტომანქანების რეექსპორტს და უცხოელების მიერ სამშენებლო სექტორში აქტოვობებზე აკეთებთ აქცენტს, ანუ უცხოელების მიერ აშენებულ კორპუსებს და უცხოელებზე გაყიდულ ბინებს გულისხმობთ? ასე ითვლით „ეკონომიკურ ზრდას“? ეს ხომ საკუთარი თავის მოტყუებაა...
მე არ მინდა დღევანდელ დღეს ნეგატივზე ვისაუბრო, თუმცა საქართველოში ძალიან რთული სიტუაციაა და აუცილებელია შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს, გადაიდგას პრაგმატული ნაბიჯები და ხელისუფლება, როგორც აცხადენდა - „მშვიდობის პოლიტიკას“ დაუბრუნდეს, ანუ არ მიცეს უცხო ქვეყნებს საშვალება საქართველოს სამხედრო პლაცდარმად გამოიყენების. ასევე, მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს და მოაგვაროს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი აღნიშნულ სირთულეებსაც გადალახავს და ერთობლივი ძალებით გამოვალთ ამ პოლიტიკური ჩიხიდან. ძალა ერთობაშია!
კიდევ ერთხელ გილოცავთ 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს! ზუსტად ისე იქნება, როგორც ქართველი გენია იოსებ სტალინი ამბობდა: „Наше дело правое. Враг будет разбит. Победа будет за нами!“скачать dle 11.0фильмы бесплатно