პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ირემაძემ ტელეკომპანია "ტვ პლიუსის" ეთერში ვრცლად ისაუბრა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, კერძოდ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან პირდაპირი დიალოგი "კოლექტიურ დასავლეთის" გარეშე, ანუ "ჟენევის ფორმატი" თავიდანვე არ იყო იმედის მომცემი, რადგან იქ მონაწილეობდნენ ვაშინგტონისა დაბრიუსელის წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული, რომ საქართველომ მოაგვაროს პრობლემები აფხაზ და ოს ძმებთან, რადგან ამ შემთხვევაში საქართველო გახდება რუსეთის მოკავშირე და დასავლეთი დაკარგავს ბერკეტებს თბილისზე წნეხისთვის და ჩვენს ქვეყნას სამხედრო პლაცდარმად ვეღარ გამოიყენებს.
გიორგი ირემაძემ აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერის, მამუკა ფიფიას ინიციატივა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რომელიც პირდაპირ დიალოგს გულისხმობს რუსეთთან, ანუ დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პროცესში მონაწილეები: თბილისი, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი. და ეს არის უკვე წინა პირობა იმისა, რომ ყველა მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული დიალოგის დროს.
"ასევე, მინდა გავაკეთო კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მარია ზახაროს ბოლო განცხადებაზე საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც მას დაუსვეს კითხვა, თბილისის სწრაფვაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, და ამის ლოგიკური დასასრული რა იქნება. ადგილობრივმა მეინსტრიმულმა მედიებმა რატომღაც მისი განცხადება მუქარად აღიქვეს, ამიტომ განვმარტავ, რომ ქალბატონმა მარია ზახაროვამ მეგობრულად გაგვაფრთხილა, რომ თუ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მას მოუწევს ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან ამის გარეშე იქ არ მიიღებენ. ხოლო ამ შემთხვევაში, რუსეთს არ უნდა, მაგრამ იძულებული იქნება ქართულ სანქციებს საპასუხო სანქციებით უპასუხოს. აი ზუსტად ეს განაცხადა მან და აქ არავითარი მუქარა არაა, ეს კიდევ ვიმეორებ, მეგობრული გაფრთხილებაა" - განაცხადა გიორგი ირემაძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს "სამოკავშირეო სახელმწიფოში" რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. ამ შემთხვევაში თბილისი მიიღებს უსაფრთხოების "ქოლგას" და ეკონომიკური განვითარებაც გარანტირებული იქნება.