Coloring Pages Reddit Video Downloader
 

მამუკა ფიფია ქალაქ ბელგოროდში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა

მამუკა ფიფია ქალაქ ბელგოროდში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა


პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი და საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ქალაქ ბელგოროდში იმყოფება ჰუმანიტარული მისიით. ცნობისთვის, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, კიევის რეჟიმი რუსეთის რეგიონებში მშვიდობიან მოსახლეობაზე ახორციელებს სარაკეტო და დრონებით თავდასხმას. მათ შორის, ბელგოროდის ოლქში სამი ათასზე მეტი სამოქალაქო საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. მითუმეტეს ბოლო დროს, ბელგოროდში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, მათ შორის, თბოელექტროსადგურები და გადამცემი ცენტრალური ხაზები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგიის მხრივ პრობლემები შეექმნა.

მამუკა ფიფია ბელგოროდის მცხოვრებლებს შეხვდა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, მათ ასევე, ელექტრო გენერატორები გადასცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დროული დახმარებაა დაზარალებული ადამიანებისთვის. ასევე, მან შეხვედრა გამართა ბელგოროდის რეგიონული სათათბიროს თავმჯდომარესთან იური კლეპიკოვთან, მის მოადგილესთან და გენერალ ლეიტენანტ აპტი ალაუდინოვთან. უნდა აღინიშნოს, რომ მამუკა ფიფია, ბოლო წლებში რუსი ხალხის მხარდასაჭერად და ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ყველა იმ რეგიონში, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს არის და საჭიროებს მხარდაჭერას, მათ შორის კურსკის ოლქში და ასევე, დონბასში, რაც ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობისა და სახალხო დიპლომატიის ნათელი გამოვლინებაა.

მამუკა ფიფია ქალაქ ბელგოროდში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა


მამუკა ფიფია: „ბელგოროდში ჩემი ბოლო ვიზიტი უბრალოდ პოლიტიკურ ვიზიტზე მეტია. ეს იმ საქმის გაგრძელებაა, რომელსაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც ქართველი და როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი. ბელგოროდში ყველაზე სასიხარულო დღესასწაულის - აღდგომის - წინა დღეს ჩავედით, რათა ჩვენი ქმედებებით გვეჩვენებინა: ქართველი ხალხი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება მოძმე რუს ხალხთან ახლოს.

ამჯერად, ბელგოროდში მძლავრი გენერატორებისა და სააღდგომო საკვების პაკეტების ტვირთი ჩავიტანეთ. კითხვაზე "რატომ გენერატორები?" პასუხი მარტივი და ცხადია. მუდმივი სარაკეტო დარტყმების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ სახლებში არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის შემანარჩუნებელ აპარატებზე არიან შეერთებული. ელექტროენერგიის გარეშე ეს ადამიანები განწირულები არიან. ეს გენერატორები სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ხალხისთვის იმედის მისაცემად ჩამოვიტანეთ.


მამუკა ფიფია ქალაქ ბელგოროდში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა


ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რეგიონის ხელმძღვანელობასთან. ბელგოროდის რეგიონული სათათბიროს სპიკერ იური კლეპიკოვთან და მის პირველ მოადგილესთან ელენა ბატანოვასთან დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული მდგომარეობა. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი კოლეგები თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მისიის კოორდინაციაში ასევე მონაწილეობდა წესებისა და ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკოლაი მუხინი. ამ კოორდინირებულმა ძალისხმევამ საშუალება მოგვცა, რაც შეიძლება სწრაფად მიგვეწოდებინა ჰუმანიტარული დახმარება ადამიანებისთვის, ვისაც ჭირდებოდა ეს.

მამუკა ფიფია ქალაქ ბელგოროდში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა


განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი შეხვედრა აპტი ალაუდინოვთან. ჩვენი საუბარი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ორიენტირებული - პატივი, სიტყვის შესრულება და ის ფაქტი, რომ ნამდვილი მეგობრები გაჭირვების დროს იცნობიან. ჩვენს ხალხებს საერთო ბედი აერთიანებთ და ვერანაირი გარე ძალა ვერ დაარღვევს ამ კავშირს.




მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები იყო ბელგოროდის ჩვეულებრივ მაცხოვრებლებთან ერთად გატარებული მომენტები. სააღდგომო პასკის დარიგებისას და მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვისას, მათ თვალებში დავინახე იმის გაგება, რომ ჩვენ ერთიანი სულიერი სივრცე ვართ. ბელგოროდის მაცხოვრებლებს სიმტკიცე და, რაც მთავარია, უმოკლეს დროში დამყარებული ხანგრძლივი მშვიდობა ვუსურვე. ჩვენ არა მხოლოდ საკვები და ტექნიკა მოვიტანეთ - ჩვენ მოვიტანეთ ამბავი, რომ საქართველოს ახსოვს თავისი ფესვები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის გზა ასეთ „ჰუმანიტარულ დიპლომატიაზე“ გადის. ამ წმინდა დღეებში კიდევ ერთხელ შევახსენეთ ყველას: ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენი მომავლის გზა თანადგომაშია“.

ასევე, გთავაზობთ მამუკა ფიფიას ინტერვიუს, ბელგოროდის ოლქიდან პირდაპირ ჩართვას ტელეარხ „Соловьев лайв“-ზე:



წყარო:
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook