«ქართული ოცნების» ბედაური რომ გვეგონა, რომელიც ქართველი ხალხის ოცნების პეგასის ფრთებს გამოიბამდა და ქვეყანას აღორძინების ნატვრას აუხდენდა, კოჰაბიტაციით დამბლადაცემული სახედარი გამოდგა, რესპუბლიკელები «ნაციონალებთან» ერთად რომ გადასჯდომიან და ევროატლანტიკურ სატყუარა მწვანე ბალახის ბუტაფორიის ცხვირთან დაკიდებით ცდილობენ, ისედაც მრავალნაკორტნი საქართველო ფეოდალურ რეგიონებად დაშალონ, დააკნინონ, დააბეჩაონ და ასეთი ევროპაში შეაჯაგლაგონ, სადაც ასე მოუთმენლად ელოდებიან მონელების ორგანოებმოშლილი ბებრები ევროპულად მოჭიქული «სუდნოებით». თუ ქართველი გქვია, ესე იგი ევროპელი ხარ. ღამურობამონატრებულმა ქართველთა სირცხვილის შვილებმა კოჭლი ჭკუის ნაბოდვარი ეს კუტი აქსიომად გამოაცხეს; ლაღი, ამაყი ქართული თვითმყოფადობა წუნკალი ძაღლის ლაქუცში გაცვალეს. ხალხით გავსებულ დიდ დარბაზში გაჰყვირიან, ჩვენ ევროპელები ვართო. გაოცებული და ყბადაღებული ევროპელები კი ერთმანეთს თვალებგაფართოებულები შეჰყურებენ: ესენი ვიღას დაჰკარგვიანო?
ერთი ჭკუასუსტი დადიოდა ქალაქის ქუჩებში და ყველას უმტკიცებდა, მე აინშტაინი ვარო. გამვლელები ეთანხმებოდნენ და სწრაფად სცილდებოდნენ; მერე კი ღიმილით ამბობდნენ, აინშტერინიაო.
ევროპელობა თუ გინდა, გადაცურე შავი ზღვა და იმ აინშტაინივით ამტკიცე შენი ევროპელობა. რას ერჩი ქართულ მიწას და ქართველ ხალხს, რომელსაც აზიელობა არ ეთაკილება?! სხვათა შორის ქრისტე აზიიდან მოძღვრავდა კაცობრიობას და მისი საფლავიც აზიაშია. თუმცა ამ ღამურა ქართველებისგან გასაკვირი არ იქნება, ევროპის საზღვარი ინდოეთზე რომ გაატარონ, მაშინ საქართველოც ევროპის ცენტრში მოხვდება, თორემ აფხაზებისა და ოსების გარეშე ევროპაში რომ გარბიხართ, საქართველოს გამთლიანებაზე ხელი აიღეთ?! ან შენს ევროპელობაში ეჭვი თუ არ გეპარება, რა ყურის ბარაბნები წაიღე შენი ევროპელობის ღრიალით; ოდესმე გაგიგია, რომ ფრანგებს ან გერმანელებს მტკიცება დაეწყოთ, ჩვენ ევროპელები ვართო?
ოცნება ფხიზელი კაცის სიზმარია, დიდ მოაზროვნეს უთქვამს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სიზმარი შენს ნებაზე არ ბრუნავს და, როგორც გინდა ეცადო, ვეღარ გაიმეორებ. ოცნება კი მართვადია და, თუ ნაცარი ბლომად გაქვს, ყვარყვარესავით აჯირითე აღმა-დაღმა, ვერაფერს წამოედები, სანამ საღი აზრი არ მიმოგიფანტავს ნაცრით ნაგები ხუხულის ჭაპანწყვეტას.
ჰოდა, სანამ საღ აზრს არ ჩამოუქროლია, ჩვენც შევგრიალდებით ევროპაში მეტროში მათხოვართა კონვეიერით; თუმცა ისინი არც ზემოთ გვაკლია. ეს ღამურები რამხელა ბედნიერებას ეწევიან, გაუსაძლისი ცხოვრებით შეღონებულ ქართველებს უვიზოდ რომ გადააბარებენ ევროპას, რათა გაუწმინდონ ბებრები, ხეიბრები თუ სხვადასხვა ორგანომოშლილები. აქ კი ღვთისმშობლის წილხვედრი, სათაყვანებელი სამშობლო დარჩება უცხოელთა საჯირითოდ და სათელად. თავისუფალი ვაჭრობა გვექნება. თუმცა ჩვენ ევროპაში გასაყიდი არაფერი გვაქვს, სამაგიეროდ ევროპა შემოზიდავს ჩვენთან იმდენ ნაგავს, რომ ნაგავსაყრელი აღარ დასჭირდებათ.
უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვის დროებით შეჩერებამ ისე აღაშფოთა ამერიკა, რომ თითის ქნევას უმატა, ახლა პედერასტებისა და ყველა ჯურის სექსუალურ გარყვნილთა პარადის არ დაშვებამ გააღიზიანა და დაიმუქრა, ნატოში შესვლა საეჭვო გაგიხდებათ, თუ გარყვნილებას არ ეთაყვანებითო. ამის კადრება იმის ბრალია, რომ ღამურა ვაი ქართველებმა ნატოში შესაძრომად საპონი გააქრეს.
შენ თუ თავმოყვარეობას, სიამაყეს, შეუპოვრობასა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს ლაქიის ქლესა არსებობაზე გადაცვლი, რა გასაკვირია, რომ ისე მოგექცევიან, როგორც ეკადრება ლაქიას. შედეგად ევროპაში თეთრკანიან პაპუასებს გვიწოდებს ზოგიერთი ცივილიზებული უწიგნური.
ამგვარად ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ შერჩეულ 222 ეთნიკურ კულტურულ სახეობებს შორის კავკასიის რეგიონიდან მხოლოდ სომხები, აზერბაიჯანელები, ჩეჩნები და ინგუშები რომ შეარჩიეს და ქართველები სულაც არ გახსენებიათ, რატომ უნდა გვეწყინოს? რა გამორიცხულია, რომ ამერიკის გეოგრაფიულ საზოგადოებაში ტვინის ნაოჭების სიმცირეს განიცდიდნენ. ქვეყანა, რომელიც ბუშის წაღმა-უკუღმა განათლებამ და მაკკეინის პრეზიდენტად მოსვლის შიშმა ისე დააფრთხო, რომ თეთრკანიანს აღარ ენდნენ და მთელი თავისი არსებობის განმავლობაში შავკანიანებს ადამიანებად რომ არ თვლიდნენ, ახლა პრეზიდენტად ჰყავთ. ინდიელების გენოციდით მსოფლიო გააოგნეს და დღეს უფრთო ანგელოზობას იბრალებენ, თან კულტურული ერების შერჩევის უფლებას ითვისებენ და გამოღმა დავობენ. ამგვარად, მათი ჯეიმსთაუნის ფონდის დაკვეთით სააკაშვილის ლაქია პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარა. ერთმა ყბაღია ნაცისტმა კი ამაყად განაცხადა, რომ ახლა ჩეჩნების ჯერი დგებაო. ამგვარად უყეფეს და აღიზიანეს «ნაცებმა» რუსეთი და რა გასაკვირია, თუ მავთულხლართებს ცხვირის წინ გაგიტარებს და, წერასატანილი ჩოჩორივით ტლინკების ქნევას თუ არ მოიშლი, მარტივ მამრავლებად დაგშლის, რაც ევროატლანტიკურ მეგობრებს სულაც არ ენაღვლებათ.
ზოგიერთი ახლადგამომცხვარი მინისტრი ისე უშფოთველად ლაპარაკობს ხალხის სახელით, რომ ამ უბოდიშობის გამო სიწითლეს ვერ შეატყობ. თურმე მთელი საქართველოს ოთხმოცი პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, აცხადებს ევროინტეგრაციის თუ რაღაც ამგვარის მინისტრი პეტრიაშვილი. ეს მაჩვენებელი თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისაზე გაცილებით მაღალიაო. ეს ციფრი 2008 წლის გაყალბებული არჩევნების დროს ვირეშმაკა «ნაციონალების» მოგონილია. არადა, 180 პროცენტის თქმაც შეეძლო, რაზე დაგვიკარგა ამ არჩევნების დროს მკვდარი სულების როლი. თურმე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეგვეძლება, ამ სანატრელ ცხოვრებას რომ დაინახავენ აფხაზები და ოსები, ღობეებს სულ ლაწალუწს აუტეხენ, თქვენთან გვამყოფეთ; ჩვენ სამასდოლარიან პენსიას თქვენი 150-ლარიანი მშიერი ფუფუნება გვირჩევნიაო.
რატომ არ უნდა იყოს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთზე გამწყრალი? ამერიკელებს არც კი დაემთავრებინათ ბოლომდე სირიის აწიოკების მუქარა, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ავანტიურაში მონაწილეობის მისაღებადო, ისეთი ენთუზიაზმით გამოაცხადა, რომ, თუ არა ამერიკელთა გაცხელებულ შუბლზე რუსეთის გამაგრილებელი ზემოქმედება, ეს უკვე დამასკოში დახვდებოდა ამერიკელთა დემოკრატიის ნიღბიან შეჯირითებას.
როგორც ცხინვალიდან გააახლებენ მავთულხლართების გაბმას, საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინვე გვამცნობს, ჩვენ ევროატლანტიკურ მეგობრებს უკვე ვაცნობეთო. ისინიც ცოტათი აკრიახდებიან აქშეული ქათმებივით და უფრო მაღალ ქანდარაზე დასხდებიან. მორჩა, ღონისძიება გატარებულია, ახლა მავთულხლართები თუნდაც გორში გაუტარებიათ. გახურებული ბრძოლის დროს მოწინააღმდეგენი ერთმანეთთან პარლამენტარების საშუალებით აგვარებენ საჭირო საკითხებს. რუსეთს ებუტები და ევროპაში გარბიხარ საჩივლელად, რომელსაც შენი გამოყენება უფრო აძლევს ხელს, ვიდრე შენი პრობლემების მოსაგვარებლად თავის ატკიება, ან იქნება მაგ გაბუტვით უფრო ამყარებს დაკარგულ ტერიტორიებზე უცხოთა პრეტენზიებს.
სამაგიეროდ ავღანეთის რისხვა ჩვენი თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩაფლულ ნატოს სამხედრო მანქანას ისე ენერგიულად აწვება, რომ ამერიკელთა სერჟანტობას აუცილებლად დაიმსახურებს. არადა, ქართული ჯარი დავით ულუს დროს მონღოლების ხუსტურებზე რომ იბრძოდა, საკუთარი წარმოების ფარ-ხმალი, ჩოხა-ახალუხი და ქალამნები მაინც ჰქონდა. ახლა თანამედროვე მსოფლიო ტერორიზმთან მებრძოლებს საკუთარი მხოლოდ საზარბაზნე ხორცი აქვთ, ამერიკელთა უძღები ამბიციების ამოსაყორად.
ნატოში შესვლა კი ევროპელობამონატრებულ ღამურა ქართველთა აუხდენელ ოცნებად ქცეულა, რომელიც არც მიეცემათ და არც დაეკარგებათ. ესენი რაში სჭირდებათ ნატოში, როცა უამისოდაც ნებაყოფლობით მიდიან საკუთარი თოკით ყულფში თავის გასაყრელად.
ქალბატონი ნატოა თუ ჰერმეს _ აფროდიტა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეიქმნა. მოწინააღმდეგე აღარ არსებობს, გაღატაკდნენ იმ კავშირში მცხოვრები ხალხები; რაღას თხოულობს ეს ტყვიაწამლით დახუნძლული დედაკაცი? ახლა დემოკრატიის დამცველობას იბრალებს და ვაი იმისი ბრალი, ვისი საქციელი ან სიფათი არ მოეწონება, დემოკრატია კი არა, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს ჩაახუტებს.
სულ ახლახან ამ მიზეზით გაწეწეს ლიბია, სადაც კადაფიმ თავისი ხალხის სასიკეთოდ დაიწყო «ტაბიკების მტვრევა»: განათლება და ჯანმრთელობის დაცვა უფასო გახდა; ბენზინი წყალზე იაფი იყო; ახალდაქორწინებულებს 64 ათას დოლარს, ახალშობილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ; ბინის ქირა და ელექტროენერგიის გადასახადი გააუქმეს; უმუშევრები 750 დოლარს იღებდნენ; ბავშვების სიკვდილიანობა 9-ჯერ შემცირდა და მრავალ ამგვარ სოციალურ კეთილდღეობას ეზიარნენ. ამას მოითმენდა ნატო?! ისე გაწეწეს დემოკრატიის დაცვის საბაბით, რომ მთელი საუკუნე ვერ მოახერხებენ ნორმალურ ამოსუნთქვას.
ერაყშიც ჩააშხამეს ჰუსეინს დამოუკიდებლად გაფართხალების მცდელობა და უქციეს კიდეც ერაყელებს ყურძენი ძაღლყურძენად. ავღანეთი ხომ მსოფლიო ნარკობიზნესის ბუნაგად აქციეს. ტერორიზმთან ბრძოლას ვიღა ჩივის, იქიდან ტყავის გამოსაღწევად გაჭირვების სიმძიმით წელშიგადრეკილ საქართველოს შეატოვეს ჩასვრილი ავანტიურის ჭირისუფლობა.
დემოკრატიისთვის მებრძოლთა შემოცვეთილი ნიღბის შესწორება არც კი უცდიათ მოლასავით თავიანთ სიცრუედაჯერებულებს, ისე ენერგიულად უქნიეს თითი უკრაინის ხელისუფლებას, ევროკავშირზე თავი როგორ შეიკავეო. არადა, რა ეწყინათ? ევროკავშირში შესვლაზე დროებით თავს ვიკავებთო.
აბაშის წყალგაღმა დარჩენილი მილიციელივით აღშფოთებულმა ამერიკის პრეზიდენტმა ეკონომიკური სანქციების მუქარით სცადა უკრაინის ხელისუფლების დაშინება. საქართველოში 26 მაისს კაცობრიობის ისტორიაში მომიტინგეების არნახული სადიზმით დარბევა კანონიერად რომ ჩათვალეს, მთელი მსოფლიო შეაწრიალეს _ უკრაინაში მომიტინგეებს თმის ღერი არ შეუტოკოთო. მოკლედ, ერთხელ კიდევ თვალნათლივ დავინახეთ ევროატლანტიკური, ცალ კარში მოთამაშეთა დემოკრატია. ევროკავშირიც ჩამოჯდა კიევში და მთელი თავისი ძალისხმევა შეალია მომიტინგეთა დირიჟორობას. მათმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხში, კეტრინ ეშტონმა, არ დაიშურა ორცხობილა და მომიტინგეთათვის ცეცხლის მფრქვეველი მოწოდება. ცნობილი სენატორი მაკკეინიც წამოეშველა ევროკავშირს და რუსეთს სულ მუშტები უქნია. ეტყობა, ვიეტნამელებმა ბეჯითად უჯაჯგუნეს ბამბუკის ჯოხები, რომ ფრჩხილზე დასაბერტყადაც აღარ შერჩა საღი აზროვნება, თორე სად ერეკლე და სად მისი უკრაინის მიტინგზე როკვა! არადა, ეს რომ გასულიყო ამერიკის პრეზიდენტად, მერე გვენახა მსოფლიოს გადარევა.
არც ტაკიმასხარა მიშას დავიწყნია თავისი როლი ევროატლანტიკურ ძაღლიშვილთა ამქარში. მას საქართველოში გვარიანად გაპუტული და ქართველი ხალხის მიერ მაგრად საჯდომ ნაწიხლარი «ნაციონალებიც» მიჰყვნენ და თავიანთი გედის სიმღერით ზოგიერთ გზააბნეულ უკრაინელს დაუბალღამეს ევროკავშირიდან ნაჩუქარი ორცხობილა. იყო წყნარად რუსეთი და ღავღავებდა მთელი ევროატლანტიკური დემოკრატია. მომიტინგეების ხელისუფლებაზე მიქსევის ყველა რესურსი გახარჯეს, მათაც გაუთავდათ ნაჩუქარი ორცხობილა და ჩაცხრნენ. არა, ყოფილიყო რუსეთი, უკრაინას ლიბიის მეთოდით გაწეწვა არ ასცდებოდა, ან ევროკავშირში სულ ციმციმ შეაბრძანებდნენ. ჯერჯერობით დააღწია თავი თანამედროვე დემოკრატების ზვიგენის ყბას, რომლისგან თავის დასაღწევად საბერძნეთში დემონსტრაციები არ წყდება.
«ნაციონალებმა» კი საქართველო გადააქციეს ევროატლანტიკური გადაგვარების ლაბორატორიად, რომელშიც ქართველ ხალხზე ასე დაუსჯელად ატარებდნენ ყოველგვარ ექსპერიმენტებს. გაჭირვებისა და გაუსაძლისი ცხოვრებისგან ისე ნელ-ნელა უნდა დაბეჩავებულიყვნენ, რომ ყოველგვარ მუხთლობას ბოჩოლას კმაყოფილებით შეხვედროდნენ, მაგრამ ამ კონდიციამდე ქართველი ხალხის დაყვანა ვერ შეძლეს.
ევროპამონატრებულ ღამურა ქართველებს რაკი სურთ, შეეშვან ქართველ ხალხს, თვითონ ეზიარონ გაუკუღმართებულ სექსუალურ ორგიებს; ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებთან და ყველა ახლობლებთან სექსუალური კავშირით ისე აიმღვრიონ სისხლი, რომ მათი მსგავსი ამფიბიების საყიყინოდ გამოდგეს მხოლოდ. რანაირი დამცირებაც უნდა გკადრონ თქვენმა ევროპელმა მეგობრებმა, არ უნდა გეწყინოთ, რადგან ევროპელობას ასე თავგადაგლეჯით ითხოვთ. ევროპელობა ერთსქესიანთა ქორწინებისა და პედერასტობის მაგალითით უნდა დაამტკიცოთ; ბაყაყებიც უნდა ჭამოთ და ლოკოკინების გოგლიმოგლიც; საქართველო ფეოდალურ სამთავროებად უნდა დაყოთ, ნაწილ-ნაწილ გაყიდოთ და გააჩუქოთ; თქვენ კი, დამსახურებისამებრ, მიიღებთ ქოსმენის უზრუნველობას.
დააავადეთ და გადააშენეთ ქართველობა, რათა წინაპართა თაყვანისცემის საამაყო ტრადიციებიდან აღარაფერი დარჩეთ. ამგვარად გაგიადვილდებათ სქესობრივად გარყვნილთა აღლუმების ჩატარება. ერთსქესიანთა ქორწინების სიბინძურით ისე დასვარეთ ქართული ზნეობრივი სიწმინდეები, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი კაცობრიობის პატარა მარგალიტი ერის არსებობა ისტორიას შეატოვეთ.
განა ქართველთა გადაშენების მცდელობა არ იყო, უბედურებად მოვლენილი ამერიკელთა ლაქია სააკაშვილი გენმოდიფიცირებული სიმინდის გამრავლებას მოსახლეობაზე ზრუნვად რომ ათაღლითებდა? სიმინდის ეს ჯიში სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულებს წარმოშობს. ეტყობა, ქართველთა მფარველი ღვთაება ფხიზლად არის, მას ქართული მიწაც მიეხმარა და ეს შენიღბული საწამლავი მიშას ღალატს ბოღმად შეატოვა. ღორის გრიპით თაღლითობაც გააჩალიჩეს, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვთა ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას რომ ახდენს. მოკლედ, ენერგიულად გაისარჯნენ ფიზიკურად და ზნეობრივად ქართველთა გადასაგვარებლად, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ უფალს ქართველი ერი გაჭირვების ჟამს არასდროს მიუტოვებია.
სოფელი კი წარმავალია და დროა ავ-კარგის გამრჩევი. ვინც საჯდომზე მაღალი სკამი მოირგეს, ჰგონიათ, რომ სულ ასე იქნება, დაუსჯელობის გრძნობის ტყვეობაში თვითნებობენ, რამეთუ მოჩვენებითი ძალაუფლების მფლობელს ავიწყდება, რომ ხალხი უძლური, ბრმა და ყრუ არ არის, თორემ სახეზე გვაქვს მოუსავლეთის გზაზე დამდგარ «ნაციონალთა» წკავწკავი.
ამასობაში უმრავლეს-უმცირესობის შეხმატკბილებული ძალისხმევით გატარებული ღონისძიებების ფონზე ახალი წელიც გვეწვია.
ჯერ თელავში სტალინის ძეგლი დაანგრიეს. ახლა კანონი მიიღეს წარსული სიმბოლიკების მოთხრაზე და ამით კალიგულას კვალზე გახოხება გვამცნეს. ათასი სანტა-კლაუსი შეუსიეს ქალაქს და მიგვახვედრეს, რომ ტუტუცი მიშას მიერ ინგლისური ენის ზნედაცემულ მასწავლებელთა სასაცილო ყეინობა ახლა ამ სახით გრძელდება. არც ტელევიზია ჩამორჩათ და ინგლისურად მომღერალი გოგო-ბიჭების ღავღავით წაიღეს ყურთასმენა. აქ მათი არავის ესმის, იმდენად მდარე და სასაცილოა, რომ ინგლისში გამოსაჩენი არ არის. ღამურას წრიპინით ეგლისებიან ევროპას და ბრწყინვალე მშობლიური სიმღერები ავიწყდებათ.
თურქული სერიალების შემოსევით ხომ პირდაპირ გაგვანათლეს, რას ვიზამთ, ამით მაინც დავიმშვიდოთ მსოფლიოში საპატიო სახელის მქონე ქართული კინოსტუდიის ნოსტალგია.
როგორც გინდა გძულდეს წარსული, მას ვერაფრით შეცვლი, ვერ გააქრობ და ვერ შეალამაზებ, თუ დასვრი; ის თავისი ავ-კარგით ჩაბარდა ისტორიას. იმაზე იფიქრე, შენი დღევანდელობა როგორ ხვალინდელ დღეს გაგითენებს.
პრეზერვატივებზე და გარდასულ დღესთა სიმბოლოების მოსპობაზე მეტი საზრუნავი თუ აღარ დაგრჩათ, აფერუმ თქვენს მიღწევებს!
წარსულის სიმბოლიკას ებრძვი ჯვაროსნების ძალადობით, სადიზმით, სიძულვილით და ათასი ცოდვით დასვრილი ხუთჯვრიანი დროშით?! სტალინის ძეგლს ანადგურებ და რიყეზე წამოსკუპებულ ჰოლივუდის ტაკიმასხარა რეიგანს ელოლიავები?! გმირთა მოედანზე დარჭობილ ჰელიოგაბალის სათაყვანო ორგანოს გარს უვლი; კვერცხების, შლოპანცებისა და გაჭყლეტილი ბოთლების ძეგლებით ამაყობ?!
ხალხი მის მიერ არჩეულ «ქართული ოცნებისგან» სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეთა დამსახურებისამებრ დასჯას მოითხოვს, როგორი ძლიერი მფარველიც უნდა იმუქრებოდეს წყალგაღმიდან, ევროსაბჭოდან თუ ევროპის სახალხო პარტიიდან. ნურავინ ნუ ყოფს ცხვირს ქვეყნის საშინაო საქმეებში; ქართველი ხალხის ზნეკეთილობა სისუსტე ნუ ჰგონიათ. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც მშობელ ერს უმუხთლა! ვინც ცდილობს, დემოკრატიის დაცვის რჩევით თავისი ეგოისტური მიზნები შემოგვასაღოს, უმჯობესია, საკუთარ მამიდას მოუაროს, სექსუალურად გარყვნილთა აღლუმებზე საძებარი რომ არ გაუხდეს.
ერთ დროს განვითარებულ და ამაყ საქართველოში მთლიანადაა მოსპობილი მრეწველობა; სოფლის მეურნეობა სავალალო მდგომარეობაშია, იღუპება სოფელი; აღარ არსებობს მძლავრი მეცნიერება; სოციალური კეთილდღეობა სოციალურ უბედურებას მოუხრჩვია; დაწიოკებული ქართული მწერლობა სულს ღაფავს, მწერალი დამშეულია; მათი ნაწარმოებების გამოცემაზე არავინ ზრუნავს. თუ რომელიმემ რამდენიმე წიგნის გამოცემა მოახერხა, კერძო მეწარმის უფლებებს სთხოვენ.
ამგვარად, კუდამდე გაროკილი საქართველო ყველა მონაცემით ამართლებს ევროკავშირის წევრად მიღებას, გარდა ერთისა; სექსუალური აღვირახსნილობის, გარყვნილობის, ერთსქესიანთა ქორწინებისა და სექსუალურ მანიაკთა თარეშის უფლებას არ იძლევა ხალხი. აქ კი ღამურა ქართველების აქტიურობაა საჭირო. თავიანთ პირად მაგალითზე, საჯდომზე მიმაგრებული ბანტით და უზნეობის ქადაგებით ეცდებიან სექსუალური აღვირახსნილობის დაკანონებას, შედეგად კი ან აქ დარჩებათ გაწეწილი ტყავი, ან ევროპას შეაფარებენ თავს გაპუტული და შერცხვენილი ამქვეყნიურობით.
ფრთხილად იყავით, ბატონებო! ქართველი ხალხის მოთმინების საზღვართან როკვას შეეშვით, თორე მიშასაც ცა ქუდად მიაჩნდა და ახლა, ქუდს ვიღა ჩივის, წუნკალი ძაღლის წკუმუტუნით გაურბის ქართველი ხალხის მსახვრალი განაჩენის სუსხს. ამერიკელთა ძაღლიშვილმა შერგო თავი ამერიკაში, მაგრამ მუხთლობის ისეთი მძიმე ტვირთი ჰკიდია, რომ ქვეყნისა და ერის მოღალატეთა სიბინძურიდან მალე აყმუვლდება.
გივი სომხიშვილი,საქართველოს მეცნიერებათა აკადემია «აია»-ს ნამდვილი წევრი,
აკადემიკოსი, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი,
მწერალიскачать dle 11.0фильмы бесплатно