თბილისში აღმაშენებლის გამზირზე საპროტესტო აქცია "ქართველთა მარში" გაიმართა. მსვლელობა 24-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო და „მარჯანიშვილის“ მეტროსთან სიტყვით გამოსვლებით დასრულდა.
აქციის ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს დაიწყო "ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა".
"აქციის მოთხოვნები შემდეგია: სასწრაფო წესით იყოს მიღებული ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად, ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ
ასევე „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა აქციის მონაწილეებს გააცნო პეტიცია და მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
პ ე ტ ი ც ი ა:
„ჩვენ „ქართული მარშის“ მონაწილენი ვაპროტესტებთ უცხოელი მოქალაქეებისაგან ქართველ მოსახლეობაზე,მათ შორის არასრულწლოვნებზე ძალადობის და ქართული კულტურის ძეგლების შეურაწყოფის მომრავლებულ ფაქტებს.ვაპროტესტებთ უცხო ეროვნების წარმომადგენლების მასიური და კომპაქტური დაფუძნების ფაქტებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში,რასაც შეუძლია რამდენიმე წელიწადში ეთნიკური სურათი შეცვალოს და ქართველი საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდეს.ვაპროტესტებთ და მიგვაჩნია,რომ ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი და არალეგალების უკონტროლობაა.მოვითხოვთ ხელისუფლისაგან, მაქსიმალურად გამკაცრდეს უცხოელი მოქალაქისაგან საქართველოში ბინადრობის უფლების წესი,გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული რეგულაციები და შესაბამის საკანონმდებლო მუშაობაში ჩაერთოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფი.მოვითხოვთ შშს-მ გაამკაცროს კონტროლი არალეგალებზე და დაიწყოს უცხოელ მოქალაქეთა პერიოდული შემოწმებები ქუჩებში და იმ დაწესებულებებში,რომლებშიც ხორციელდება კრიმინალური საქმიანობა.ასევე დაუყოვნებლივ დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“,მათი სატელიტების და უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტი ეროვნული მიმართულების ორგანიზაციების აკრძალვას.მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან პეტიციის ჩაბარების ომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში გააკეთოს განცხადება,რომ დაიწყებს მუშაობას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელებისათვის ერთი თვის განმავლობაში წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული მარშის“ მონაწილენი უფლებას ვიტოვებთ გავიმეოროთ „ქართული მარში“ უფრო რადიკალური ფორმებით.“ - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.скачать dle 11.0фильмы бесплатно