"იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში" - ტრისტან წითელაშვილი
- 10.01.2018, 01:41,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
„უკრაინის ხელისუფლებამ იმ სამხედრო ფორმირებების დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც დღეს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ძალად ითვლება. ეს დეპორტაციის მეოთხე ეტაპია, რაც უკრაინის ხელისუფლებამ და ძალოვან სტრუქტურებმა მოახდინეს.
ამავ დროულად, ჩემმა კოლეგებმა მომაწოდეს უტყუარი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება საერთაშორისო დამნაშავის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში. ამის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო.ხოლო ზონდერ დაჯგუფებები, რომლებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებდნენ, მათი გარკვეული ნაწილი დავით მაყაშვილის მეთაურობით, უკვე დეპორტირებულია საქართველოში. ასევე, მამუკა მამულაშვილი, რომელიც ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს მისი მრჩევლის პოსტს იკავებდა და ამავდროულად ზონდერ ჯგუფებს მეთაურობდა, ის დღეს თავის ზონდერებთან ერთად უკრაინაში იმყოფება. მაგალითად, როგორიც არის გიგი კალანდაძე, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, რომელიც ჯარისკაცებს და ოფიცრებს აწამებდა, ასევე კალანდაძის მარჯვენა ხელი მერაბ კიკაბიძე, რომელიც არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორია, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ სწორედ ამ კრიმინალური დაჯგუფებების ხელმძღვანელები არიან დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრები. ზუსტად ეს ზონდერჯგუფების ნაწილია დეპორტირებული უკრაინიდან საქართველოში, მეორე ნაწილის დეპორტაციას მამუკა მამულაშვილის ჩათვლით უკრაინის ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს.ეს ჯგუფები საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები არიან და არსებობს ინფორმაცია, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნიათ იარაღის სამალავები, საჭიროების შემთხვევაში იმ იარაღს გამოიყენებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ და მიხეილ სააკაშვილის გეგმების განსახორციელებლად.
მოუწოდებ საქართველოს ძალოვან უწყებებს, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ ამ ზონდერ დაჯგუფებების საქართველოს ტეროტორიაზე გადაადგილება და ამავ დროულად, დაისვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი, სააკაშვილის რეჟიმის დროს დანაშაულებრივი ქმედებების საფუძველზე.“ - აცხადებს სახედრო ექსპერტი
ტრისტან წითელაშვილი.скачать dle 11.0фильмы бесплатно