Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ქართველი დეპუტატი სიმონ ნოზაძე რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს ემხრობა

ქართველი დეპუტატი სიმონ ნოზაძე რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს ემხრობა


საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ, სააგენტო “თვალსაზრისის” და “ნიუსფრონტ-საქართველოს” ჟურნალისტებთან საუბარში ყურადღება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და ამ ურთიერთობების მომავალზე გაამახვილა:

„ისტორიულად ქართულ-რუსული ურთიერთობები ხელოვნების სფეროში, კულტურაში, ძალიან მაღალი იყო და ქართველები პატივს სცემდნენ რუს ხელოვნებს, და პირიქით, რუსები ქართველების ხელოვნებას ყოველთვის აფასებდნენ. მე ასე ვფიქრობ, რომ სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ხელოვნების სფეროში თანამშრომლობა, სპორტის სფეროში თანამშრომლობა…

მაგრამ მე მაინც ხაზგასმით აღვნიშნავ: თუკი შეიქმნება სათანადო პირობები, მე გამართლებულად მიმაჩნია – დეპუტატები შეხვდნენ დეპუტატებს, პოლიტიკოსები შეხვდნენ პოლიტიკოსებს, ვაწარმოოთ დიალოგი, დავიწყოთ პირველი ნაბიჯების გადადგმა და ვნახოთ შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები. ზოგჯერ ისმის შეკითხვა: უნდა აღდგეს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თვითმიზანი არ უნდა იყოს, არამედ მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგი. თუკი ჩვენ მოვლენების განვითარებაში დავრწმუნდებით, რომ ეს ლოგიკურ შედეგამდე მიგვიყვანს დიპლომატიური ურთიეთობების აღდგენისა, რა თქმა უნდა, მერე დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, მაგრამ ჯერ რაიმე პირობების გარეშე, ერთმანეთთან დიალოგის წარმოებაც შეიძლება“
– აღნიშნა სიმონ ნოზაძემ

Sourse

ასევე, სააგენტომ “თვალსაზრისი” საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრს მიმართა ფაშიზმთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ასევე დავინტერესდით მათი აზრით, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან. პარლამენტარებს ოთხი კონკრეტული შეკითხვა დავუსვით:

1)1945 წელს ფაშიზმზე გამარჯვებაში მთავარი წვლილი მიუძღვის თუ არა საბჭოთა კავშირს? მათ შორის, საქართველოს, რომელმაც 700 ათასი კაცი გაგზავნა ფრონტზე?

2)უნდა ისწავლებოდეს თუ არა საქართველოს სკოლებში დიდი სამამულო ომის ისტორია უფრო დაწვრილებით და ობიექტურად?

3)მხარს დაუჭერთ თუ არა, რომ მეზობელ რუსეთთან, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, იყოს ინტენსიური კულტურული ურთიერთობები?

4)რუსეთიდან თუკი ჩამოვლენ საკონცერტო ანსამბლები, თეატრები სპექტაკლებით – უნდა ჰქონდეთ მათ თუ არა უსაფრთხოების გარანტიები?

გთავაზობთ მათ პასუხებს – იხ. ვიდეო:

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions