Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.


შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" - ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში დეპოზიტართა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება.

წარმოგიდგენთ ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებას:

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

✔ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
✔ ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია

იურიდიული პირების შემთხვევაში:

✔ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
✔ უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
✔ ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია


უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა.

წყარო: nbg.gov.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions