პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ირემაძე განცხადებას ავრცელებს:"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კარგად დაგვანახა რამდენად სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში, რამდენი ადამიანია მავნე პროპაგანდით ტვინგამორეცხილი, რუსოფიბი და რაც უფრო ცუდია, მათი არაადეკვატურობა და აგრესია ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო პროცესებში შეიძლება გადაიზარდოს. ამის უკან რა გასაკვირია და ლიბერალური კოლექტიური დასავლეთი, ამ ქვყენების ელჩები და მათ მიერ დაქირავებული ბრბოა, ვინც არც სამშობლო იციან და არც მორალი აქვთ, მათი სამშობლოც და მორალიც ფულია, ანუ სულ გაყიდულთა მასაა!
მაგრამ საქართველში ვერც 20 საუკუნოვანი ჭირ-ვარამი, მუდმივი მტრები და ვერც დღევანდელი მანქურთები ვერაფერს გახდებიან, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და ამასაც გადავიტანთ! როგორც წინა საუკუნეებში არაერთხელ გვქონია უმძიმესი ვითარება ყველა მიმართულებით, ასევე, დღესაც ასეა და ისტორიული არჩევნის წინაშე ვართ, თუ ამ მომენტს არ გამოვიყენებთ, თუ ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ, ძალიან მძიმე ვითარება იქნება!
ამიტომ, საქართველოსთვის დღეს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს, სხვა ვერცერთი ქვეყანა ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება, გარდა რუსეთისა. და უსაფრთხოებას, რომ უპირველესი მნიშვნელობა აქვს ამაზე არავინ დაობს. ვერც ეკონომიკური ზრდა, ვერც ინვესტიცია, სხვა რამ გამოსავალი ვერ იქნება, თუ ქვეყნის საზღვარი და შიდა უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არაა, მითუმეტეს რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, როდესაც ყოველ დღიურად უარესდება სიტუაცია და ახალ ახალი პრობლემები ჩნდება.
საქართველოში დღეს ერთადერთი ჩვენი პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, ვინც რუსეთთან დიალოგისა და სამოკავშირეო ურთიერთობების ინიციატივით გამოდის. ადრე სხვა პარტიებიც იყვნენ, დაახლოებით მსგავსი ლოზუნგები ქონდათ, მაგრამ არც ერთი აღარაა, რადგან არაადამიანური წინააღმდეგობა დახვდათ უცხო აგენტურისა და ადგილობრივი სასარგებლო იდიოტების სახით, ვინც სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა და ამ პარტიებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
დღესაც იგივე სიტუაციაა, ჩვენმა პარტიამ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადალახა, ზოგი ღიად გვებრძვის, ზოგი ფარულად, ვისაც ენდობი ის გღალატობს და ა.შ. ჩვენ ხშირად დიდი რისკის ფასად ვაკეთებთ იმას, რასაც სხვები ვერც კი ბედავენ. შესაძლოა დღეს ბევრი რამ ვერ ვთქვა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ბევრი კი ხალხმა ისედაც იცის. რეგიონული დაპირისპირების, ანუ რუსეთის მხრიდან დასავლეთის აგრესიის შესაჩერებლად სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი პარტიის წევრები არაერთხელ ვიმყოფებოდით დონბასში, რომ რუსი ხალხისთვის გვეთქვა, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდით არის ამ რთულ, ისტორიულ, გადამწყვეტ მომენტში.
ჩვენი პარტიის რიგებში არიან ადამიანები, ვინც 30 წელზე მეტია ძალიან ბევრს აკეთებს ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის. ჩვენ უმოკლეს პერიოდში ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის პირობებში, ამ ვითარებიდან გამომდინარე პრობლემები აგვერიდებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის და რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი ქართველისთვის. ამ ყველაფერს აქ, მეინსტრიმული მედია რათქმაუნდა არ აშუქებს, დასავლეთის ქვეყნების ელჩების მიერ დაქირავებული „ენჯეოები“ და რუსოფობი „ბოევიკები“ ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეგვიშალონ, ყველა მხრიდან გვიტევენ, და აღარ ჩამოვთვლი იმ სირთულეებს და პრობლემებს, რასაც ჩვენი საქმიანობის გამო ყოველდღიურად გვიქმნიან.
მტრისგან არაა გასაკვირი ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ჩვენი ზოგიერთი თანამოაზრე, ანუ ისინი, ვინც ასე თვლის საკუთარ თავს და პოზიციონირებს, რომ მხარს უჭერდა ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას, რუსეთთან მეგობრობას და თანადგომას გვიცხადებდა ჩვენს ინიცივებში. თუმცა, ბოლო დროს ეს ადამიანები რატომღაც ჩვენ გვიპირისპირდებიან. არ მინდა კონკრეტული პირები დავასახელო და ამით კიდევ უფრო გავაუარესო ვითარება, ეს არაა ჩემი მიზანი, მე ყველას მინდა მშვიდობა ვუსურვო. უბრალოდ მინდა საზოგადოებას დავანხო არსებული ვითარება და ერთად ვეძებოთ გამოსავალი.
ბოლომდე ვერ ვხვდები ამ გაუგებრობის მიზეზი რაშია, რატო გვებრძიან იმ ადამიანების მცირე, მაგრამ მაინც საგულისხმო ნაწილი, ვინც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. გასაგებია ფსიქოლოგიური მომენტები, ვგულისხმობ იმას, რომ დღეს არავინ იცის რეგიონში არსებული კონფლიქტები რით დასრულდება და ამიტომ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილში დაძაბულობას ვერ უძლებს, ანუ აშკარად ბევრს ვატყობ, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვთ, რას ლაპარაკობენ და რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ, ეტყობათ, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ. ან რა შედეგები მოყვება მათ არაადეკვატურ ქმედებას, რამდენად დააზიანებს საერთო საქმეს მათი ერთი გაუაზრებელი განცხადებაც კი, და რამდენად ცუდად იმოქმედებს საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც ისედაც გაუგებრობაშია, რადგან არ იცის სადაა სიმართლე, ვის ენდოს. რადგან არსებული ლიბერალური საინფორმაციო ვაკუუმი ზღუდავს ობიექტურ ინფორმაციას.
კონკრეტიკაზე გადავალ და ვიტყვი, რომ ვინც ჩვენს საქმიანობას ადევნებს თვალს, იცის, რომ ჩვენი პარტიის ლიდერი, ბატონი მამუკა ფიფია ძალიან აქტიურად მუშაობს რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით, რაც გამოიხატება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია, ორი ქვეყნისათვის აუცილებელი საკითხების განხილვაში და გამოსავლის ძიებაში. კიდევ ვიმეორებ, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში მსგავს კომუნიკაციებს ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ძალიან ბევრი საკითხის გადაწყვეტილა.
ალბათ ზუსტად ამიტომ, მამუკა ფიფიას საქმიანობაა მიუღებელი ზემოთ აღნიშნული ელჩებისა და მათი აგენტურისთვის. და როცა კოლექტიურ დასავლეთს ძალიან ცუდად აქვს საქმე,როგორც უკრაინის ფრონტზე, ისე ახლო აღმოსავლეთში, ისინი განსაკუთრებით აგრესიულები არიან, მათ შორის საქართველოშიც. ის, რომ მათი მიზანია ჩვენი ქვეყნის კონფლიქტში ჩართვა, ეს უკვე ყველასთვის ცხადია. ჩვენ კი, ვინც რუსეთთან მოკავშირების ინიციატივით გამოდის, კოლექტიური დასავლეთი მტრად აღიქვავს. ამიტომ, ბოლო დროს მამუკა ფიფიას წინააღმდეგ ყველა მხრიდან ხდება საინფორმაციო შეტევა და მუქარებიც კი ისმის რუსოფობი „ბოევიკებიდან“ დაწყებული ადგილობრივი „აკაცუკებით“ და მანქურთებით დასრულებული. სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში, ზუსტად ამ დროს, როცა ყველა გვიტევს, ის ვითომდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ჩართული ხალხიც რატომღაც ზუსტად ჩვენ გვიტევს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან მოკავშირეობას ცდილობდნენ.
არა და, დღეისათვის ვისაც რუსეთის ხელისუფლებაში უმაღლეს დონეზე აქვს კომუნიკაცია, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სულ რამდენიმე ადამიანია ასეთი, და ვიმეორებ, ერთ-ერთი მამუკა ფიფიაა, ანუ მას აქვს მოსკოვში მხარდაჭერა და პატივს სცემენ, ენდობიან და ჯერათ, რომ მოვა დრო და მისი მუშაობით ქართული პოლიტიკური ელიტა გადადგავს კონკრეტულ ნაბიჟებს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მისი და ზოგადად ჩვენი პარტიის მცდლეობა, როგორმე ხელისუფლების პოზიცია შეიცვალოს სწორი მიმართულებით და დაიწყოს დიალოგი ჩვენს მეზობელთან, ეს ვიღაცეებისთვის რატომღაც მიუღებელია. ამიტომ, ისინი ვინც მამუკა ფიფიას უტევს, შესაბამისად საერთო საქმეს ხელს უშლის, ხომ ასეა?
ყველაზე ცუდი ისაა, რომ აღნიშნული არაადეკვატური და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანების ნებლით თუ უნებლიედ, თუ პირდაპირი მტრობით, გამოდის, რომ ჩვენს წინააღმდეგ განაწყობენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც წლებია ჩვენ მხარს გვიჭერს და ზუსტად მათგან გვაქვს ლეგიტიმაცია ჩვენი საქმიანობისა. ზუსტად ამის წართმევას ცდილობენ არაკეთილმოსურეები. მათ არ უნდათ, რომ ჩვენ ხალხის მხარდაჭერა გვქონდეს, ანუ ისინი ცდილობენ ჩვენი პარტიის საქმიანობა გაანულონ!
აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენს მხარდამჭერებს და ქართული საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს და მოაზროვნე ადამიანებს მივმართო: იმედი გვაქვს, რომ ყველა სწორად გაანალიზებს არსებულ ვითარებას, ლოგიკიდან გამომდინარე განსაზღვრეთ რა გაუკეთებია და რას აკეთებს ჩვენი პარტია, რამდენად მნიშვნელობანია ქვეყნისთვის ჩვენი საქმიანობა და დაინახავთ, რომ ჩვენ გულწრფელად ვემსახურებით ქართველ ხალხს ინტერესებს. ხოლო ისინი, ვინც ცდილობენ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ არ მოქმედებენ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, არ არიან კონსტრუქციულები და არ უნდათ თანამშრომლობა საერთო საქმისთვის. კარგად დააკვირდით, რა განცხადებებს აკეთებენ, არა ჩვენი პარტიის მიმართ, არამედ რუსეთის მიმართ, რამდენად არაკორექტულები არიან და რამდენ არასწორ, აბსურდულ განცხადებებს გაიგებთ მათგან, როგორც არაადეკვატური და არაკომპეტენტური „ჟურნალისტებისა“ თუ „ექსპერტებისგან“.
ასეთია ზოგადი სურათი, ასევე, კონკრეტულად მინდა ნიკოლოზ მჟავანაძეს მივმართო, რომელიც ბოლო თვეებია მამუკა ფიფიას პირდაპირ თუ ირიბად მოიხსენიებს ნეგატიურ კონტექსტში და გაუგებარი ბრალდებებიც ისმის მისი მხრიდან. თუ თვლი, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმართულებით მუშაობ, მამუკა ფიფიას კრიტიკის ნაცვლად საქმე აკეთე. მაგალითად, გააკეთე ის, რასაც ჩვენი პარტიის ლიდერები აკეთებენ, ჰუმანიტარულ მისიებში მიიღე მონაწილეობა, ჟურნალისტი თუ ხარ ჩაწერე ინტერვიუების ციკლი ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე, შეხვედრები გამართე რუსეთის ხელისუფლების წევრებთან და ა.შ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ხელის გულზეა, ყველაფერი ქვეყნდება ღია წყაროებში და ხალხმა იცის რასაც ვაკეთებთ, ჩვენს ინიციატივებს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა აქვს და დოკუმენტებზე პრეზიდენტის ხელმოწერებია. შენც აკეთე საქმე და შეწყვიტე დაპირისპირება.
რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, დიდი ალბათობით, რეგიონში კონფლიქტები მალე დასრულდება, რადგან კოლექტიურ დასავლეთს ომის გაგრელება აღარ შეუძლია, ამის რესურსი აღარ აქვთ. ამიტომ, წლის ბოლომდე ძალიან ბევრი რამ გაირკვევა საქართველოშიც. ისინი კი ვინც დღეს პანიკაში არიან, ვინც საკუთარი მოძმის წინააღმდეგ, მათ შორის ვგულისხმობ ქართველი ქართველის წინააღმდეგ გამოდის და ფულის თუ სხვა პირადი ინტერესების გამო აზიანების ქვეყნის ინტერესებს, მათი საქმიანობა აუცილებლად გამოაშკარავდება. ამიტომ, ყველას ვურჩევ გონს მოვიდეს, კარგად დაფიქრდეს, გულში ჩაიხედოს, საკუთარი ამბიციები მოთოკოს და ქართველ ხალხს ემსახუროს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно