Coloring Pages Reddit Video Downloader
 

არ დაუშვათ ჯარის ქართული პროდუქციით მომარაგების ჩანაცვლება იმპორტული პროდუქციით

არ დაუშვათ ჯარის ქართული პროდუქციით მომარაგების ჩანაცვლება იმპორტული პროდუქციით


“თავდაცვის სამინისტროს ქმედება მიმართულია სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ, ხელს უწყობს ქვეყნიდან დიდი თანხების გადინებას და წინააღმდეგობაში მოდის სასურსათო ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან” – საზოგადოების კონკრეტული ჯგუფი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც აპირებს ქართულ ჯარში ქართული წარმოების საქონლის ხორცის მომარაგება უკრაინულით ჩაანაცვლოს. შესაბამისად, 2015 წელს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მიერ დაწყებული პოლიტიკა, რომელიც ჯარის ქართულ პროდუქციაზე გადაყვანას გულისხმობდა, მთავრდება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ, ხელს უწყობს ქვეყნიდან დიდი თანხების გადინებას და წინააღმდეგობაში მოდის სასურსათო ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან.

გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები და არ დაუშვათ ქართული ჯარის ქართული პროდუქციით მომარაგების ჩანაცვლება იმპორტული პროდუქციით.


პატივისცემით:

ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)

დიმიტრი ლორთქიფანიძე (დემოკრატიული მოძრაობა)

როინ მიგრიაული (სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი)

ირაკლი მეძმარიაშვილი (საზოგადოება თბილისელის თავმჯდომარე)

გურამ ქართველიშვილი (მწერალი)

ნუკრი მჭედლიშვილი (ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი)

ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)

ვასილ პაპავა (ექსპერტი აღმოსავლეთის საკითხებში)

მერაბ ურუშაძე (პროფესორი)

კახა ჭიჭინაძე (ბიზნესმენი)

ზაზა დავითაია (უფლებადამცველი, ჟურნალისტი)

მერაბ შათირიშვილი (მწერალი)

ნიკოლოზ დარსაველიძე (ბიზნესმენი)“- აღნიშნულია მიმართვაში.




წყარო: gmtv.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions