ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი და საზოგადო მოღვაწე,
„გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის“ ხელმძღვანელი
ალექსანდრე ჭაჭია განცხადებას აქვეყნებს:
,,აშშ-ის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 4 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მსოფლიო რესურსების 40 პროცენტს მოიხმარს. ერთი ამერიკელი 10-ჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე დედამიწის საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი, ევროპელების ჩათვლით. თვითონ აშშ მოხმარებული პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილს აწარმოებს. ძირითადი მოხმარება დანარჩენი მსოფლიოს ექსპლუატაციის, უფრო სწორად, ძარცვის ხარჯზე ხორციელდება.
ამ მიზნისთვის არსებობს დოლარი, როგორც მსოფლიო ვალუტა, რომელზეც ქვეყნების უმრავლესობის ვალუტებია მიბმული. რატომ სძულთ ასე ძალიან ამერიკელებს სტალინი? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა სტალინის მმართველობის პერიოდში უარი თქვა რუბლის დოლართან მიბმაზე და უარი თქვა საგარეო-სავაჭრო ოპერაციებში მის გამოყენებაზე. სტალინმა ამ მიზნისთვის ოქროს რუბლი შემოიღო, რომელიც რეალური ოქროთი იყო უზრუნველყოფილი. ზუსტად იმის გამო შეიძულა ამერიკულმა მმართველმა კლასმა სტალინი, რომ სტალინმა მათ მთავარ იარაღს _ დოლარს სსრკ-ის რესურსებისკენ გზა გადაუკეტა. პირველი, რაც გააკეთეს «რეფორმატორებმა» სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ვალუტა მიაბეს დოლარს. აშშ, როგორც მსოფლიო ვალუტის ემისიური ცენტრი, ბეჭდავს დოლარებს და მათ სანაცვლოდ მსოფლიო რესურსებს თავის სასარგებლოდ ქაჩავს. მთლიანობაში დაბეჭდილია კატასტროფული თანხა _ 1 კვადრილიონ 420 ტრილიონი დოლარი; ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი!
იმისთვის, რომ გავიგოთ, რას წარმოადგენს ეს დოლარი, შარლ დე გოლთან დაკავშირებულ კლასიკურ ისტორიას მოვიყვან. იგი პროფესიონალი სამხედრო იყო და ეკონომიკაში ცუდად ერკვეოდა, მაგრამ საფრანგეთის პატრიოტი იყო და, როცა პრეზიდენტი გახდა, ყურადღება მიაქცია იმას, რომ დოლარი ქვეყანაში პარალელურ ვალუტას წარმოადგენდა, რომლითაც ყიდულობდნენ და გაჰქონდათ როგორც რესურსები, ისე მხატვრული ღირებულებები. იგი დაინტერესდა ამ საკითხით და ამ ფინანსური ოპერაციების ბუნების შესახებ ერთ ძველ ფინანსისტს ჰკითხა. ფინანსისტის პასუხი ასეთი იყო: წარმოიდგინეთ, რომ საფრანგეთი ყიდის და ვინჩის «მონა ლიზას»; რუსი მის სანაცვლოდ გვთავაზობს 100 ათას რუბლს, რომლის უკანაც დგას ოქრო, ალმასები, ნავთობი; ჩინელი გვთავაზობს 100 ათას იუანს, რომლის უკანაცაა აბრეშუმი, ოქრო, მადანი; ხოლო ამერიკელი გვაძლევს 200 ათას დოლარს და მიაქვს სურათი. «და ფოკუსი რაშია?» _ იკითხა პრეზიდენტმა. ფოკუსი კი იმაშია, _ უპასუხა ფინანსისტმა, _ რომ ამ 200 ათასის ფასი იმ ქაღალდისა და საღებავების ტოლია, რომლებიც მის დაბეჭდვაში დაიხარჯა. ერთი 100-დოლარიანი კუპიურა აშშ-ს 0,3 ცენტი უჯდება. ამის შემდეგ დე გოლმა მოუწოდა ფრანგებს, გამოეჩინათ პატრიოტიზმი, მხარი დაეჭირათ ეროვნული ვალუტისთვის და მათ ხელთ არსებული დოლარები ფრანკებზე გადაეცვალათ.
შეგროვებული დოლარები მან აშშ-ში გადააგზავნა და თავისი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას მოითხოვა, გადაეცვალათ ოქროზე, რომლითაც ისინი უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამერიკელები, სკანდალისთვის თავი რომ აერიდებინათ, დათანხმდნენ, მაგრამ ამის შემდეგ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საზღვრებს გარეთ ბრუნვაში არსებული დოლარის კუპიურების ოქროთი უზრუნველყოფა არ მოხდებოდა, ანუ ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ ეს მხოლოდ მწვანე ქაღალდებია მასონური სიმბოლიკით.მაგრამ იმისთვის, რომ მსოფლიოს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ეს ქაღალდები, როგორც ვალუტა და მათ სანაცვლოდ ეროვნული სიმდიდრეები გასცენ, საჭიროა დამაჯერებელი არგუმენტი – სამხედრო ძალა. ამიტომაც აქვს აშშ-ს მსოფლიოს ყველა კუთხეში 136 სამხედრო ბაზა.
ბოლო ათწლეულში სიტუაცია შეიცვალა. პირველ რიგში, ცუდად თუ კარგად, ევრო ჯერ კიდევ მუშაობს, ჩინელები ოქროს იუანის შემოღებას აპირებენ, არაბები ოქროს დინარის შემოღებაზე საუბრობენ, რუსეთი საგარეო სავაჭრო ოპერაციების რუბლზე გადაყვანას იწყებს. მეორეც, რიგი ქვეყნებისა უარს ამბობს ამერიკისთვის სანედლეულო დანამატის როლზე, თავისი რესურსების საკუთარი სახელმწიფოს განვითარებისთვის გამოყენება სურთ. რა ქნან ამერიკელებმა? უნდა გამოიყენონ სამხედრო ძალა. მათ ერაყი დაბომბეს და ოკუპაცია მოახდინეს, რომლის დროსაც მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს, დაბომბეს ლიბია _ მოსახლეობის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყანა. ერაყიც და ლიბიაც რამდენიმე კვაზისახელმწიფოდ დაიყოფა და უკვე ვეღარასოდეს დადგება ფეხზე, მათი რესურსები კი «ოქროს მილიარდის» სასარგებლოდ გაიწოვება. იგივე ბედი ელის იემენს, იმავეს გაკეთება უნდათ სირიასა და ირანში.
არის ერთი აქსიომა, რომელიც აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური კურსის საფუძველში დევს: იმისთვის, რომ «ოქროს მილიარდის» ქვეყნებში ახლანდელი მოხმარების მაღალი დონე შეინარჩუნონ, დანარჩენი კაცობრიობა სიღატაკეში უნდა ამყოფონ. პლანეტის რესურსები შეზღუდულია, ყველას კარგი ცხოვრებისთვის არ ეყოფა. დასავლეთს მოხმარების შემცირება არ უნდა. სცადეთ, ამერიკელებს შესთავაზოთ, მოიხმარონ იმაზე ნაკლები, ვიდრე ისინი მიეჩვიენ, _ ისინი ნებისმიერ მთავრობას წალეკავენ. რა გამოსავალი აქვს ამერიკის მმართველ ელიტას? _ ომი, დიდი ომი, რა თქმა უნდა, ამერიკის ფარგლებს გარეთ. ომი, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს გამოფიტავს, ხოლო შემდეგ იქ მივლენ ამერიკელები თავიანთი დოლარით და ისევ ჩვეულ და ძალიან სარფიან საქმეს მიჰყოფენ ხელს _ დოლარების გაყიდვას. ასე გამოვიდნენ ისინი კრიზისიდან მეორე მსოფლიო ომის წყალობით, ასე მოვიდნენ ისინი გამოფიტულ ევროპაში ომის შემდეგ.
...არის სხვა გზაც: დოლარის პირამიდის ნგრევა, მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, დოლარზე, როგორც მსოფლიო ვალუტაზე, უარის თქმა, რეალური რესურსებით უზრუნველყოფილი ნაციონალური და რეგიონული ვალუტების წარმოშობა. ამ შემთხვევაში ყველა ქვეყანას მოუწევს, რეალური პროდუქტი აწარმოოს, შიდა ბაზარი განავითაროს, ხოლო პროდუქტი რეალურ ფულად, და არა მწვანე ქაღალდის სანაცვლოდ, გაყიდოს. ამერიკელები იძულებულნი გახდებიან, უარი თქვან ჰაერის გაყიდვაზე, ვირტუალურ ბაზარზე, ე.წ. ფასიან ქაღალდებზე, ისევ განავითარონ რენტაბელური სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ახლა მათ არ გააჩნიათ.... საკმარისია, ჩინეთმა და რუსეთმა ბაზარზე გამოყარონ თავიანთი დოლარის მარაგები და დოლარი ყველასთვის გამოუსადეგარ ქაღალდად გადაიქცევა, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებენ ამის გადადებას? ფინანსურმა პირამიდამ, თუნდაც ის გლობალური იყოს, არ შეიძლება მუდმივად იარსებოს. საკითხავი ისაა, რა მოჰყვება დოლარის კრახს: მსოფლიო ომი თუ შევძლებთ მსოფლიო კრიზისით შემოვიფარგლოთ? პირველ შემთხვევაში მივიღებთ გამარჯვებულის მსოფლიო მბრძანებლობას ან გამარჯვებულთა შორის ახალ მსოფლიო გადანაწილებას; მეორე შემთხვევაში –
იმ ქვეყანათა ლიდერობას, რომლებსაც გააჩნიათ რესურსები და შრომისმოყვარე მოსახლეობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოკლე ვადებში გამოვიდნენ კრიზისიდან და ეკონომიკა აღადგინონ." - ალექსანდრე ჭაჭია.
© გაზეთი - ,,საქართველო და მსოფლიო"
скачать dle 11.0фильмы бесплатно