„კოვიდ 19“-თან დაკავშირებით მსოფლიო მასშთაბით მიმდინარე პანდემია უკვე მეორე წელია გრძელდება და როდის დასრულდება არავინ იცის. დღეის მონაცემებით, აღნუშნული ვირუსით, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა, და ეს საგანგაშოა. ეტაპობრივად ფაქტიურად ყველა ქვეყანაში ცხადდება კარანტინი და საზღვრები იხურება, რაც მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკისთვის დიდი დარტყმაა, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის. ამასთან, გარდა „კოვიდ 19“-ისა ვრცელდება ახალი და კიდევ უფრო სახიფათო ვირუსები, როგორიც არის მაგალითად ე.წ. „ინდური შტამი“ ანუ SARS-CoV-2.
ამის ფონზე, მსოფლიო პრესაში კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს. იყო რამდენიმე საერთაშორისო სკანდალიც, როდესაც აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ „კოვიდ 19“-ის გავრცელებაში. ასევე, არსებობს ცნობილი ერსია, რომ კორონავირუსი ხელოვნურია და კონკრეტულ ლაბორატორიებში შეიქმნა, გარკვეული მიზნისთვის. ამ ვერსიებთან დაკავშირებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სულ უფრო მეტს საუბრობენ პოლიტიკოსები და მედია წარმომადგენლები. მაგალითად, ახლახანს კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა ყირგიზულ გამოცემაში, სადაც რამდენიმე ყირგიზი პოლიტიკოსის და ექსპერტის ინტერვიუც არის კორონავირუსთან და ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით.
მაგალითად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს ყირგიზეთის „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი ერკინ ბულეკბაევი, ასევე, საზოგადოებრივი ფონდის „მწვანე ენერგიის“ წარმომადგენელი ანარკულ სულთანგაზიევა და პარტია „ყირგიზეთის დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აზიატ ჯაკშეევი, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-ს სამხედრო ბიოლაბორატორიების არსებობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან სახიფათოა. მათი თქმით, ყირგიზეთში იყო მცდელობა მსგავსი ლაბორატორიების აშენების, მაგრამ მოსახლეობამ გააპროტესტა და ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ დასავლეთის ქვეყნებს აეშენებინათ ასეთი ლაბორატორიები. უფრო ვრცლად იხილეთ ინტერვიუ:
საქართველოში სამწუხაროდ უკვე არსებობს აშშ-ს მიერ აშენებული და მის ფაქტობრივ დაქვემდებარებაში მყოფი რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლის ასაშენებლად პენტაგონმა 350 მილიონი დოლარი გამოყო. ამ საკითხზე მე, როგორც ჟურნალისტმა უამრავი სტატია გამოვაქვეყნე „საინფორმაციო სააგენტო პატრიოტზე“ და გადავიღე დოკუმენტური ფილმი „ლუგარის სახიფათო ლაბორატორია“, სადაც გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, აღნიშნული ლაბორატორიის ხიფათზე საუბრობს ამერიკელი სამხედრო ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი და ფაქტებით ადასტურებს, რომ თავად აშშ-ში მსგავსი სახის ლაბორატორიების აშენება აკრძალულია. მისი თქმით, სამწუხაროდ მსოფლიოში საკმარისად არ მოქმედებს ბიოლაბორატორიებიზე კონტროლი.
დაუბრუნდეთ ყირგიზეთში ახლახანს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მოყვანილია საინტერესო ფაქტები:
„მკაცრი მეთვალყურეობის არარსებობამ გამოიწვია ყოფილი სსრკ რესპუბლიკებში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების გაჩენა, რომელთა საქმიანობას აფინანსებს აშშ თავდაცვის სამინისტრო. ახლა ასეთი ობიექტები მოქმედებს აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უზბეკეთსა და უკრაინაში. შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ სამეცნიერო ბიოლოგიური ლაბორატორიების მჭიდრო კავშირს ნატოს ქვეყნების არმიის ცენტრებთან და შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობასთან. ეს ნიშნავს, რომ ბიოუსაფრთხოების ალიანსში გაერთიანებული კორპორაციები მონაწილეობენ ფარულ ბიოლოგიურ ომში: Bavarian Nordic, Cangene Corporation, DOR BioPharma, Inc., DynPort Vaccine Company LLC, Elusys Therapeutics, Inc., Emergent BioSolutions, Hematech, Inc., Human Genome Sciences, Inc., NanoViricides, Inc., Pfizer Inc., PharmAthene, Siga Technologies, Inc., Unither Virology LLC.
ყველა მათგანი ეგრეთ წოდებული "დიდი ფარმა" -ს, განშტოებული სტრუქტურის ნაწილია, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენების ინტერესები გადაჯაჭვულია აშშ-ს ფარმაცევტული და სამხედრო ინდუსტრიის ინტერესებთან.
მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ 165 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა უზბეკეთში განხორციელებული პროექტებისთვის და მისი კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებს მრავალი ობიექტი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტაშკენტის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც აგებულია პენტაგონის სახსრებით. გარდა ამისა, აშშ-ს სამხედრო პროგრამები ჩატარდა ჭირის, საკარანტინო და ძალზე საშიში ინფექციების პრევენციის ცენტრში, რესპუბლიკური ვეტერინარული ლაბორატორია, აგრეთვე მინიმუმ რვა რეგიონალური ლაბორატორია ფერღანაში, ანდიჯანში, ბუხარასა და სხვა ადგილებში.“ - ნათქვამია სტატიაში (იხ.ბმული)
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უზბეკეთში ლაბორატორიები გამოიყენება ბიო-იარაღის წარმოებისთვის. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიები განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევებისთვის და მისი ექსპლუატაცია ხორციელდება მშვიდობიანი მიზნებისთვის. (იხ.ბმული)
თუმცა აშკარაა, რომ რეგიონში აშშ-ს მიერ აშენებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან დაკავშირებით მართლაც საფუძვლიანი ეჭვებია და ხალხი ითხოვს ამომწურავ პასუხებს, იგივე სახიფათო ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით. ცენტრალური აზიის ქვეყნები სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს და ყირგიზეთის საზოგადოება და ექსპერტები ითხოვენ, რომ მიმდინარე კვლევებზე გაძლიერდეს კონტროლი.
P.S. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში აუცილებელია მონიტორინგის ცენტრის შეიქმნა, რომელიც მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ აზიას და საერთოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. და აღნიშნული ცენტრის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს მონიტორინგი - იგივე პენტაგონის მიერ დაფინანსებული და ფაქტობრივად მათ მიერ მართულ ლაბორატორიების საქმიანობაზე, რომელთა გაკონტროლება აუცილებელია მსოფლიო პანდემიის ფონზე. თუნდაც იმისათვის, რომ ვიღაცა არაკეთილმოსურნემ, მიზანმიმართულად არ გამოიყენოს ბიოლაბორატორიები სახიფათო ვირუსების შესაქმნელად და გასავრცელებლად.