შსს–მ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა–შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- 14.08.2016, 20:40,
- სამართალი / სლაიდი
- 0
გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 29 აბი ნარკოტიკული საშუალება "ენ-დე-მა“ ამოიღეს, ნათქვამია შსს–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით).
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно