აშშ-ის მოქალაქე დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
პოლიციამ დააკავა 20 წლის მოქალაქე, რომელიც ამერიკელი ტურისტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.შემთხვევა 12 აგვისტოს მოხდა კახეთში, სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ნათქვამია შსს-ის ვებგვერდზე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ამერიკის მოქალაქე და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).