Coloring Pages Reddit Video Downloader
 

იზორია: ქართველი სამხედროების გაუჩინარებაში დანაშაულის ნიშნები შეიმჩნევა

იზორია: ქართველი სამხედროების გაუჩინარებაში დანაშაულის ნიშნები შეიმჩნევა
16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გონიოში საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსის მიმდინარეობისას ორი სამხედრო დაიკარგა.

შავ ზღვაში წვრთნების დროს კაპრალ იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის გაუჩინარებაში სახეზეა დანაშაულის ნიშნები, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი გონიოში საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებში ირიცხებიან. ინფორმაცია მათი გაუჩინარების შესახებ 16 აგვისტოს გავრცელდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან თურქი და ამერიკელი სამხედროები.

„სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. თურქულმა მხარემ ითხოვა მინიმუმ სამი დღე ამ ოპერაციებისთვის, შესაძლოა, ეს კიდევ გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირა. ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა, ბუნებრივია, ამ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არა ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის. ყველაფერია დასაშვები, გარემოებები გვაძლევს ამის საფუძველს“, — განაცხადა იზორიამ.

პირველად დანაშაულის ნიშნების შესახებ დაკარგულების ახლობლებმა და ნათესავებმა განაცხადეს. მათ მომხდარში წვრთნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები დაადანაშაულეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ორგანიზატორებმა გულგრილობა და უყურადღებობა გამოიჩინეს.

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეცდანიშნულების რაზმის გარდა სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს ქართული ავიაცია, კერძოდ, „იროკეზის“ ტიპის ვერტმფრენი. თავდაცვის მინისტრმა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და სამძებრო სამუშაოების ჩატარების ადგილი რამდენჯერმე მოინახულა.

იზორია დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებთან ერთად თურქულ გემზეც იმყოფებოდა, სადაც სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ამასთან ერთად გრძელდება გამოძიება. საქმეს იძიებენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და შსს-ს გენერალური ინსპექცია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის დეკემბრიდან მსახურობს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტია.

გიორგი ნანეტაშვილი სამხედრო მოსამსახურე 2013 წლის ივნისში გახდა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions