რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმში დაკავებულების დაკითხვის ვიდეომასალა გაავრცელა.
გამოძიების ცნობით, დივერსანტები სიმფეროპოლის აეროპორტსა და ცენტრალურ ავტოსადგურზე გეგმავდნენ აფეთქებების მოწყობას.
სპეცსამსახურებში თავდასხმების ორგანიზატორის ვინაობაც დაასახელეს და განაცხადეს, რომ ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელი, ვლადიმირ სერდიუკია.
რუსეთის უშიშროების სამსახურმა ყირიმში უკრაინელი დივერსანტების მიერ დაგეგმილი ტერაქტების აღკვეთის შესახებ ინფორმაცია 10 აგვისტოს გაავრცელა. ოფიციალური კიევი ბრალდებას უარყოფს და მოსკოვს აგრესიის ახალი ტალღის პროვოცირებაში ადანაშაულებს.