„შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", - ასე ჰქვია ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.
გადაცემას 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან.
პროექტის მეორე გადაცემა 5 სექტემბერს, 12:00 საათზე, ამჯერად გურიიდან გავიდა პირდაპირ ეთერში.
მაყურებელი გადაცემას კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში და 2030.news-ზე ნახავს.