რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებმა სატრანსპორტო კორიდორის, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შესახებ იმსჯელეს
- 09.08.2016, 12:48,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
ბაქოში რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ჰასან როუჰანიმ ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე, რეგიონული კონფლიქტების მოგვარებასა და ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს.
სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი სატრანსპორტო კორიდორის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნა გახდა.
როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი სარკინიგზო გზების გაერთიანებას გეგმავენ. კერძოდ ეს იქნება 72 ათასი კილომეტრის სიგრძის კორიდირი, რომელიც ხმელეთზე სამხრეთ-აზიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს დააკავშირებს.
ამასთან, მხარეებმა კასპიის ზღვის რეგიონში დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ბოლოს სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно