Coloring Pages Reddit Video Downloader
 

პირველი ფოტოები ქარხნიდან - როგორი ავტობუსები ივლის სექტემბრიდან თბილისში

პირველი ფოტოები ქარხნიდან - როგორი ავტობუსები ივლის სექტემბრიდან თბილისში
ახალი ავტობუსები, რომლებიც სულ მალე დედაქალაქში შორ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებში ივლის, გერმანული კომპანია Man Truck and Bus AG-ის ქარხნებში ეწყობა.

თბილისის მერი დავით ნარმანია პროცესის პირადად გაცნობის მიზნით, პოლონეთში გუშინ გაემგზავრა.

ქართული დელეგაციის წევრებმა ქარხნები დაათვალიერეს, სადაც ის ავტობუსები იწყობა, რომლებიც მალე თბილისის ქუჩებში ივლის.

„დიახ, ეს ის არის და ივლის თბილისში! სექტემბრის ბოლოდან პირველი 10, დანარჩენი 143 ეტაპობრივად“, - წერს ლექვინაძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს.

მერთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკაში მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

თბილისის მერის პოლონეთში ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.

პირველი ფოტოები ქარხნიდან - როგორი ავტობუსები ივლის სექტემბრიდან თბილისში

პირველი ფოტოები ქარხნიდან - როგორი ავტობუსები ივლის სექტემბრიდან თბილისში

პირველი ფოტოები ქარხნიდან - როგორი ავტობუსები ივლის სექტემბრიდან თბილისში

პირველი ფოტოები ქარხნიდან - როგორი ავტობუსები ივლის სექტემბრიდან თბილისში


წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions