Coloring Pages Reddit Video Downloader
 

თბილისის საკრებულოს წევრი, სოსო მანჯავიძე გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რეფერენდუმის საკითხზე პლებისციტი დანიშნოს.

თბილისის საკრებულოს წევრი, სოსო მანჯავიძე გიორგი კვირიკაშვილს  მიმართავს, რეფერენდუმის საკითხზე პლებისციტი დანიშნოს.

თბილისის საკრებულოს წევრი, სოსო მანჯავიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს უახლოეს დღეებში ოფიციალური წერილით მიმართავს, რეფერენდუმის საკითხზე პლებისციტი დანიშნოს.


მანჯავიძე მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი უმნიშნელოვანესი ინსტრუმენტია ქვეყნის განვითარებისა და მისი სუვერენობის ხარისხის ამაღლებისათვის.

"მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა უარი თქვა რეფერენდუმის დანიშნვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო. მან სრულიად გაუგებარი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი უარი განაცხადა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ის არგუმენტები, რომელიც პრეზიდენტმა წამოაყენა, უმნიშვნელო და აბსურდულია. პრეზიდენტმა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეგზავნა გადაწყვეტილება პრემიერსთვის, შემდეგ კი, პრემიერს ათი დღე აქვს კონტრასიგნაციისთვის. პრემიერის პოზიცია მისი საჯარო გამოსვლებიდან ვიცით. მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამ საკითხს და პარლამენტში გაიტანს მას შემდეგ, რაც "ქათული ოცნება" მოვა ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით. აქედან გამომომდინარე, მოსალოდნელია პრემიერის უარი კონტრასიგნაციაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ შევდივართ ჩიხში", - განაცხადა მანჯავიძემ "პირველ პრესკლუბში".

მანჯავიძე გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება გამოიყენოს და პლებისციტი დანიშნოს.

"პრემიერს აქვს უფლება, დანიშნოს პლებისციტი. ამ შემთხვევაში, თავიდან ავიცილებდით იმ დაძაბულობას, რომელიც საზოგადოებაშია", - აცხადებს მანჯავიძე.

თბილისის საკრებულოს წევრი, პრეზიდენტის ოფიციალური პასუხის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც მისი თქმით, განიხილავს პრეზიდენტის მოქმედების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.

"თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს სარჩელს, მას მოუწევს არგუმენტების გამოქვეყნება", - განაცხადა მანჯავიძემ "პირველ პრესკლუბში".

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის გამართვას საეჭიროდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

წყარო: pia.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions