ქიბარ ხალვაში _ ოქრუაშვილზე: ყოფილი ნაცი არ არსებობს, მას წარსული დავიწყებია...
- 07.09.2016, 22:04,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
ქიბარ ხალვაშმა სოციალურ ქსელში გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი გააფრთხილა.
“მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა, ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა.
ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. ამას ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილზე. მის მიერ წარმოდგენილი “დოკუმენტი” ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, არის სრული სიყალბე. იმდენი არ ქნას, უსახლკაროდ დარჩეს. “მაესტროს” ამბები რომ წამოიწყეს, მგონი, 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია. ვფიქრობდი, რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ვიჯერებდი. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია!” _ წერს ქიბარ ხალვაში “ფეისბუქში”.
ცნობისთვის: გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “P. S” -ში განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ “რუსთავი 2”-ზე დავას დაიწყებს.
წყარო: geworld.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно