Coloring Pages Reddit Video Downloader
 

კვარაცხელია: ვიზალიბერალიზაცია იქნება დიდი ცდუნება ქართველი ხალხისთვის, სამუდამოდ დატოვონ ქვეყანა

კვარაცხელია: ვიზალიბერალიზაცია იქნება დიდი ცდუნება ქართველი ხალხისთვის, სამუდამოდ დატოვონ ქვეყანა

„ევროპას ახლა არ აქვს ის მდგომარეობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მისცეს. ისინი მიგრანტების გამო, ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან“, - ასე გამოეხმაურა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი კვარაცხელია ევროპარლამენტის ლიბეს კომისიის გადაწყვეტილებას. მისი თქმით კარგი იქნება თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, თუმცა მან საკითხის უარყოფით მხარეზეც გაამახვილა ყურადღეაბა.

„ვფიქრობ, რომ თუ ვიზალიბერალიზაციას მოგვანიჭებენ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადია, კარგიც იქნება თუ მივიღებთ იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც იქ წასვლა უნდა, ადვილად წავა, მაგრამ ამ ყველაფერს საქართველოსთვის მეორე, უარყოფითი მხარეც აქვს. ვიცით რამდენად მაღალია საქართველოდან ემიგრაციის დონე. ქვეყნიდან ხალხი ლუკმა-პურის საშოვნელად გარბის და როგორც კი, ისინი საშუალებას მიიღებენ, რომ სადმე, სხვა ქვეყანაში მოხვდნენ, იქ არალეგალებად დარჩებიან. ვისაც წასვლა უნდა ევროპაში საქმიანი შეხვედრებისა და ტურისტული თვალსაზრისით, ის მაინც ახერებს ამას. საერთო მასისათვის კი, ეს იქნება დიდი ცდუნება, სამუდამოდ დატოვოს საქართვლო“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამმხრივ დისკუსიას გამართავენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. სამი ინსტიტუტის მიერ კონსენსუსის მიღწევისას ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ევროპარლამენტში უახლოესი სესიები ჩანიშნულია 12-15 სექტემბერს, 3-6 ოქტომბერს და 24-27 ოქტომბერს.

ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცებით შემთხვევაში საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions