Coloring Pages Reddit Video Downloader
 

„რატომ ვიღებთ უცხოეთიდან რეკომენდაციებს, როგორც ბრძანებებს?!“ - ვასაძემ სხდომა დატოვა

„რატომ ვიღებთ უცხოეთიდან რეკომენდაციებს, როგორც ბრძანებებს?!“ - ვასაძემ სხდომა დატოვა


ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ცოტა ხნის წინ განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის სხდომა დატოვა.

სხდომაზე საჯარო სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" დანერგვის შესახებ მსჯელობენ.

ბიზნესმენმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ ახალი საგნის სწავლება სკოლებში არ დაუშვან, რადგან მას მიაჩნია, რომ საგანი საფრთხისშემცველია.

ვასაძე დარწმუნებულია, რომ ახალ საგანს მომავალი თაობის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ ამ დარბაზში მორიგი ფსევდო საგნის "მე და საზოგადოების" განხილვაზე კი არ უნდა ვხარჯავდეთ დროს, არამედ ვგეგმავდეთ, როგორ ამოვწმინდოთ ჩვენი ისედაც უკვე დაბინძურებული სასკოლო ბადე ამ ნაგვისგან. რატომ ვიღებთ უცხოეთიდან შემოსულ რეკომენდაციებს, როგორც ბრძანებებს?“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენის მსგავსად, განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ შენიშვნები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც აქვთ. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

წყარო: http://epn.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions