უბლოკო სტატუსი ან ნატო - საკითხი ღიად რჩება

უბლოკო სტატუსი ან ნატო - საკითხი ღიად რჩება

ორი ურთიერთგამომრიცხავი ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ყოფილ და ამჟამინდელ თავმჯდომარეებს ეკუთვნის.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო ინიციატივები ქვეყნის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის შესახებ, ჩაიშალა დეპუტატთა უმრავლესობის გამოუცხადებლობის გამო.

საკითხი საქართველოს სტატუსის შესახებ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მეთაურობით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, პარლამენტში განცხადება შეიტანა ქვეყნის უბლოკო სტატუსის თაობაზე კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის შესახებ.

ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წინადადებით გამოვიდა კონსტიტუციის პრეამბულაში შესწორებების შეტანისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეკლარირების შესახებ.

ჩაშლილი სხდომა

სხდომა ორშაბათს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც „ქართული ოცნებით“ წარმოდგენილი უმრავლესობის წარმომადგენლები, არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით წარმოდგენილი უმცირესობის დეპუტატები ბიუროზე არ გამოცხადნენ.

„საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობა უმცირებასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

უბლოკო სტატუსი ან ნატო - საკითხი ღიად რჩება

ამასთან პარლამენტის სპიკერმა აღიარა, რომ არ იცის, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეს.

„მე გადავამოწმებ ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, თუ იყო მსგავსი შემთხვევები, როდესაც უმცირესობასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში უმრავლესობაც იმყოფება. როგორც საორგანიზაციო დეპარტამენტში გავიგე, გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არავის არანაირი შეტყობინება არ გამოუგზავნია“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

როგორც გაირკვა, უმრავლესობის წარმომადგენლები თავისი საქმეებით არიან დაკავებული. „ქართული ოცნება“ ორშაბათს თბილისის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას აპირებს. არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

„ჩვენ პარტიული ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი და ამიტომ სხდომაზე მოსვლა ვერ შევძელით. ახალი გარემოებები გაჩნდა…ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.

ქვეყნის საერაშორისო-სამართლებრივი სტატუსის შესახებ საკითხები მომავალში მაინც განიხილება, მით უმეტეს აქ აჩქარება არ შეიძლება.

ვოლსკიმ უსუფაშვილს საკითხის პოლიტიზაცია დააბრალა.

უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთი ლიდერია, რომელმაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ახლახან დატოვა.

ბიუროს შემდეგი სხდომა ოთხშაბათს უნდა ჩატარდეს.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook