Coloring Pages Reddit Video Downloader
 

მამუკა ფიფია: ანჩისხატი და ღვთისმშობლის კვართი ქართული ეკლესიის, ჩვენი სამშობლოს, ერის კუთვნილებაა

მამუკა ფიფია: ანჩისხატი და ღვთისმშობლის კვართი ქართული ეკლესიის, ჩვენი სამშობლოს, ერის კუთვნილებაა


პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერის მამუკა ფიფია საზოგადოებას მიმართავს:

"ანჩისხატი და ღვთისმშობლის კვართი ქართული ეკლესიის, ჩვენი მართლამადიდებელი საზოგადოების, ჩვენი სამშობლოს, ერის კუთვნილებაა.
უნიკალური სიწმინდეები, რომელიც წინაპარმა არაერთი ბრძოლის შედეგად შეგვინარჩუნა.


სამწუხარო და დასანანია, რომ იბერიელების, ჩვენი სიწმინდეები დღეს ფაქტობრივად ტყვეობაში, სამუზეუმო ექსპონატებად არის ქცეული!
ჩემი, და მჯერა ყველა მართლამადიდებელი ქრისტიანის უდიდესი სურვილია გვქონდეს შესაძლებლობა თაყვანი ვცეთ და ვილოცოთ ამ სიწმინდეებთან. ვფიქრობ სურვილის შემთხვევაში სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს მუზეუმიდან დაუბრუნდეს დედა ეკლესიას.
ანჩისხატიც და ღვთისმშობლის კვართიც.

ამჩისხატი სვეტიცხოველს უნდა დაუბრუნდეს, ღვთისმშობლის კვართი კი ნოჯიხევის მონასტერს
გულწრფელად მწამს და მჯერა, რომ სიწმინდეების სამუზეუმო ტყვეობიდან დახსნა და დედა ეკლესიის წიაღში დაბრუნება იქნება დასაბამი
ერის და ბერის, საქართველოს გამთლიანების და იბერიის გაბრწყინების. რადგან უფალი მეფობს, საქართველო კი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

მესმის, რომ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. მზად ვარ თავად გავიღო - საჭირო პირობების, კლიმატკონტროლის და სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო!"
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook