აჭარის დაბრუნებიდან 140 წელი გავიდა - 25 აგვისტოს ბათუმში აქცია გაიმართება
- 17.08.2018, 23:47,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
ბათუმში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით „
ახალი სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერი
თემურ ფიფია ინფორმაციას ავრცელებს.
„2018 წლის 25 აგვისტოს საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისთავი სრულდება. 1877-78 წლებშის ომში ქართულ-რუსული ჯარის გამარჯვების შედეგად დასრულდა თურქეთის 300 წლოვანი ბატონობა აჭარაში. თურქებთან უსასტიკეს ომში მონაწილებდნენ, როგორც ქართველები და რუსები, ასევე სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველი ჯარისკაცების გარდა, უამრავი რუსი ჯარისკაციც დაიღუპა ოსმალებთან ბრძოლაში ქართული მიწის დასაცავად, რომელთა ხსოვნა საქართველოსთვის სამარადჟამოა.
ამ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, ბათუმში 25 აგვისტოს რამდენიმე ორგანიზაციამ დაგეგმა ღონისძიება, აქციის სახით. აჭარაში მიმდინარე დღევანდელი ურთულესი სიტუაციის გათვალისწინებით, ღონისძიებას უდიდესი მორალური და პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. აქციაზე ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გადაუდებელი აღდგენა და აჭარაში თურქეთის აქტიური ექსპანსიის შეჩერება.“- აცხადებს თემურ ფიფია.
ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
„აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“ (ნიაზ ბოლქვაძე);
„ახალი სოციალისტური მოძრაობა“ (თემურ ფიფია);
„საქართველოს მშვიდობის კომიტეტი“ (თეიმურაზ სამნიძე);
„საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირი“ (გიორგი ირემაძე).
აქცია გაიმართება ქალაქ ბათუმში 25 აგვისტოს 14:00. მისამართი: ბარათაშვილის და ზუბალაშვილის ქუჩის გადაკვეთა, „ღვთისმშობლის“ სახელობის საკათედრო ტაძრის გვერდით(სკვერი).
скачать dle 11.0фильмы бесплатно