“ავღანეთის ომის შემდეგ რუსი სამხედროები პირველად ჩაებნენ ღია დაპირისპირებაში ამბოხებულთა ძალებთან, რომლებსაც აშშ-ის ცენტრალური სამმართველო წვრთნიდა, _ წერს “ნიუ იორკ თაიმსი”, _ მაგრამ, თუ იმხანად ავღანეთში ასეთი ძალები დომინირებდნენ, დღეს სირიაში საწინააღმდეგო ვითარებაა. რეგიონში რუსეთის წარმატებული მოქმედება ვაშინგტონს აიძულებს, მოსკოვთან თანამშრომლობაზე დათანხმდეს”.ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ათასობით “ბოევიკის” შეტევის გამო სირიის სამთავრობო ჯარი ტოვებდა პოზიციებს, უკან იხევდა და ტერიტორიები, რომლებიც ბაშარ ასადის ბასტიონებად ითვლებოდა, “ისლამური სახელმწიფოს” ხელში გადადიოდა. შეტევას მხარს უჭერდა აშშ-ის ცენტრალური სამმართველო, რომელიც “ბოევიკებს” ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით ამარაგებდა, მაგრამ მოვიდნენ რუსები და “ბოევიკებმა” უკანდახევა დაიწყეს.
რუსების წარმატებულ სამხედრო ოპერაციაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეაქცია იყო ის, რომ “ბოევიკები” დამატებით რამდენიმე ასეული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით მოამარაგა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.
“რუსეთმა გაიმარჯვა!” _ მოჰყავს გაზეთს ვუდრო კილსონის სახელობის საერთაშორისო ცენტრის პოლიტოლოგ მაიკლ კოფმანის სიტყვები.
“ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ რუსეთის წარმატებული სტრატეგია რეგიონში ბარაკ ობამას ადმინისტრაციას აიძულებს, დიალოგი გამართოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საერთაშორისო პოლიტიკისგან რუსეთის იზოლაციის შესახებ ახლახან გამოთქმული მუქარების მიუხედავად.
სირიაში კრემლის წარმატებების ანალიზისას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ჯეფრი უაიტი აღნიშნავს, რომ რუსეთმა სირიაში შექმნა მძლავრი სადაზვერვო ქსელი და მოიპოვა სრული ინფორმაცია “ბოევიკების” პოზიციების შესახებ. ამან რუსეთს საშუალება მისცა, ყურადღება გაემახვილებინა კონკრეტულ მიზნებზე და მაქსიმალურად ეფექტიანად განეხორციელებინა დაბომბვები.
“პუტინმა მიაღწია ძირითად მიზნებს _ დაეხმარა ასადის მთავრობას, შეინარჩუნა საზღვაო ბაზასთან წვდომა ხმელთაშუა ზღვაში და სირია გამოიყენა, როგორც პოლიგონი, რუსული მოწინავე ტექნოლოგიების გამოსაცდელად”, _ ასკვნის “ნიუ იორკ თაიმსი”.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно