თამაზ მეჭიაური: ნატომ დაგვაქცია და მომავალშიც უკეთესს არაფერს გვპირდება
- 12.08.2016, 19:03,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციში უნდა ჩაიწეროს ფრაზა „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“.
მეჭიაურის შეფასებით, ნატო საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.
„ჯერ ხომ შეგვიყვანა მისმა მეუღლემ ნატო-ში და ეტყობა ეშინია ვინმემ არ გამოგვიყვანოს და ამიტომ უნდა, რომ ეს ჩანაწერი გააკეთოს თუ რა ხდება?! ნატო-მ დაგვაქცია და მომავალშიც უკეთესს არაფერს გვპირდება. მისი წევრი ქვეყნები დაჩოქილები გარბიან მოსკოვში, თან ჩვენზე გაცილებით დიდები. ამიტომ, ცოტა ფრთხილად ვიყოთ. ვიდრე ამ სისულელეებს კონსტიტუციაში ჩავწერთ, ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ“-განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის წინადადებას, საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭებს თაობაზე, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით პასუხობს.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно