თამაზ მეჭიაური: თუ სარწმუნოების დაცვა ჰომოფობიაა - ჰომოფობი ვიქნები
- 07.08.2016, 19:32,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეოკრებულს ეხმაურება, სადაც მას ჰომოფობიურ განცხადებებში სდებენ ბრალს.მეჭიაურის განცხადებით, თუ ლგბტ ადამიანები სხვას საკუთარი ცხოვრების წესს მოახვევენ თავს, მაშინ ის ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგა და ნაკლებად აინტერესებს ჰომოფობს დაარქმევენ თუ არა.
„თუ სარწმუნოების დაცვა ჰომოფობიაა, ვიქნები ჰომოფობი. მე არავის ვუვარდები, მანქანაში აქეთ მივარდებიან, საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებენ და ერთსექსიანთა ქორწინების თემაზე საუბრობენ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ხმა არ უნდა ამოვიღო და ჩვენი კანონიერი უფლებები არ უნდა დავიცვა თ ამ შემოსევას დავნებდეთ? თუ კი ეს ადამიანები ეცდებიან აქეთ მოგახვიონ თავზე გარყვნილი ცხოვრების წესი, მაშინ ყველა ეროვნული ინტერესესების დამცველი პარტია ასე უნდა მოიქცეს. თუ ეს ადამიანები თავისთვის იქნებიან და საკუთარ ცხოვრებას სხვას თავზე არ მოახვევენ, მაშინ მათ არავინ ერჩის. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამას შევეწინააღმდეგები და ჰომოფობს დამარქმევ თუ არა ნაკლებად მაინტერესებს“, - აცხადებს მეჭიაური.
წყარო: epn.geскачать dle 11.0фильмы бесплатно