"სამხედრო გადატრიალების შემთხვევაში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქული მონაკვეთის მშენებლობის პროცესი შეჩერდებოდა"
- 17.08.2016, 23:09,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
თურქეთში სამხედრო გადატრიალება რომ განხორციელებულიყო, ბაქო-თბილისი-ყარის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა გაჩერდებოდა, – ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა სააგენტო Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მინისტრის თქმით, ამბოხის წარმატების შემთხვევაში, თურქეთში დიდი საფრთხის წინაშე სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც აღმოჩნდებოდა.
აჰმეთ არსლანის მტკიცებით, ამბოხის მონაწილეთა ერთ-ერთ მიზანს თურქეთში სატრანსპორტო პროექტების პარალიზება წარმოადგენდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შენდება. მისი გახსნა 2016 წლის ბოლომდე იგეგმება.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно