გთავაზობთ "
ქართული დასის" თავმჯდომარის
ჯონდი ბაღათურიას ექსკლუზიურ ინტერვიუს.
-
მოგესალმებით ბატონო ჯონდი, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი, რომელ კანდიდატს აქვს რეალური შანსი და როგორია საარჩევნო ფონი?-დღეისათვის ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ტოტალური კონტროლი, არა მხოლოდ არჩევნები, არამედ პოლიტიკაც და მედიაც კონტროლდება, მაგალითად პირველ არხს, იმედს და ა.შ. აკონტროლებს ხელისუფლება, ხოლო „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფინანსებსაც ხელუსიფლება აკონტროლებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მილიარდს, იგუისხმება ე.წ. „შავი ობშიაკი“, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოსახლეობის ძარცვის და ქურდობის გზით დააგროვა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ გარდა ამ ორი ძალისა, არიან კიდევ მათი სატელიტი პარტიები, რომლებიც იკვებებიან ამ ორი ცენტრიდან, სატელიტები ყავს „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მაგალითად „ქართული ოცნების“ სატელიტია ბოკერია-უგულავას პარტია, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, რომელიც პარლამენტშია და სხვადასხვა პოლიტიკური თემებით აქტიურობს, მას იყენებენ და აჩვენებენ, რომ აი ეს არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, და ამგვარად, ამ სატელიტი პარტიის ფუნქციაა დემოკრატიის ბუტაფორიის და რაღაც დეკორაციის როლის შესრულება, იგივეა პარტია „გირჩის“ ფუნქცია, გარდა დემოკრატიული ბუტაფორიისა, არის ბინძური თემების „შემოგდება“, რომელსაც გარკვეული დროით ატრიალებენ, ამის შემდეგ კი საზოგადოების რეაქცია მინელდება თემის მიმართ და მერე ხოლრციელდება ამ თემების რეალიზება, მაგალითად როგორიც არის ნარკოტიკების მოხმარების და რეალიზაციის ლეგალიზაცია, ჯარის სამსახურზე უარის თქმა და ამ მიზნით რაღაც პოლიტიკური სექტების დარეგისტრირება, სადაც აწევრიანებენ ახალგაზდებს და მერე ხელს უწყობენ, რომ ჯარში არ წავიდნენ, ასევე პროსტიტუციის ლეგალიზაცია და ისეთი საკითხების მხარდაჭერაა, რომლებზეც საუბარი უხერხულიც კია. ესენი არიან სახე „ქართულ ოცნების“, სახარებაში ნათქვამია: „ხე ნაყოფით შეიცნობაო“, „ქართული ოცნების“ ნაყოფია ბოკერიას პარტია „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“, ყველაფერი რასაც ისინი ლაპარაკობენ არის „ქართული ოცნების“ თემები და მისი ტირაჟირება და პოპულარიზება მათი ფუნქციაა.
-
რომელ კანდიდატს შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება?ასეთი კანდიდატი არ არის, თქვენ ახსენეთ საარჩევნო ფონი, გარდა იმისა, რომ მთავროპა ტოტალურად აკონტროლებს პოლიტიკას, მედიას და არჩევნებსაც კი, ასევე იგივეს ვიტყვი საარჩევნო სიაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე, აქაც ტოტალური კონტროლია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ მეტ ხმას მიიღებს, უფრო მნიშვნელოვანია ვის დაუწერენ ამ ხმებს. ამგვარად, ხმები იწერება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება, ხოლო ხელისუფლებას აკონტროლებს აშშ-ს საელჩო, შესაბამისად, სრულიად შეუძლებელია არჩევნების გზით მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადახედავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და დაალაგებს ურთიერთობებს რუსეთთან, მაგალითად ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და საერთოდ ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, ამას უბრალოდ არ დაუშვებენ. ამიტომ როგორც კი გამოჩნდება ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკის რაციონალურ კურსს შეარჩევს ანუ აშშ-სთან და რუსეთთან ილაპარაკებს ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან და ერის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკურ ძალას არ დაუშვებენ. არადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია, და არა მხოლოდ ნორმალიზება, რუსეთთან ისტორიული მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობები უნდა აღდგეს. საუკუნეების განმავლობაში ვიყავით მოკავშირეები, არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბუნებრივად ასე იყო, ერთმორწმუნეობამ და საერთო ინტერესებმა, ერთიანმა ცნობიერებამ ჩამოაყალიბა სამოკავშირეო ურთიერთობები. საქართველო და რუსეთი ერთად ყოფნის დროს ყოველთვის წარმატებული იყო ყველა მიმართულებით, სამხედრო თვალსაზრისით, კულტურით, მეცნიერებით და ა.შ. ცალ-ცალკე კი ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად რუსეთის სახელმწიფოს ნგრევა შეჩერებულია და ქვეყნის პოლიტიკის გასაძლიერებლად მტკიცე ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ რუსეთი, როგორც ბირთვული ზესახელმწიფოც კი, ვერ არის წარმატებული სამხრეთის მიმართულებით, რადგან მას არ ყავს მთავარი მისი მოკავშირე - საქართველო. ხოლო საქართველო პრაქტიკულად განადგურებულია, როგორც სახელმწიფო ჩვენ არ ვარსებობთ და წარმოვადგენთ კვაზი სახელმწიფოს, რომელიც აშშ-ს ელჩის მიერ იმართება.
-
ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებდა, მოიაზრებოდა ნინო ბურჯანაძე, მაგრამ მან განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაერთვება საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე და პარლამენტში მოსვლით შეეცდება ხელისუფლება შეცვალოს, ეთანხმებით ქალბატონ ნინოს გადაწყვეტილებას?-ოთხი წლის განმავლობაში ბურჯანაძის მხრიდან ეს არის სამწუხაროდ ერთადერთი სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება. ნინო ბურჯანაძემ 2014 წლიდან დაუშვა შეცდომების მთელი კასკადი, რითაც საკუთარი პოლიტიკური მომავალი პრინციპში თითქმის სრულიად გაანადგურა, რაზეც ძალიან ვწუხვარ და კმაყოფილებით არ ვამბობ, რადგან ასეთ დროს, მეც და ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ფიქრობს ქვეყნის მომავალზე, ჭირდება მოკავშირეები, რომლებიც განადგურებული და მიწასთან გასწორებულები კი არ არიან, არამედ ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება, თუმცა ეს მისი შეცდომების შედეგია, როცა მას ასეთი მდგომარეობა შეექმნა.
მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წელს მე და ბურჯანაძემ ანუ „ქართულმა დასმა“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გავაკეთეთ ალიანსი და 11% მივიღეთ, ეს ძალიან დაბალი შედეგი იყო, ალიანსისთვის, რომელიც ქვეყნის რაციონალურ კურსზე საუბრობდა, ჩვენ გაცილებით მეტი ხმის მიღება შეგვეძლო, რომ არ ყოფილიყო უსამართლო მთავრობა, ახლაც ასეთი საარჩევნო გარემოა და ალბათ ამიტომ გააკეთა ასეთი განცხადება ბურჯანაძემ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენც დაუშვით შეცდომები, რადგან აქამდე მივიყვანეს სიტუაცია, რომ ხელისუფლება ტოტალურად ყველაფერს აკონტროლებს, ასეთია დღევანდელი რეალობა.
-
თქვენ არ ერთვებით არჩევნებში როგორც ვიცი?...-ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩემი არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ შევასრულო დემოკრატიის დეკორაციის ფუნქცია და მივცე ხელისუფლებას საშვალება, რომ დაფიქსირდეს თითქოს საქართველოში დემოკრატია არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს არჩევნების ბოიკოტირება, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არ მივიდნენ არჩევნებზე, რითაც დაფიქსირდება დღევანდელი ხელისუფლების დაბალი ლეგიტიმაცია. აქ ძალიან მარტივი პოლიტიკური მომენტია, როცა ვხედავთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, როგორიც არის "ცესკ"-ო, ხორციელდება ხელისუფლების კონტროლი, რაც უსამართლობაა, უნდა მოვახდინოთ ამ პროცესების ქუჩაში გადმოტანა, არ მივიდეთ არჩევნებზე, ეს დაფიქსირდება და არსებული ხელისუფლება ლეგიტიმაციას მნიშვნელოვნად დაკარგავს, ეს იქნება მაპროვოცირებელი ახალი ცვლილებებისა, რაც ჩვენთვის, როგორც არა კონტროლირებადი ძალებისთვის(როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით და ემსახურებიან ქართველ ხალხს) კარგი ფონი შეიქმნება, რომ მივმართოთ საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და ქუჩაში გამოსვლით ანუ პირდაპირი დემოკრატიული გზით, რაც კონსტიუტუციის მიხედვით დაშვებულია, ხელისუფლებას მივაღებინოთ ხალხისთვის სასურველი გადაწყვეტილება, რომელიც საშვალებას მოგვცემს განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები და შევცვალოთ ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსი.
-
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულები არიან ორი პოლიტ ტექნოლოგი: ვიტალი შკლიაროვი და მაქსიმ კაცი, რომლებიც ეხმარებიან გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას, ორივე არის ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი და დაახლოებული ისეთ ფიგურებთან, როგორიც არის ალექსეი ნავალნი და გრიგორი იავლინსკი, ვიკიპედიიდან ირკვევა, რომ ორივეს აშშ-ში აქვთ გავლილი ტრენინგები, როგორ შეაფასებდით მათ ვიზიტს?-მინდა გითხრათ, რომ საერთოდ რუსი ლიბერალები და ქართველი ლიბერალები ძალიან მჭიდრო კონტაქტში არიან ერთმანეთთან და ძალიან აქტიურად თანამსრომლობენ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთში ლიბერალები ორი სახის არიან, ერთნი მიეკუთვნებიან ისეთებს, მაგალითად როგორიც იყო ნოვადვირსკაია, ნემცოვი, გაიდარი და ა.შ. და ასევე მეორე კატეგორიის ანუ სახელისუფლებო ლიბერალები, რომლებიც ძალიან აქტიურად პროდასავლელები არიან და ფარულად თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, შედეგად, ჩვენი ხელისუფლებაც და ისინიც ხელს უშლიან ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას, და ბევრი რუსი ექსპერტის აზრით, ლიბერალები ხელს უშლიან რუსეთის განვითარებას.
-
რამდენად კანონიერია უცხო ქვეყნის მოქალაქეების, პოლიტ ტექნოლოგების მოღვაწეობა საქართველოში, კერძოდ საარჩევნო კამპანიაში აქტიურობა, იგულისხმება ზემოთ აღნიშნული პერსონები.-ზოგადად მსგავსი სახის პრაქტიკა არსებობს საქართველოში, ყოფილა შემთხვევები, როცა საზღვარგარეთიდან ასეთი სპეციალისტების მოწვევა ხდებოდა, ამიტომ არ მგონია კანონდარღვევა იყოს, თუმცა გასარკვევია რა შეთანხმება აქვთ და ამის მერე გაკეთდეს შეფასება. ზოგადად კი, პოლიტ ტექნოლოგების შემოსვლა არ იზღუდება, მითუმეტეს პროდასავლური სპეციალისტების, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან აშშ-ს პოლიტიკურ კურსს და იმართებიან ვაშინგტონიდან.
ესაუბრა გიორგი ირემაძე
скачать dle 11.0фильмы бесплатно