მცხეთაში ქართულმა ოცნებამ კაპიტულაციაზე მოაწერა ხელი
- 11.09.2017, 10:04,
- პოლიტიკა
- 0
"მცხეთაში არჩევნების დაწყებამდე ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობამ გაიმარჯვა!როგორც მანამდე გახდა ცნობილი ქართული ოცნება აპირებს მაჟორიტარობის კანდიდატად დააყენოს გიორგი კაპანაძე რომელიც არის ანდრო კალანდაძის დისშვილი, ანდრო კალანდაძე როგორც მოგეხსენებათ იყო ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი 2007 და 2012 წელს და ასევე ნაციონალური მოძრაობის ბურჯი დაარსების დღიდან დღემდე , ადამიანი ვისაც ეყრდნობა რეგიონში ნაციონალური მოძრაობა.
ეს ადამიანი იყო ცეზარ ჩოჩელის,ვანო მერაბიშვილის და ზურა ადეიშვილის ბიზნეს პარტნიორი ,ხოლო ამჟამიდელი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იყო ბიძამისის ანუ ანდრო კალანდაძის მარჯვენა ხელი , ყველა ბიზნეს ინიციატივაში როდესაც ანდრო კალანდაძე იყო თანამდებობის პირი ,გიორგი კაპანაძე იყო მისი წარმომადგენელი და ეს ადამიანი დადიოდა ბიზნესმენებთან სხვადასხვა გარიგებებზე და შეხვედრებზე და ასევე ამ გიორგი კაპანაძის ხელით ხდებოდა პარტიისთვის შემოწირულობის შეგროვება და ამ შემოწირულობებს მოთხოვნაც, ის ნაციონალურ მოძრაობას ედგა გვერდში ყველაფრით რითიც შეეძლო.
ამას ემატება ის, რომ ასევე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად აყენებენ გელა ბაქრაძეს, რომელიც ასევე არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მცხეთის რაიონის ყველაზე დიდი სოფელ მუხრანიდან და ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენი იყო რეგიონში ,ის ცნობილ ბიზნესმენთან ნოზაძესთან ერთად რომელიც ფლობს მეფრინველეობის ფაბრიკას, ყოველ წელს თავისთან სტუმრად მიჰყავდა ქალბატონი სანდრა რულოვსი და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ყოველ ზაფხულს სააკაშვილის ოჯახი იყო მათი სტუმარი.ამ საკრებულოს კანდიდატობის სიაში არიან : დეპუტატი თემირა ლელუაშვილი რომელიც ასევე ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენი იყო, ნიჩბისელი დათო პაპიაშვილი ასევე ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენი და მაჟორიტარი ნატახტარში, გიორგი კუპრაშვილი რომელიც არის კუდის დამფუძნებელის ვაჟა ლელუაშვილის დეიდაშვილი და ასევე მცხეთის საკრებულოს კანდიდატი გიორგი ელოშვილი რომელიც ნაციონალების ბურჯის ანდრო კალანდაძის ნათლულია !
ასევე ირკვევა რომ ანდრო კალანდაძემ დააფინანსა მცხეთაში ბურჯანაძის პარტიის გერთიანებული დემოკრატების დამფუძნებელი რეზო მამულაშვილი, რომელიც თითქოს მცხეთაში ატარებს ნინო ბურჯანაძის პარტიის თავისუფალი დემოკრატების ინტერესებს, სინამდვილეში კიდევ ის ატარებს ანდრო კალანდაძის ინტერესებს .
მანამდე რეზო მამულაშვილი იყო გიორგი თარგამაძის პარტიაში რომელიც საყოველთაოდ ცნობილია რომ იყო ნაციონალური მოძრაობის შემქნილი ოპოზიცია და სატელიტი პარტია, მერე შეუერთდა ნინო ბურჯანაძის პარტიას ,მას ახლა ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა არ გაუჭირდება. ის თითქოს ასევე წარმოაჩენს რომ არის შეკრული ქართულ ოცნებასთან მაგრამ სინამდვილეში არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელი.
გამოდის, რომ ანდრო კალანდაძეს უნდა ჩაიგდოს ხელში მთელი მცხეთის საკრებულო. ანდრო კალანდაძეს ნაციონალური მოძრაობის გარდა აქვს გავლენები ქართულ ოცნებაში და ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობაშიც. ესეიგი ოცნება პოლიტიკურად და ადამიანური რესურსით იმდენად გაკოტრებულია, რომ კოჰაბიტაცია ახალ ფაზაში გადაჰყავს და მცხეთის სადავეებს უგდებს ნაციონალურ მოძრაობას ხელში." - აცხადებს მცხეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
ზაზა უნდილაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно