Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"ქართველი, ოსი და რუსი ბიჭების სისხლზე ფულს ნუ აშოვნინებთ "ქართველ" და "ოს" "თიბილოვებს" და ნურც "ამერიკელ კურატორებს" - ჯონდი ბაღათურია

"ქართველი, ოსი და რუსი ბიჭების სისხლზე ფულს ნუ აშოვნინებთ "ქართველ" და "ოს" "თიბილოვებს" და ნურც "ამერიკელ კურატორებს" - ჯონდი ბაღათურია



"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია კონფლიქტის ზონაში დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

"ეს კინო" ხომ ერთხელ უკვე ვნახეთ და კარგად გავიგეთ, რომ ქართულ-რუსულ კონფლიქტზე დიდ ფული კეთდება.

მაგალითად, 2008 წელს "ატკატების" ჩათვლით, 4,5 მილიარდი გრანტი "შემოეჭმა" საქართველოს ხელისუფლებას და იქეთ კიდე, ერთი ამდენი გამოსძალეს რუსეთის ბიუჯეტს.

ბოლო დროს აშკარად შესამჩნევია ქართულ და რუსულ საზოგადოებას შორის ურთიერთობების დათბობა და მიუხედავად 20 ივნისის სრულიად სამარცხვინო, პროვინციალური დრამატიზმით გაჟღენთილი, "ორღობის პროვაკაციისა" ეს პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა.

არც რუსი და არც ქართველი ხალხი ამ პროვოკაციას არ აჰყვა.

ქართულ-რუსული და ქართულ-ოსური ურთიერთობების მოწესრიგების შემთხვევაში ბევრი "პარაზიტული წარმონაქმნი", ორთავე მხარეს, რუსეთის და საქართველოს ტერიტორიაზეც, კარგავს თავის ფუნქციას და შესაბამისად კარგავს დაფინანსების, ანუ არსებობის წყაროს!

რუსეთის მხარეს, პირველ რიგში, ასეთები არიან სწორედ თიბილოვი და მისი კორუმპირებული "მთავრობა", რომელიც სისხლს სწოვს რუსეთის ბიუჯეტსაც და ჩვენს ნამდვილად მოძმე და მოკავშირე ოს ხალხსაც, ხოლო საქართველოს მხარეს, ასევე კორუმპირებული, უცხოეთიდან დაფინანსებული მე-5 კოლონა, ულტრა "ლიბერალური" ფლანგი, 20 ივნისის პროვოკაციის ორგანიზატორები, რომელიც ასევე დიდი ხანია სისხლს სწოვს ქართველ ხალხს!

გუგუტიანთკარში, მაინც და მაინც ქართველი გლეხის კარმიდამოზე მავთულ-ხლართის გავლებაც ხომ სწორედ კონფლიქტის ესკალაციას ისახავდა მიზნად, "ქართულ- ლიბერალური" მხარეც რა გულმოდგინედ აყვა ცეცხლზე ნავთის დასხმაში ხომ ნახეთ?


20 ივნისის ვერ "ქნეს" ბოლომდე თავსი "საქნელი" და იმიტომაც წამოიწყეს გუგუტიანთ კარი, არც ამან გაჭრა და ახლა ჩორჩანას მაღლობი ყოფილა ჩვენთვის "დიდგორი" და მაგათთვის კიდე "კულოკოვოს ველი".

ასე, რომ ქართულ-რუსულ კონფლიქტზე დიდი ფული კეთდება და ქართველი, ოსი და რუსი ბიჭების სისხლზე ფულს ნუ აშოვნინებთ "ქართველ" და "ოს" "თიბილოვებს" და ნურც "ამერიკელ კურატორებს".

P.S. ხო, მართლა, კიდევ, აშშ საელჩო დაკარგავს აღშფოთების ფუნქციას, სიახლისღვრის დროს და ევროკავშირი შეშფოთების ფუნქციას როცა ჩვენ ტერიტორიებს ვკარგავთ"
- ჯონდი ბაღათურია.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions