მიმდინარე წლის აპრილში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „დიპლომატიას ამოფარებული თაღლითები – გაეროს ოფისი სოხუმში“ - სადაც დეტალურად იყო აღწერილი სოხუმში არსებული გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისში მომხდარ თაღლითობის ფაქტებზე. სტატიაში მოყვანილი იყო დოკუმენტები თავის მხრივ, მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც გამოავლენს კონკრეტულ პირებს და დანაშაულებრივ სქემას. აღნიშნულ ორგანიზაციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ხოლო მსგავსი თაღლითობა აზიანებს რეგიონში „გაეროს“ რეპუტაციას და კონკრეტულ მისიას, რომელიც აფხაზეთშია განლაგებული და ლოგიკურია, ეს ფაქტი ასე თუ ისე ნეგატიურად აისახება თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე. ამიტომ, აუცილებელია გარკვევა აღნიშნულ საკითხში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რომელზეც ამ სტატიაში იქნება საუბარი.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სოხუმის ოფისის თანამშრომლები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნდობით სარგებლობდნენ, ეჭვმიტანილები იყვნენ მოქნილ, ცინიკურ თაღლითურ სქემაში. როგორც ცნობილი გახდა, ფართომასშტაბიანი შიდა გამოძიება დასრულდა და პასუხისმგებელი პირები დაისაჯნენ.თუმცა, ეს ყველაფერი არასაიმედო კვალს ტოვებს. ბოლოს და ბოლოს, აფხაზები, რომლებიც საერთაშორისო გრანტებს იღებენ, ასეთი ფაქტებით საქართველოს აყენებენ უხერხულ მდგომარეობაში დონორებს თვალში. როგორ შეგვიძლება მსგავსი უსიამოვნების თავიდან აცილება, რომ ეს აღარ განმეორდეს?
გამოძიების შემდეგ, UNDP-ის რეაქცია მკაცრი იყო, თუმცა ისინი ცდიობდნენ სახის შენარჩუნებას. საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ გახდა ცნობილი ეს გარემოებები: „გაეროს“ განვითარების პროგრამის სოხუმის ოფისის თანამშრომელი გალინა პოდგორნაია სამსახურიდან სამარცხვინოდ გაათავისუფლეს. მისი კარიერა UNDP-ის სისტემაში დასრულდა.
ასევე, იმავე ორგანიზაციის თანამშრომლებს ბატალ ტარკილს და მაია კუტარბას ოფიციალურად ეკრძალებათ მომავალში UNDP-ის ნებისმიერ სისტემაში მუშაობის გაგრძელება. საიდა ანუა, ადამიანი, რომელიც მათ ყველას მფარველობდა, ამ დროისთვის მოახერხა თანამდებობის შენარჩუნება. თუმცა, ის ფაქტი, რომ სკანდალი მხოლოდ „ორგანიზაციული დასკვნებით“ შემოიფარგლა და არ ჩატარდა საჯარო ტრიბუნალი, სერიოზულ კითხვებს ბადებს.ეს სიტუაცია შეუმჩნეველი დარჩა მოსახლეობისთვისაც, რომლებსაც UNDP-ის წარმომადგენლები უნდა დახმარებოდნენ, თუმცა, დახმარების ნაცვლად, მათ რეგიონში მისიის რეპუტაცია შეილახეს.
რამდენიმე ათეული საერთაშორისო თანამშრომლისა და აფხაზეთის მკვიდრთათვის ეს სკანდალი შოკისმომგვრელი იყო. ეს განსაკუთრებით აზიანებს მისიის რეპუტაციას აფხაზეთში, სადაც ასე თუ ისე მდგრადი ვითარება, ნაწილობრივ საერთაშორისო შუამავლების ნდობასა და რეპუტაციაზეა დაფუძნებული. უნდა ითქვას, რომ განვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილ აღნიშნულ ოფისში კორუფციული სკანდალი გარდაუვლად ჩრდილს აყენებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგს.
ასევე ჩნდება კითხვა: მხოლოდ სადაზღვევო გადახდებით შემოიფარგლება აღნიშნული ოფისის თანამშრომლების თაღლითური სქემები? ეს ყველაფერი ერთად ეჭვქვეშ აყენებს აფხაზებზე გრანტის თანხების პირდაპირ გამოყოფის საკითხს, იმ ტერიტირიაზე, სადაც მათი ხარჯვის სათანადო კონტროლი შეუძლებელია. როგორც ჩანს, უმჯობესია ყველა პროექტის განხორციელების კოორდინაცია თბილისიდან მოხდეს. ეს არა მხოლოდ ხარჯვისა და პროექტის ეფექტურობის უფრო მეტ ზედამხედველობას უზრუნველყოფს, არამედ გააძლიერებს აფხაზი გრანტის მიმღებების ჩვენდამი მხარდაჭერას.გაეროს განვითარების პროგრამა პირდაპირი ჩართულობა უშუალოდ აფხაზებთან მუშაობაში, გულისხმობს, რომ ისინი პროექტებში არ ახსენებენ აფხაზური დასახლებული პუნქტების დასახელებებს, ასევე, რეზონანსულ და გარკვეულ სენსიტიურ საკითხებს არ განიხილავენ. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის კონფლიქტის მოსაგვარებლად, თბილისსა და სოხუმს შორის არსებული დაძაბულობის გასაქარწყლებლად, ნდობის აღსადგენად და პირდაპირ კავშირებზე გადასასვლელად.
скачать dle 11.0фильмы бесплатно