Coloring Pages Reddit Video Downloader
 

რუსი პოლიტოლოგი: დადგა დრო საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ძალა მოვიდეს

რუსი პოლიტოლოგი: დადგა დრო საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ძალა მოვიდეს
მაქსიმ შევჩენკო თვლის, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ სასწრაფოდ უნდა შექმნას კოალიცია (ბლოკი), რადგან მას, „ნაციონალებისათვის“ ღირსეული პასუხის გასაცემად, შეიძლება რესურსები არ ეყოს.

„რასაკვირველია, რესურსები ბიძინა ივანიშვილს აქვს, მაგრამ არასაკმარისი. მხოლოდ „მეოცნებეთა“ ძალებით „ნაციონალების“ რევანშს ვერ შეაჩერებ. აუცილებელია მტკიცე კოალიციის შექმნა. ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი. მიხეილ სააკაშვილს ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებსაც ასევე ბევრი და დიდი ამბიციები აქვთ, ყველას თანამდებობები სურთ. საქართველოში კი ადგილების გაყოფა ასე ადვილად არ ხდება. აქედან გამომდინარე, კოალიციის შექმნა ქართველი პოლიტიკოსებისათვის ერთადერთი გამოსავალია [შექმნილ სიტუაციაში].

„ქართული ოცნება“, ყველა თავისი ხიბლისა და კეთილშობილი მიზნების მიუხედავად, ეკონომიკურ სიძნელეებს ვერ გაუმკლავდა, ქვეყანა მძიმე სიტუაციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება სურს. მოსახლეობა ასევე მზადაა მესამე ძალის მისაღებად, მაგრამ გააჩნია, როგორი შეიძლება იყოს ის. ანუ შეიძლება მესამე ძალის წარმომადგენლები ისეთი ადამიანები იყონ, რომლებიც არ გამოხატავენ მხოლოდ დასავლეთის ან მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. მათთვის პრიორიტეტული საქართველოს ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. მაგალითად, საქართველოში უდიდესი ავტორიტეტი აქვს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. მართალია, იგი უკვე ძალიან მოხუცია, მაგრამ ისინი, ვინც მისი სახელით მიდიან პოლიტიკაში, მოულოდნელად ძალიან დიდ ძალას იძენენ, ანუ იქმნება „ხანჯლის ეფექტი“, მე ასე ვუწოდებ ამ მოვლენას.

ვთვლი, რომ დადგა დრო საქართველოს [ხელისუფლებაში] ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ძალა მოვიდეს, რომელიც რეალურად დაეყრდნობა სახელმწიფოს, ერს და მის ოცნებას ერთდროულად. საქართველოს კონსერვატიული რევოლუცია ჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი ნეოლიბერალი იყო, მან საქართველო დასავლეთზე დამოკიდებულ სიტუაციაში ჩააყენა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილიც ლიბერალიზმის ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენელია. მიმაჩნია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ეროვნულ-კონსერვატიული ძალები გაჩნდებიან. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების დროს ასეთი რიტორიკა მოთხოვნადი იქნება. საჭიროა შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი პროამერიკული ნეოლიბერალური ფრაზეოლოგია და ორიენტირება მოხდეს საქართველოს ინტერესებზე, მართლმადიდებლობაზე, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე. დღეს ეროვნული პოლიტიკის გატარების ტრენდი (ტენდენცია) მთელ მსოფლიოში შეინიშნება, ის მოთხოვნადია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს თავისი დონალდ ტრამპი ესაჭიროება, რომელიც ქვეყანას იმ ჩანაქცევიდან ამოიყვანს, რომელშიც ის ახლა იმყოფება“, - ამბობს მაქსიმ შევჩენკო.


წყარო: скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions