რომის პაპი საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა
			
				- 17.08.2016, 21:09, 
 
				- მსოფლიო / სლაიდი
 
		- 0
 
		
			
  	
	
		
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი საქართველოში 2 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება.რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 30 სექტემბერს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 
„რომის პაპის თბილისში ვიზიტი 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იგეგმება. მხარეები პროგრამის ვიზიტზე მუშაობენ, რომელსაც მოგვიანებით გავავრცელებთ“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი საქართველოსა და აზერბაიჯანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, ასევე ორივე ქვეყნის სამოქალაქო და რელიგიური ხელისუფლების მიწვევით ესტუმრება.
პაპი ფრანცისკი ივნისის ბოლოს სომხეთში იმყოფებოდა სამდღიანი ვიზიტით.
წყარო;скачать dle 11.0фильмы бесплатно