რუსი დეპუტატი და რუსეთის "ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის" ლიდერი ევგენი ფიოდოროვი საუბრობს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე და წინასაარჩევნო სიტუაციაზე.
ფიოდოროვის თქმით,რუსეთში სერიოზული ბრძოლაა პატრიოტებსა და დასავლურ მეხუთე კოლონას შორის. "ვლადიმერ პუტინი რუსი პატრიოტების ლიდერია და ცდილობს რუსეთის განთავისუფლებას დასავლური მეხუთე კოლონისგან,რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში გაძლიერდა და არჩევნებზე ზუსტად ეს საკითხი გადაწყდება - რუსეთის მომავალ პარლამენტში პატრიოტები იქნებიან უმრავლესობით თუ ის მოღალატეები,რომლებმაც სახელმწიფო ინტერესებს უღალატეს და დასავლეთს ემსახურებიან." - აცხადებს დეპუტატი
ცნობისთვის,რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 18 სექტემბერს ჩატარდება.